„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#219/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • სოფლის მეურნეობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 27/06/2024; სარეგისტრაციო კოდი: 340000000.05.001.102284) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) 2026 წლის 1 ივლისამდე - „მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა“; დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) 2028 წლის 1 იანვრამდე - „დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება.“ 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის: ა) მე-10 მუხლი (გარდა მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა), მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-14 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან; ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 2026 წლის 1 იანვრამდე ოთხი კანონქვემდებარე აქტის მიღებას, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი კი კანონის გარკვეული მუხლების 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლას. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - „დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება უნდა მოხდეს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით. ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზები მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (მაგ. სსიპ - საჯარო რეესტრი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და ა.შ) არსებული ინფორმაციების ინტეგრირებას სააგენტოს „ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიან ელექტრონულ სისტემაში“. სადღეისოდ, ყველა საჭირო მონაცემთა ერთობლიობა, რამაც უნდა შექმნას ეს კონსოლიდირებული სისტემა, ჯერჯერობით სრულყოფილად ხელმისაწვდომი არაა. ხოლო, ამავე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - „მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა დაკავშირებულია აღნიშნული ბაზების შექმნასა და არსებული ბაზების სრულყოფასთან, რაც, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს 2026 წლის 1 აპრილამდე. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ამ კანონის მე-10 და მე-13−მე-15 მუხლები ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან, რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოში „ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვა, გარდა ფერმერული მეურნეობების და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის და მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემისა, მოიცავს სააგენტოს მთლიან მონაცემთა ბაზებს და საინფორმაციო სისტემას, სადაც შედის სააგენტოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების/პროგრამების (მხარდამჭერი ღონისძიებების) პირდაპირი გადახდების სრული იმპლემენტაციის პროცესი, დაწყებული განაცხადის მიღებიდან დასრულებული თანხის გაცემამდე, რაც რეალურად წარმოადგენს დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემას. აღნიშნული სისტემის შექმნა დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან და სჭირდება გარკვეული ვადა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი და დასკვნითი დებულებებით გათვალისწინებული, როგორც ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტის გამოცემა/დამტკიცების, ასევე ზოგიერთი მუხლის/პუნქტის ამოქმედების თარიღის შეცვლის/გადავადების საკითხი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან კანონქვემდებარე აქტების მიღების ვადაც და კანონის რიგი ძალაში შესვლის თარიღიც განსაზღვრულია „სოფლის მეურნეობისა მუხლების და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ ვადებისა და თარიღების ცვლილებაც ამავე კანონში უნდა აისახოს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიცვლება/გადავადდება „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი და დასკვნითი დებულებებით გათვალისწინებული, როგორც ზოგიერთი კანონქვემდებარე გამოცემა/დამტკიცების, ასევე ზოგიერთი მუხლის/პუნქტის ამოქმედების თარიღი. აქტის ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ვადის ცვლილება 2026 წლის 1 იანვრამდე მისაღებ შემდეგ კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებით: - „მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - გამოცემულ იქნება 2026 წლის 1 ივლისამდე; - „დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დამტკიცებულ იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე. ასევე, გათვალისწინებულია კანონის ზოგიერთი ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებაც. ნორმები, რაც უნდა ამოქმედებულიყო 2026 წლის 1 იანვრიდან, კანონპროექტით ამოქმედდება დიფერენცირებულად, კერძოდ: - 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ნორმები, რაც დაკავშირებულია გადამხდელ სააგენტოსთან; ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრთან; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებთან; მონაცემთა გაცვლასთან (მე-10 მუხლი (გარდა მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა), მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-14 და მე-15 მუხლები). 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ნორმები, რაც დაკავშირებულია ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზების შექმნა, კოორდინაციასა და მართვასთან; დაფინანსების განაცხადების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან; ანგარიშგებისა და მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზასთან; სხვა მონაცემთა (მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის) ბაზებთან (მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-4 პუნქტები). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: კანონპროექტის შესაბამისად, ხდება 2026 წლის 1 იანვრამდე მისაღები აქტების და ასამოქმედებელი ნორმების გადავადება, კერძოდ: „მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - გამოცემულ იქნება 2026 წლის 1 ივლისამდე, „დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - დამტკიცებულ იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე. რაც შეეხება კანონის ნორმებს, რომლებიც დაკავშირებულია გადამხდელ სააგენტოსთან; ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრთან; სასოფლოსამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებთან; მონაცემთა გაცვლასთან - ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან. ხოლო, ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზების შექმნა, კოორდინაციასა და მართვასთან; დაფინანსების განაცხადების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან; ანგარიშგებისა და მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზასთან; სხვა მონაცემთა (მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის) ბაზებთან - ამოქმედდება 2028 წლის 1 იანვრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით და მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე, რათა 2026 წლის 1 იანვრამდე ამოქმედდეს წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს საქმიანობის განმახორციელებელთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.