„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნების შესრულება გაეროს წესდების VII თავის
საფუძველზე ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის
გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტებისა და გაეროს
უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ −
სამთავრობო კომისია) მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში მყოფი პირების მიმართ
სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.“.
2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ანგარიშგების დროს უნდა მიუთითოს ინფორმაცია იმ აქტივების
შესახებ, რომლებზეც დააწესა შეზღუდვა.“.
3. 25-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს
ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ანგარიშგების წარდგენის
ვალდებულება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას
წარუდგინოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია
(დოკუმენტი) გარიგების ან გარიგების მონაწილე პირის (პირების) შესახებ, აგრეთვე სხვა
ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების
შესასრულებლად ესაჭიროება (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).
ინფორმაციის წარდგენის ფორმა განისაზღვრება სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით.“.
4. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ამ კანონის 431 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენას და აღკვეთას.“.
5. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-12 პუნქტები:
„11. სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის 431 მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ნებისმიერი ფიზიკური ან
იურიდიული პირისგან გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები).
12. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია
შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოიტანოს დადგენილება
ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
დადგენილი წესით.“.
6. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამთავრობო კომისია არის საქართველოში მთავარი საკონტაქტო ორგანო გაეროს
სანქციების კომიტეტისთვის და სხვა სტრუქტურებისთვის ტერორიზმის დაფინანსებისა
და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის,
გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების
განხორციელებისას.“.
7. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-9 პუნქტები:
„7. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების საფუძველზე სანქციადაკისრებული პირისთვის, დაუყოვნებლივ და წინასწარი
შეტყობინების გარეშე, არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება.
სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომი არ უნდა
გახდეს ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, ეკონომიკური რესურსი (რომელსაც
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს სანქციადაკისრებული
პირი ან მისი სახელით ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა გაერთიანებული ერების
უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული გამონაკლისისა), ან
ფინანსური და სხვა დაკავშირებული მომსახურება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თაობაზე
ფიზიკური ან იურიდიული პირი წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური
საშუალების გამოყენებით აცნობებს სამსახურს.
9. ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ვალდებულია სამსახურის
მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს
მას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონის 35-ე მუხლის 11
პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:
„თავი X1
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის წარმოება
მუხლი 431. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების შეუსრულებლობა
1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური ან
იურიდიული პირის მიერ, ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-7 ან/და მე-9 პუნქტებით
დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით –
გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირი არ გულისხმობს ამ
კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს.
მუხლი 432. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ოქმს ადგენს სამსახურის უფროსის
მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს
ადებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
2.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქმე
განიხილება
მარტივი
3. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას
გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
დადგენილი ნორმები.
4. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
შესადგენი დოკუმენტების ფორმებს, მათი წარმოების, ჩაბარების და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 433. გასაჩივრების უფლება
პირი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ სამსახურის
გადაწყვეტილება გაასაჩივროს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს:
ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოების,
ჩაბარების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის
დამტკიცება;
ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის
(FATF) რეკომენდაციებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობაში არსებული
შეუსაბამობები. 2020 წლის 17 სექტემბერს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების
წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval)
კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური
ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს
მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშით, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მიმართ
გაიცა რეკომენდაციები, რომელთა აღმოფხვრის მიზნითაც შემუშავდა წინამდებარე
კანონპროექტი.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები,
რომლებიც
შეეხება
გაერთიანებული
ერების
რეზოლუციების
საფუძველზე
სანქციადაკისრებული პირების მიმართ ამკრძალავი ღონისძიებების გატარებას, არ
ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. დასახელებული ვალდებულება ეხება
მხოლოდ ანგარიშვალდებულ პირებს.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი ანგარიშვალდებული პირი ფინანსური მონიტორინგის
სამსახურში (შემდგომ – სამსახური) აგზავნის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგებას,
რომელიც სანქციადაკისრებული პირების ქონებას შეეხება, კანონი არ აწესებს პირდაპირ
მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდება საეჭვო გარიგების
ანგარიშგებაში ქონების თაობაზე ინფორმაციის მითითება.
