„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#218/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).“. 2. მე-14 მუხლის: ა) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა), რომელზეც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები. 41. ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შეიძლება შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) სქესს; დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის; ო) მოწმობის წვდომის კოდს (CAN - Card Access Number); პ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია; ჟ) მფლობელის თითის ანაბეჭდს.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან თითის ანაბეჭდის მიღება.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ან სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის შესახებ სხვა ინფორმაციის ასახვა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით/თანხმობით. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დამატებითი რეკვიზიტები/ინფორმაცია და მათი დატანის/ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“; ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა ელექტრონული მატარებლის შემცველობით (დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა). დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე შესაძლებელია გაიცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე გაიცემა 1 წლის ვადით.“; ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს თითის ანაბეჭდს. თითის ანაბეჭდის შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან თითის ანაბეჭდის აღება. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 3. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.“. 4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეცვალოს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. შეცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 5. 203 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) პასპორტის მფლობელის: ა.ა) სახელს; ა.ბ) გვარს; ა.გ) მოქალაქეობას; ა.დ) დაბადების თარიღს; ა.ე) პირად ნომერს; ა.ვ) ფოტოსურათს; ა.ზ) სქესს; ა.თ) დაბადების ადგილს; ა.ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; ბ) პასპორტის გაცემის თარიღს; გ) მოქმედების ვადას; დ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას; ე) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას; ვ) ქვეყნის კოდს; ზ) პასპორტის ნომერს; თ) პასპორტის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თითის ანაბეჭდის შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან თითის ანაბეჭდის მიღება.“. 6. 205 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია შეცვალოს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. შეცვლილი პასპორტის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული ვადით. გაცემული დოკუმენტები მოქმედებს კანონმდებლობით 2. ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი განცხადებების საფუძველზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობები შესაძლებელია გაიცეს თითის ანაბეჭდის გარეშე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკის, პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის მოძველებით, რადგან ისინი ვეღარ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის გაცემისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის №794 განკარგულების საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტების ბლანკების, მასზე საბეჭდი ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით წარიმართა. აღნიშნული ტენდერი წარმატებულად ჩატარდა და რთული, ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი პროცედურის შემდგომ შეირჩა კომპანია, რომელმაც დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის დამზადების და მათზე საბეჭდი ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე თანმდევი მომსახურების გაწევის ვალდებულება აიღო. ახალი დოკუმენტები და მათი ტექნიკური მახასიათებლები სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული ახალი თაობის მიკროსქემებისა და დოკუმენტების ახალი დიზაინის დანერგვა, დამატებითი დამცავი ნიშნებით, რომლებიც არსებული მიკროსქემისა და დოკუმენტების მახასიათებლებისგან განსხვავებული იქნება. დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები, კერძოდ: მოწმობის წვდომის კოდი (CAN – Card Access Number), რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და QR კოდი, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). QR კოდით ინფორმაციის გადამოწმების ხელმისაწვდომობა მხოლოდ დოკუმენტის მფლობელის თანხმობით ხდება. დღეს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონულ მატარებელზე იწერება და ცალკეული სტატუსები დოკუმენტზე ვიზუალურად აისახება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომელიც ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა, მსგავსად ზემოაღნიშნული მოწმობებისა, ელექტრონული მატარებლით გაიცეს, რაც, არსებულთან შედარებით, დოკუმენტის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებითაც განხორციელდეს, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის, მისი შესაბამისი ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემების და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატის, ასევე ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის, მისი შესაბამისი ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავი მონაცემების და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატის დატანა მხოლოდ დოკუმენტის მფლობელის თანხმობით იყოს შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიცავდეს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის. აღსანიშნავია, რომ პირადობის (ბინადრობის), ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემისას თითის ანაბეჭდის მონაცემების მიღება შეესაბამება ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 12 ივლისის (EU) 2019/1157 რეგულაციას „წევრი ქვეყნების მიერ გაცემული პირადობის მოწმობებისა და ბინადრობის დოკუმენტების, რომლებიც გაცემულია წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებზე და რომლებიც სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების უფლებით, უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“1. