2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.09.2025
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ნომერი
#1-8839/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2025-11-25

📜 ტექსტი

წერილი
2-15873/25 24-11-2025 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს ბატონო ალექსანდრე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე (N1-8839/25; 30.09.2025) კომიტეტის დასკვნას, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს და თანმხლებ მასალას. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 18 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-15848/25 24-11-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის 24 ნოემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი (N1-8839/25; 30.09.2025). კომიტეტს სავალუტო მიზანშეწონილად პოლიტიკის ძირითად მიაჩნია ფულად-საკრედიტო მიმართულებებთან და დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2026-2028 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2026-2028 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2026-2028 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სხვ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
დანართი
N 2-04/3624 30/09/2025 3624-04-2-202509301604 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ ბატონო შალვა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „2026-2028 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად. ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტები, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური პროგნოზები და არსებული ეკონომიკური რისკები. დანართი: 15 (თხუთმეტი) ფურცელი. პატივისცემით, ნათელა თურნავა პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკი 30/09/2025 N 156 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2025 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი №7) შესაბამისად: 1. მოწონებულ იქნეს 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრისა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. ნათელა თურნავა პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკი პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2026-2028 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2026-2028 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2026-2028 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სხვ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2026-2028 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას. ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრას, ხოლო მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისათვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3 პროცენტს შეადგენს. ერთი მხრივ, 3 პროცენტი საკმარისად დაბალია და ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებებზე უარყოფითად არ მოქმედებს. მეორე მხრივ, ინფლაციის ასეთი დონე არ წარმოადგენს დაბრკოლებას ეკონომიკური ზრდისთვის. თავის მხრივ, ინფლაციის ოპტიმალური დონის შეფასება სხვადასხვა გრძელვადიან ეკონომიკურ ფაქტორებსა და ქვეყნის ეკონომიკის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ცენტრალური ბანკები სამიზნე მაჩვენებლად ინფლაციის დადებით ნიშნულს ირჩევენ, რადგან დეფლაცია რეცესიასა და ეკონომიკური კეთილდღეობის დანაკარგს განაპირობებს. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები, 1 როგორც წესი, 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2-5 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, მონეტარული პოლიტიკა ისე წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია წინასწარგანსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში კი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა შესაძლოა ეგზოგენურმა (მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელმა), ერთჯერადმა ფაქტორებმა განაპირობოს. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით მიიღწევა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და მისი სამომავლო ტრაექტორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ინფლაციის პროგნოზირების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს. ამგვარად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ეფექტური მართვა, საოპერაციო კუთხით ეროვნული ბანკის მთავარ ორიენტირს წარმოადგენს. ამისათვის ეროვნულ ბანკს გააჩნია მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩო, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისაგან შედგება. მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს პირობებში, ეროვნული ბანკი იყენებს როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ისე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტებს. საბანკო სექტორის ლიკვიდობის სამართავი, ლიკვიდობის მიწოდების მთავარი ინსტრუმენტი, რეფინანსირების სესხებია. ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს შედარებით უფრო გრძელვადიან ლიკვიდურ სახსრებს ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტით და მეორად ბაზარზე მთავრობის ფასიანი ქაღალდების ოპერაციებით აწვდის. დამატებით, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ეფექტურად სამართავად ეროვნულის ბანკი ასევე იყენებს მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს - ერთდღიანი სესხებსა და ერთდღიანი დეპოზიტებს. გარდა აღნიშნული ინსტრუმენტებისა, ეროვნულ ბანკს გააჩნია ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტი - სადეპოზიტო სერტიფიკატები. აღნიშნული ინსტრუმენტებით ეროვნული ბანკი საფინანსო სისტემის ლიკვიდობაზე მოთხოვნასა და მიწოდებას ისე აბალანსებს, რომ საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს ჩამოყალიბდეს. ეს კი საბოლოოდ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის სიძლიერეს განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს რეფინანსირების სესხების მოცულობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთი მხრივ, 2024 2 წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერი იყო. მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში კი გაიზარდა მოთხოვნა ნაღდ ფულზეც, რაც რეფინანსირების მოცულობაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა. მეორე მხრივ, 2024 წლის მეორე ნახევარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებისა და წესებზე დაფუძნებული ორმხრივი ინტერვენციების მექანიზმის (BMatch) გამოყენებით გაყიდა უცხოური ვალუტა, რის შედეგადაც ბაზარს ლარის რესურსი შეუმცირდა. აღნიშნულს ფისკალური კონსოლიდაციაც დაემატა, რამაც ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. ლიკვიდობაზე მაღალი მოთხოვნის პირობებში, ერთკვირიანი რეფინანსირების სესხებთან ერთად გაიზარდა ერთდღიანი სესხების მოცულობაც, რაც ლიკვიდობაზე მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობას უზრუნველყოფდა. თუმცა, რადგანაც ერთდღიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მაღალია, 2024 წლის ბოლოს ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთი, დროებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მეტად გაიზარდა. 2024 წლის ბოლოდან, ეროვნულმა ბანკმა განაგრძო სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკა, რის შედეგადაც ფინანსურ ბაზარს ლარის ლიკვიდობა მიეწოდება. საბოლოოდ, 2025 წლის დასაწყისიდან ერთდღიანი სესხების მოცულობა შემცირდა და ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთი კვლავ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უტოლდება. (იხ. დიაგრამა №1). 14% 12% 10% 8% 6% 4% 2% 0% 400 350 300 250 200 150 100 50 0 აგვ-25 დეკ-24 აპრ-24 აგვ-23 დეკ-22 აპრ-22 აგვ-21 დეკ-20 აპრ-20 აგვ-19 დეკ-18 აპრ-18 აგვ-17 დეკ-16 აპრ-16 აგვ-15 დეკ-14 აპრ-14 აგვ-13 დეკ-12 აპრ-12 აგვ-11 დეკ-10 აპრ-10 აგვ-09 მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მლნ ლარი დიაგრამა №1 ბანკთაშორისი ბაზარი TIBR მოცულობა (მარჯვენა ღერძი) REPO ოპერაციების მოცულობა TIBR (მარცხენა ღერძი) პოლიტიკის განაკვეთი (მარცხენა ღერძი) ერთდღიანი სესხი (მარცხენა ღერძი) ერთდღიანი დეპოზიტი (მარცხენა ღერძი) * 2013 წლამდე TIBR-ის განახლებული ინდექსის გაანგარიშება არის მიახლოებითი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობისათვის, მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ფულადი ბაზრის მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებსა და საბოლოოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცეს. როგორც აღნიშნულია, ფულად ბაზარზე მოკლევადიანი ლარის ლიკვიდობის საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს ყალიბდება. 3 ხოლო ლარის საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორიას მიყვება, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას ადასტურებს (იხ. დიაგრამა №2 და №3). თუმცა, 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში საბაზრო საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, როგორც შიდა, ისე გლობალური გაურკვევლობის ფონზე გაზრდილი რისკიანობის ასახვა იყო, რამაც ფინანსური პირობების გამკაცრება განაპირობა. მეორე, მხრივ, ბანკთაშორის ბაზარზე განაკვეთის ზრდა საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზეც აისახა. მიმდინარე ეტაპზე, ბანკთაშორისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოების პარალელურად, ეროვნული ვალუტის სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. თუმცა გლობალურად არსებული გაურკვევლობის ფონზე მომატებული რისკიანობის გამო, საბაზრო განაკვეთებსა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შორის სპრედი კვლავ მაღალია. დიაგრამა №2 საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით სესხებზე (ნაკადი) 20% 18% 16% 14% 12% 10% 8% 6% 4% სესხების საპროცენტო განაკვეთები 2% პოლიტიკის განაკვეთი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 4 აგვ-25 თებ-25 აგვ-24 თებ-24 აგვ-23 