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები გავლენას ახდენს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური
ჯგუფის მე-6 და მე-7 რეკომენდაციებზე, რის გამოც ქვეყანას აღნიშნულ რეკომენდაციებზე
განსაზღვრული აქვს „ნაწილობრივ შესაბამისი“ რეიტინგი. რეკომენდაციების მიზანია,
ქვეყანა
ტერორიზმთან
და
ტერორიზმის
დაფინანსებასთან
დაკავშირებულ
მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს ასრულებდეს გაერთიანებული ერების
უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნების
მიხედვით. გაეროს რეზოლუციების მიხედვით, ქვეყანას ეკისრება ფინანსური სახსრებისა
და სხვა აქტივების დაყოვნების გარეშე გაყინვის ვალდებულება და გაეროს/ქვეყნის მიერ
სიაში ჩასმული პირის მიერ აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმებით ფლობის
ან აქტივებისგან სარგებლის მიღების ხელშეშლა. ამასთან, მე-6 რეკომენდაციის
შეუსრულებლობის საფუძვლით საქართველო მოექცა FATF-ის სტანდარტებთან
შესაბამისობის გაუმჯობესების პროცედურაში (Compliance Enhancement Procedure).
იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს დასახელებული პროცედურიდან, აუცილებელია
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზემოაღნიშნული
პრობლემა მოითხოვს საერთაშორისო ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისობის უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია „ფულის გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყნის კანონმდებლობა ჰარმონიზებული იქნება
MONEYVAL-ის მე-6 და მე-7 რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
აღნიშნული ცვლილების კანონში ასახვას დადებითი გავლენა ექნება MONEYVAL-ის მიერ
FATF-ის სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესების პროცედურიდან (Compliance
Enhancement Procedure) ქვეყნის გამოსვლის პროცესზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ცვლილება ეხება „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობის გაუმჯობესებას. კერძოდ:
MONEYVAL-ის ექსპერტების შეფასების საფუძველზე, „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნები არ ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, თუ მათ შემხებლობა
აქვთ სანქციადაკისრებულ პირებთან. შესაბამისად, კანონპროექტი აფართოებს კანონის
გავრცელების არეალს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და პირდაპირ მითითებას
აკეთებს გაერთიანებული ერების სანქციების კომიტეტისა და ეროვნული სამთავრობო
კომისიის მიერ სანქციადაკისრებულ პირებზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი განმარტავს გავრცელების არეალს. კერძოდ,
იზღუდება სანქციადაკისრებული პირებისათვის ფულადი სახსრების ან სხვა ქონების
ხელმისაწვდომობა. სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ
ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, ეკონომიკური
რესურსი (რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს
სანქციადაკისრებული პირი ან მისი სახელით ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა
გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული
გამონაკლისისა), ან ფინანსური და სხვა დაკავშირებული მომსახურება. აღნიშნული
ვალდებულების შესრულების მიზნით ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ შესაბამისი
სუბიექტის გადამოწმება შესაძლებელია გაეროს ვებგვერდზე, სამსახურის ვებგვერდსა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა
რეესტრში.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან კანონს ემატება ახალი ტავი, რომელიც შესაბამისადაც,
დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას, კერძოდ, პირველ ჯერზე პირის მიმართ გამოყენებული იქნება
გაფრთხილება, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში – ჯარიმა 1 000 ლარის
ოდენობით.
აღნიშნულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევაზე
რეაგირებას
განახორციელებს სამსახური, შესაბამისად, განისაზღვრება აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილებები.
განისაზღვრება ვალდებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ზემოაღნიშნული
შეზღუდვის განხორციელების შემთხვევაში, რომ აცნობოს სამსახურს.
გარდა ამისა, მე-7 რეკომენდაციასთან შესაბამისობის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი
ვალდებული ხდება, შეზღუდვის განხორციელების შემთხვევაში, სამსახურთან გასაგზავნ
საეჭვო ანგარიშგებაში მიუთითოს ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომლებზეც დააწესა
შეზღუდვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 მარტი. აღნიშნულ
თარიღამდე კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, ვინაიდან
ახალი რეგულაციის ასამოქმედებლად სამსახურს ესაჭიროება ორგანიზაციული
ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია შემდეგ გარემოებათა გამო:
MONEYVAL-ის კომიტეტის შემდგომი პლენარული სხდომა ტარდება 2025 წლის 15-18
დეკემბერს. აღნიშნულ სხდომამდე MONEYVAL-ის სამდივნოს, ექსპერტებს, ასევე
MONEYVAL-ის სხვა წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა
გაეცნონ საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და არსებობის შემთხვევაში
დააფიქსირონ კომენტარები.
იმ შემთხვევაში, თუკი კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება, შეუძლებელი
იქნება MONEYVAL-ის მიერ დაწესებულ ვადებში შედეგების წარდგენა ევროპის
საბჭოსათვის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტთან
შესაბამისობასა და მის რეპუტაციაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების
განხორციელდება
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
სამსახურისთვის
ასიგნებებიდან.