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების ვალდებულებიდან, აღნიშნული დებულების ქართულ კანონმდებლობაში ასახვა უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტ თანხვედრას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიზანშეწონილია, გარდა კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებისა, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იყოს შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები, ხოლო შეცვლილი პირადობა/პასპორტის გაუქმების წესი განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. დღეს მოქმედი ნორმები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოქმედების ვადის ამოწურვამდე პირმა იმგვარად შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მას ახალი მოწმობის აღებამდე ხელზე ჰქონდეს აქტიური დოკუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე დოკუმენტის გაცემა კვლავ 5 წლის ვადით იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, მიზანშეწონილია, ის განისაზღვროს 1 ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტის კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემოდეს არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნული ცვლილებით, არასრულწლოვან პირებთან მიმართებით, დოკუმენტების მოქმედების ვადა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ვადებთან. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის 5-წლიანი მოქმედების ვადის განსაზღვრას, მისი დაზუსტება საჭიროა, რადგან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადის 12 წლამდე გაგრძელებას. აღნიშნული ჩანაწერის გათვალისწინებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემა უწევს იმაზე მეტი ვადით, ვიდრე ამას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით დადგენილი მინიმალური სტანდარტები ითვალისწინებს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებთან მიმართებით. თავდაცვის კოდექსის თანახმად, შეიცვალა სამხედრო აღრიცხვაზე უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც სააგენტო აწვდის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღს და რეგისტრაციის ახალ მისამართს (მისი არსებობის შემთხვევაში), შესაბამისად, კანონში არსებული ჩანაწერი შესაბამისობაში მოდის თავდაცვის კოდექსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ფორმები დამტკიცებულია „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის №1064 ბრძანებითა და „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებით. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით დადგენილია ის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ გაცემული TD1 და TD3 ტიპის დოკუმენტები, მათ შორის, ის მინიმალური პერსონალური თუ უსაფრთხოების მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს დოკუმენტები. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 13 დეკემბრის რეგულაციის (EC) No2252/2004 „წევრი ქვეყნების მიერ გაცემული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლებისა და ბიომეტრიული მონაცემების სტანდარტების შესახებ“ და ევროკავშირის კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №C(2018)7774 განმახორციელებელი გადაწყვეტილებით დადგენილია სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წევრი ქვეყნების მიერ გაცემული დოკუმენტები. „წევრი ქვეყნების მიერ გაცემული პირადობის მოწმობებისა და ბინადრობის დოკუმენტების, რომლებიც გაცემულია წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების უფლებით, უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 12 ივლისის რეგულაციით დადგენილია ის მონაცემები, რომელთაც უნდა შეიცავდეს წევრი ქვეყნების მიერ გაცემული დოკუმენტები. კანონპროექტი ეფუძნება ზემოაღნიშნულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც დანერგილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. იგი მიმართულია საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების უსაფრთხოების გაზრდისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პასპორტების/სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები და მათი გაცემის პროცედურები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება, აუცილებელია აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონის პროექტის მიღების შედეგად, ბიომეტრიული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის ტექნოლოგია სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:  პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number), რომელიც გამოიყენება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის და QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება თითის ანაბეჭდი (ამასთანავე, გარდამავალი დებულების სახით განისაზღვრება, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი განცხადებების საფუძველზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობები შესაძლებელია გაიცეს თითის ანაბეჭდის გარეშე); შეცვლილი რედაქციით ყალიბდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის რეკვიზიტები; ანალოგიურად, პასპორტის რეკვიზიტებს ემატება პასპორტის წვდომის კოდი (CAN – Card Access Number) (მე-14 მუხლის მე-7 და 81 პუნქტები; 203 მუხლის 21 პუნქტი);  განისაზღვრება, რომ, გარდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის კანონით მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ან სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის შესახებ სხვა ინფორმაციის ასახვა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით/თანხმობით. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დამატებითი რეკვიზიტები/ინფორმაცია და მათი დატანის/ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით (მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი);  დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ელექტრონული მატარებლის შემცველობითაც გაიცემა (მე-14 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები);  გარდა კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებისა, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები. შეცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და პასპორტის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით (მე18 მუხლის მე-6 პუნქტი; 205 მუხლის მე-10 პუნქტი);  კანონის მოქმედი რეგულირების თანახმად, დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემა კვლავ 5 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. ცვლილების თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით; რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით (მე-15 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები);  კანონში, თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის“ ნაცვლად მიეთითება სამხედრო აღრიცხვაზე უფლებამოსილი ორგანო (მე9 მუხლი);  ზუსტდება და ახალი რედაქციით ყალიბდება ცალკეული ნორმების ფორმულირებები;  კანონის პროექტის გარდამავალი დებულების თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული დოკუმენტები იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მოქმედი პირადობის ელექტრონული მოწმობების ბლანკების მაქსიმალური გამოყენების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს არსებული მარაგის ათვისებას, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ელექტრონული მატარებლის შემცველობით გაცემას აწესრიგებს – 2026 წლის 1 ივლისიდან. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომელიც ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა, ცვლილების თანახმად, მისი გაცემა უკვე ელექტრონული მატარებლით მოხდება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული, არსებულთან შედარებით, დოკუმენტის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს, დოკუმენტზე დაიტანება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაც, რომელიც სააგენტოს მხრიდან შესაბამის სერტიფიცირების პროცედურის გავლას საჭიროებს. აღნიშნული პროცედურების გასავლელად, აგრეთვე სხვა სახის ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა გარკვეული დრო, რაც გონივრულობის ფარგლებში არის 2026 წლის 1 ივლისი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის, მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა მისი ძირითადი ნაწილი, რომელიც პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზირტებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს ეხება, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული დაკავშირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან, რომელთა შორისაა პირადობის ელექტრონული მოწმობის ახალი ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ამოქმედება დაგეგმილია 2025 წლის დასასრულს, რაც, თავის მხრივ, არსებული პირადობის ელექტრონული (ამოწურვასთან) არის დაკავშირებული. მოწმობის ბლანკების მაქსიმალურ გამოყენებასთან ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტის მიხედვით, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო დროებითი ბინადრობის მოწმობა – ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით. ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან 18 წლამდე პირებზე პირებისთვის ფინანსური გავლენა ნაცვლად ყოველი 5 წლისა, ყოველ 4 წელში ექნება, სააგენტო შესაბამის შემოსავლებს სხვადასხვა საბიუჯეტო წელს მიიღებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაცემული დოკუმენტები ინარჩუნებს ძალას. გავლენა სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლოა იქონიოს მხოლოდ 4 წლის შემდგომ, რაც დამოკიდებული იქნება გასაცემი ბინადრობის მოწმობების რაოდენობაზე და ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა ასაკობრივ ზღვარზე. დროებითი ნებართვის შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის და შესაბამისად, მოწმობის ვადის გასვლის შემდგომ შესაძლებელია აღარ არსებობდეს ნებართვის გაგრძელების და შესაბამისად, მოწმობის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. აგრეთვე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის შემთხვევაში, არასრულწლოვანზე გაცემული მოწმობა შესაძლოა კვლავ გაიცეს 5 წლის ვადით, მისი ასაკიდან გამომდინარე. ამდენად, ამ ეტაპზე, კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილების გავლენა სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს წლიური დასაბეგრი მოგება 1 მილიონ ლარს აღემატება, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე – სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც) სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებაზე გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, აგრეთვე, სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2023 წლის 1 მაისის №794 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გამოცხადდა ტენდერი პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტების ბლანკების, მასზედ საბეჭდი ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შესყიდვის ობიექტისთვის ფინანსური რესურსების მობილიზება დაევალა სააგენტოს, რომელიც უნდა უზრუნველეყო კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ფორმები დამტკიცებულია „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის №1064 ბრძანებითა და „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებით. შესაბამისად, დოკუმენტების დამტკიცებისათვის აუცილებელი ხარჯი უკვე დაფინანსებულია სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და იგი არც სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მოახდენს გავლენას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტის მიხედვით, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო დროებითი ბინადრობის მოწმობა – ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით. ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით. აქედან გამომდინარე, 18 წლამდე პირებზე პირებისთვის ფინანსური გავლენა ნაცვლად ყოველი 5 წლისა, ყოველ 4 წელში ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონის პროექტით პირადობის (ბინადრობის) მოწმობას ერთ-ერთ ახალ რეკვიზიტად ემატება თითის ანაბეჭდი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დოკუმენტები 18 წლამდე პირებზეც გაიცემა, ხოლო 14 წლიდან, რიგ შემთხვევაში, სავალდებულოა დოკუმენტის აღება, აღნიშნული კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა პროექტი ითვალისწინებს მათი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს. ამასთანავე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემად თითის ანაბეჭდის დამატება გამომდინარეობს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიზნიდან. კერძოდ, „წევრი ქვეყნების მიერ გაცემული პირადობის მოწმობებისა და ბინადრობის დოკუმენტების, რომლებიც გაცემულია წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების უფლებით, უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 12 ივლისის (EU) 2019/1157 რეგულაციის თანახმად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს თითის ანაბეჭდს. ამავე რეგულაციის თანახმად, თითის ანაბეჭდის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლდება 6 წლამდე პირი, ასევე, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა გათავისუფლდეს 12 წლამდე პირი. ცვლილების თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით. აღნიშნული გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა ეს უკანასკნელი შესაბამისობაშია პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ვადებთან, რომელიც, თავის მხრივ, თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით დადგენილ მინიმალურ სტანდარტთან. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების გაცემის სტანდარტი დაუახლოვდება ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 12 ივლისის რეგულაციას (EU) 2019/1157. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. ხელშეკრულებას/შეთანხმებას. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და უკავშირდება მრავალმხრივ რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.