თებ-23 აგვ-22 თებ-22 აგვ-21 თებ-21 აგვ-20 თებ-20 აგვ-19 თებ-19 აგვ-18 0% დიაგრამა №3 საპროცენტო განაკვეთი რეზიდენტების ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადი) 14% 12% 10% 8% 6% 4% პოლიტიკის განაკვეთი 2% რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი აგვ-25 აპრ-25 დეკ-24 აგვ-24 აპრ-24 დეკ-23 აგვ-23 აპრ-23 დეკ-22 აგვ-22 აპრ-22 დეკ-21 აგვ-21 აპრ-21 დეკ-20 აგვ-20 აპრ-20 დეკ-19 აგვ-19 აპრ-19 დეკ-18 აგვ-18 0% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში, ეკონომიკაზე მისი გადაცემის ეფექტიანობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული ნაბიჯები როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების მიმართულებით, საქართველოში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. კერძოდ, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იყო და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. 2025 წელს კი, დიდწილად წინა წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტისა და დამატებით საგარეო ეგზოგენური ფაქტორების გათვალისწინებით ინფლაცია დროებით აჭარბებს მის მიზნობრივ დონეს და აგვისტოს მდგომარეობით 4.6 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მიმდინარე დინამიკა თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზებთან. სტაბილურ ინფლაციურ გარემოს, ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებიც ხელს უწყობს. იგი ნაწილობრივ აბალანსებს საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს. კერძოდ, გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, მათ შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შედეგად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. გეოპოლიტიკური და გლობალური სავაჭრო ურთიერთობების გამოწვევები საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მერყეობას განაპირობებს. ვინაიდან საქართველო მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკაა, მსოფლიო მასშტაბით შეცვლილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. შესაბამისად, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრიდან მომდინარე ინფლაციური რისკები 2025 წლის განმავლობაში ნარჩუნდება, რაც, მეტწილად, სურსათის ფასებზე აისახება. მიუხედავად იმისა, რომ არსებული 5 რისკები ძირითადად მიწოდების ფაქტორებიდან მომდინარეობს და ცენტრალური ბანკები, წესისამებრ, მათზე მხოლოდ იმ შემთხვევაში რეაგირებენ, თუ ისინი ინფლაციურ მოლოდინებში აისახება, ეროვნული ბანკი მაინც ირჩევს ფრთხილ მიდგომას არსებული რისკების მინიმიზაციისთვის. კერძოდ, შიდა ეკონომიკური ტენდენციებიდან და გლობალურად არსებული რისკებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, 2024 წლის მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.0 პროცენტზე უცვლელად ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გლობალურად მიმდინარე არსებით ცვლილებებს, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში (განსაკუთრებით სატარიფო პოლიტიკის კუთხით) მზარდ ფრაგმენტაციას უკავშირდება. ასეთ პირობებში, რისკები რამაც შესაძლოა პროგნოზიდან გადახრა განაპირობოს მაღალია. თავის მხრივ, ინფლაციის პროგნოზი, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული მონეტარული პოლიტიკის ოპტიმალური რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზის ჰორიზონტზე ინფლაციის ზრდის ან შემცირების ტენდენცია იკვეთება, ეროვნული ბანკი სწორედ ამაზე რეაგირებს მონეტარული პირობების გამკაცრების ან შერბილების გზით. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რითაც უფრო გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და რისკების მართვა დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს იმგვარად, რომ ნებისმიერი იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს. ამით მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებს საშუალება ეძლევათ უზრუნველყონ ოპტიმალური ბალანსი სხვადასხვა რისკის რეალიზაციის შედეგებს შორის. აგრეთვე, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების აღნიშნული გამჭვირვალობასა ნაბიჯი და აუმჯობესებს აღქმადობას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს. ეროვნული ბანკი სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში განიხილავს სამ სცენარს, რომლებიც რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე:  ცენტრალურ სცენარს, რომელიც მოიცავს მიმდინარე ინფორმაციის ფართო სპექტრს, დაშვებებს როგორც ეგზოგენური ფაქტორების, ისე ეკონომიკის გადაცემის მექანიზმების შესახებ და ასახავს მონეტარული პოლიტიკის ისეთ ტრაექტორიას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკის გამტარებლის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკების გათვალისწინებითა და დაბალანსებით; 6  მაღალინფლაციურ რისკ-სცენარს, რომელიც აერთიანებს, საშუალოდ, ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო ინფლაციურ რისკებს მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და, შესაბამისად, მოიაზრებს