დაფინანსება
გამოყოფილი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ახალი
სამართალდარღვევა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კანონით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
შეუსრულებლობა,
რომლის
განმეორებით
შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი
შემოსავლების
მიღება
დამოკიდებულია
სამართალდარღვევის
ყოველწლიურ რაოდენობაზე.
აქვე, აღსანიშნავია, რომ სამსახურის ფუნქციური ცვლილება დაკავშირებულია მის
სტრუქტურულ ცვლილებასთან და ადამიანური რესურსის მატებასთან. შესაბამისად,
თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება
საბიუჯეტო შემოსულობები საშემოსავლო გადასახადისა (4 ახალ თანამშრომელზე
წლიურად ჯამში 68 114 ლარი) და საპენსიო შენატანის სახით.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
წარმოდგენილი
ცვლილების
პროექტით
განისაზღვრება
ახალი
სამართალდარღვევა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კანონით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
შეუსრულებლობა.
დასახელებულ
სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამსახური, რისთვისაც საჭირო
იქნება სამსახურის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილება. ადამიანური რესურსის
მობილიზებისა და მათზე ანაზღაურების გაცემისთვის საჭირო იქნება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა (თვის განმავლობაში
დარიცხული ხელფასი შეადგენს: სამმართველოს უფროსისთვის (პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 8 960 ლარს; სამმართველოს უფროსის
მოადგილისთვის
–
7
200
ლარს;
მეორადი
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელისთვის (ორი თანამშრომელი) – 6 400 ლარს). ახალ თანამშრომლებზე
გასათვალისწინებელი იქნება საპენსიო შენატანის ოდენობა, რასაც საბიუჯეტო
ორგანიზაციაში დასაქმებულის შემთხვევაში გასცემს დამსაქმებელი (4 ახალ
თანამშრომელზე წლიურად ჯამში 6 950 ლარი). ახალი თანამშრომლებისთვის ასევე
საჭირო გახდება საოფისე ინვენტარის შეძენა, რაც განხორციელდება სამსახურისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი
ვალდებულია, სანქციადაკისრებული პირისთვის, დაუყოვნებლივ და წინასწარი
შეტყობინების გარეშე, არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება.
სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომი არ უნდა
გახდეს ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, ეკონომიკური რესურსი (რომელსაც
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს სანქციადაკისრებული
პირი ან მისი სახელით ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა გაერთიანებული ერების
უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული გამონაკლისისა), ან
ფინანსური და სხვა დაკავშირებული მომსახურება. შესაბამისად, კანონპროექტით
გათვალისწინებული
რეგულაცია
იქონიებს ფინანსურ
გავლენას
ყველა
იმ
სანქციადაკისრებულ პირზე, ვისაც ახალი რეგულაციის შესაბამისად შეეზღუდება
დასახელებულ ფინანსურ რესურსებსა და მომსახურებაზე წვდომა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონს ემატება ახალი სამართალდარღვევა – ფიზიკური ან
იურიდიული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა,
რომლის განმეორებით შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 1 000 ლარის
ოდენობით. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირთა
ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან
პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონს ემატება ახალი სამართალდარღვევა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლის განმეორებით
შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას
გათვალისწინებულ იქნა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფონი, აგრეთვე ის გარემოება,
რომ ახალი რეგულაცია ვრცელდება განუსაზღვრელ პირთა რაოდენობაზე და საჭიროა
ცვლილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, წინამდებარე
პროექტით არ დგინდება მკაცრი პასუხისმგებლობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი
ქვეყნის ვალდებულებებთან. ევროპის საბჭოს წესდების 15.a და მე-16 მუხლების
შესაბამისად შექმნილი MONEYVAL კომიტეტის წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება,
დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ
წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესატყვისი სტანდარტები (ფინანსური ქმედების
სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები), ხოლო „დანაშაულებრივი გზით
მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და
ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 48-ე მუხლის თანახმად,
კონვენციის წევრი სახელმწიფო ვალდებულია პერიოდული შეფასების (MONEYVAL)
შედეგების გათვალისწინებით, კონვენციით დარეგულირებული სფეროები შეუსაბამოს
FATF-ის რეკომენდაციებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისას შესწავლილ იქნა იმ ქვეყნების პრაქტიკა,
რომელთაც მე-6 რეკომენდაციასთან მიმართებით განსაზღვრული აქვთ მაღალი რეიტინგი,
მაგალითად:
ლატვიის რესპუბლიკა
ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, გაყინოს
სანქცირებულ პირთა ქონება, ასევე, ასეთი პირებისთვის არ გახადოს ხელმისაწვდომი
ფინანსური მომსახურება, რესურსები, სახსრები და სარგებელი. სანქციების რეჟიმის
დარღვევისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული (10 000€-მდე), ისე
სისხლისსამართლებრივი (10 000€-ს ზევით) პასუხისმგებლობა.
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ და წინასწარი
შეტყობინების გარეშე გაყინოს სანქცირებული პირების ყველა სახის აქტივი. ასევე,
აკრძალულია სანქცირებული პირებისთვის ნებისმიერი ფინანსური/ეკონომიკური
რესურსის, მომსახურების ან ტრანზაქციის უზრუნველყოფა. ყველა პირი ვალდებულია
აცნობოს უსაფრთხოების სამინისტროს გაყინული აქტივებისა და განხორციელებული
ქმედებების შესახებ.
მიზნობრივი ფინანსური სანქციების (TFS) შეუსრულებლობისას, ფიზიკური პირებისთვის
არ მოქმედებს ადმინისტრაციული ჯარიმები, მათთვის დაწესებულია მხოლოდ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მონტენეგრო
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონების
იდენტიფიცირების შესახებ, ასევე, სანქცირებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ
კონტროლირებადი ქონების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ.
შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
შესაძლოა დაეკისროთ ადმინისტრაციული ჯარიმა:
ფიზიკურ პირს – €500 - €4,000;
იურდიულ პირს – €1,000 - €40 000;
ინდ.მეწარმეს – €500 - €4 000;
იურიდიული პირის წარმომადგენელს – €500 – €4 000.
ბულგარეთის რესპუბლიკა
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქცირებული პირებისთვის ფინანსების,
ეკონომიკური
რესურსის
და
ფინანსური
მომსახურების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა. ნებისმიერი პირი, რომელმაც იცის, რომ წარმოდგენილი ფინანსური
ოპერაცია/ტრანზაქცია გამიზნულია ტერორიზმის დაფინანსებისთვის, ვალდებულია
დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეროვნული უსაფრთხოების
სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს (SANS). ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა
ფიზიკური პირების შემთხვევაში მერყეობს 2 000-15 000 BGL (3 000-9000 ლარამდე);
იურიდიული პირების ან ინდ.მეწარმეების შემთხვევაში – 20 000-75 000BGL (32 000-12 0000
ლარამდე).
სანქციები მკაცრდება განმეორების ან სისტემატური დარღვევების დაფიქსირების
შემთხვევაში. კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ევალება შინაგან საქმეთა
სამინისტროს.
ესტონეთის რესპუბლიკა
კანონმდებლობა ესტონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირს
ავალდებულებს, გაყინოს სანქცირებულ პირთა ქონება, ასევე, ასეთი პირებისთვის არ
გახადოს ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება, რესურსები, სახსრები და სარგებელი.
ფინანსური სანქციების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს ფინანსური
დაზვერვის სამსახური.
სანქციების დარღვევისთვის
პასუხისმგებლობა:
გათვალისწინებულია
სისხლისსამართლებრივი
ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე;
თუ ქმედება ჩადენილია გაუფრთხილებლობით – ჯარიმა ან თავისუფლების
აღკვეთა ვადით 3 წლამდე;
თუ ქმედება ჩადენილია იურიდიული პირის მიერ – ჯარიმა.
ლიეტუვის რესპუბლიკა
ლიეტუვის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ფიზიკური
იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს საერთაშორისო სანქციები.
და
ფინანსური სანქციების იმპლემენტაციაზე საკვანძო როლი აქვს ფინანსური დანაშაულების
საგამოძიებო სამსახურს (FCIS), რომელიც სტრუქტურულად ფუნქციონირებს ლიეტუვის
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ფიზიკური
და
იურიდიული
პირების
მიერ
სანქციების
დარღვევისთვის
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ჯარიმები განსხვავდება
სუბიექტის მიხედვით:
იურიდიული პირებისთვის:
მიღებული შემოსავლის 50%-დან 100%-მდე, თუმცა არანაკლებ 10 000€;
10 000€-დან 50 000€-მდე, თუ სამართალდარღვევის საგანს არ წარმოადგენს
საქონელი, სერვისი ან ფინანსები.
ფიზიკური პირისთვის - 200€-დან 6 000€-მდე ოდენობით;
იურიდიული პირების მენეჯერებისთვის/წარმომადგენლებისთვის – 600€-დან 6
000€-მდე ოდენობით.
თუ სანქციების შეუსრულებლობამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლიეტუვის რესპუბლიკის
ინტერესები, ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.