რომელიც აერთიანებს, საშუალოდ, პოლიტიკის უფრო მკაცრ რეაგირებას;  დაბალინფლაციურ ცენტრალურ რისკ-სცენარს, სცენართან შედარებით უფრო დისინფლაციურ რისკებს მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და, შესაბამისად, მოიაზრებს პოლიტიკის უფრო რბილ რეაგირებას. ბოლო პერიოდში გლობალური გაურკვევლობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია რჩება. ცენტრალური სცენარის მიხედვით, რომელიც მიმდინარე მონაცემების ანალიზს ეფუძნება, სატარიფო პოლიტიკიდან მომდინარე პირდაპირი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე მცირეა და მისი გავლენა მეტწილად არაპირდაპირ, შენელებული გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და გაზრდილი გაურკვევლობის კონტექსტში განიხილება. თუმცა, საერთაშორისო დონეზე სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი მრავალჯერ გადაიხედა და მისი საბოლოო კონფიგურაცია ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. შესაბამისად, მოსალოდნელზე მეტად მწვავე სატარიფო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკისთვის საყურადღებო რისკია, ვინაიდან მისმა რეალიზებამ შესაძლოა ინფლაციაზე ზეწოლა გააძლიეროს. სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელზე მეტად გამწვავება გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციას გააძლიერებს. შედეგად, შესაძლოა წარმოიშვას მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები, რაც სტაგფლაციური გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ, აშშ-სა და სავაჭრო პარტნიორებს შორის ხელსაყრელი შეთანხმების შემთხვევაში, სატარიფო პოლიტიკა ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდება გლობალური ეკონომიკისთვის, რაც საქართველოს საგარეო ბალანსზეც დადებითად აისახება. მაღალი გლობალური გაურკვევლობის ფონზე, განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური პირობები კვლავ მკაცრია. ეს კი, სხვა თანაბარ პირობებში, განვითარებადი ეკონომიკებიდან, მათ შორის საქართველოდან, კაპიტალის გადინების წნეხს აძლიერებს. თუმცა, აშშ დოლარის გლობალური შესუსტება და ადგილობრივად მკაცრ პოზიციაზე შენარჩუნებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აღნიშნულ წნეხს აბალანსებს. გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა: გაიზარდა სესხის ფინანსური რესურსის მოზიდვის ღირებულება და საკრედიტო რისკის პრემია. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბიზნესის საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენციაში. ცენტრალური სცენარი მოკლევადიან პერიოდში სწორედ ამ მკაცრი ფინანსური პირობების შენარჩუნებას მოიაზრებს. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს მონეტარული პირობების მკაცრ დონეზე შენარჩუნებას, საკრედიტო აქტივობის ოპტიმალურ (15%-იან) დონესთან ახლოს დარჩენასა და ეკონომიკის მის გრძელვადიან 7 პოტენციურ დონესთან ნორმალიზებას. თუკი გლობალური გაურკვევლობა ხანგრძლივად შენარჩუნდა, ფინანსური პირობები მოკლევადიანი პერიოდის მიღმაც მკაცრ დონეზე დარჩება, რამაც შესაძლოა ბიზნეს სესხებზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ინვესტიციების შენელების გზით. მიუხედავად გლობალური ტურბულენტობის და მკაცრი ფინანსური პირობებისა, მიმდინარე ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ეს კი, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნითა და მაღალი წარმოების პოტენციალის მოსალოდნელზე ნელი ნორმალიზებით აიხსნება. ერთობლივი მოთხოვნის შეფასების კუთხით, განსაკუთრებით საყურადღებოა გაძლიერებული მოხმარება, კერძოდ კი შინამეურნეობების გააქტიურებული ხარჯები. თავის მხრივ, ძლიერი საგარეო მოთხოვნა - განსაკუთრებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) მომსახურების ექსპორტი - სხვა შედარებით პროდუქტიული სექტორების მაღალ ზრდასთან და კაპიტალის ფორმირების გაზრდილ მაჩვენებლებთან ერთად, წარმოების პოტენციალის მაღალი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით რეალური მშპ 2025 წლისთვის 7.4%-ით გაიზრდება. ცენტრალური სცენარის მიხედვით, მაღალი საგარეო შემოდინებები, სხვა თანაბარ პირობებში, პოზიტიურად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე და იმპორტირებულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ახდენს გავლენას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის პოზიტიურ დინამიკასთან ერთად, ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის მყარ პოზიციებს თურქული ლირისა და აშშ დოლარის გლობალური შესუსტებაც განაპირობებს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელთან ლარის გაცვლითი კურსის სიმყარე, რეალური თუ ფინანსური დოლარიზაციის არხით, ინფლაციურ წნეხს ამცირებს და ხელს უწყობს ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას. ცენტრალური სცენარის დაშვებები საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებსაც მოიცავს და ნავთობის შემთხვევაში ეფუძნება ამერიკის ენერგო ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) პროგნოზებს. მათი მიხედვით, ნავთობის გლობალური მარაგებისა და დაგეგმილი წარმოების ზრდის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ბრენტის ნავთობის ფასის ნორმალიზება (ბარელზე 58 აშშ დოლარამდე), რაც, დამატებით, შესაძლოა OPEC+-ის მიერ წარმოების ზრდამ კიდევ უფრო დააჩქაროს. ცენტრალური სცენარი აგრეთვე მოიაზრებს, კლიმატური და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსის (FAO), მცირედით ზრდას, თუმცა ინფლაციაზე მისი გავლენა შეზღუდული იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივად, მათ შორის არახელსაყრელი კლიმატური პირობების შედეგად, ინფლაციის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სურსათის მაღალ ფასებს, რაც გახანგრძლივების შემთხვევაში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს გააჩენს, მეორე რიგის ეფექტების ფონზე. 8 ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება. 2026 წელს კი, მიზნობრივ მაჩვენებელთან დასტაბილურდება და საშუალოდ 3.1% იქნება. ინფლაციის მიზნობრივ დონესთან საბოლოო ნორმალიზებას, ერთი მხრივ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ინფლაციური ეფექტების, ხოლო მეორე მხრივ, ნავთობის დაბალი ფასებისა და სუსტი აშშ დოლარის გავლენების ურთიერთდაბალანსება და მათი დროში მილევა განაპირობებს. გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად საგულისხმოა ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს როგორც მაღალინფლაციურ, ისე დაბალინფლაციურ რისკ-სცენარებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას, მათი რეალიზების პოტენციურ შედეგებს დეტალურად აანალიზებს. დიაგრამა №4. წლიური ინფლაცია ცენტრალური სცენარის, მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკ-სცენარების მიხედვით 9% 8% 7% 6% 5% 4% 3% 2% 1% 0% მაღალინფლაციური სცენარი მიზნობრივი მაჩვენებელი 2023 2024 2025 2026 2027 მიმდინარე პერიოდში, კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 დაბალინფლაციური სცენარი კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 ცენტრალური სცენარი 2028 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქსტატი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასებისას, საყურადღებოდ მიიჩნია კვლავაც მაღალი გაურკვევლობა და მისგან მომდინარე მეტწილად ინფლაციური რისკები. შესაბამისად, ამ უკანასკნელთა მინიმიზაციის მიზნით, ოპტიმალურად იქნა მიჩნეული მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციისადმი ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე. 9 კერძოდ, ვინაიდან საქართველო მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის დონით, ის მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ. შესაბამისად, ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება. დიაგრამა №5. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ცენტრალური სცენარის, მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკ-სცენარების მიხედვით 12% 11% ცენტრალური სცენარი 10% მაღალინფლაციური სცენარი 9% 8% 7% დაბალინფლაციური სცენარი 6% 2023 2024 2025 2026 2027 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 კვ4 კვ3 კვ2 კვ1 5% 2028 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე რისკები. გლობალურად მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულების ფასების მოსალოდნელი ტენდენციების გარშემო. შესაბამისად, რისკის მატარებელია, ენერგომატარებლებსა და სურსათის ნედლეულზე ფასების, ასევე ტრანსპორტირების ღირებულების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რისკები, შესაძლოა, მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ისე შემცირებისაკენ. მცირე ღია ეკონომიკის მქონე ტიპის ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც საქართველოა, მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის რათა მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ციკლების შესაბამისად წარიმართოს და არსებობა საქართველოს მაქსიმალურად იქნეს შენელებული ბიზნეს ციკლით გამოწვეული ეკონომიკური მერყეობა. შედეგად, ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა 10 და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა. ამავდროულად, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდისა და შედეგად, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, უარყოფითი საგარეო შოკის შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს და ამ გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს. მცურავი გაცვლითი კურსის ჩარჩოს პირობებში სავალუტო ინტერვენცია ძირითადი ინსტრუმენტი არ არის, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ის მაინც გამოიყენება, როგორც პოლიტიკის დამატებითი ინსტრუმენტი. ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს: (ა) წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციას, რომელსაც ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისა და გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შერბილებისთვის ახორციელებს და (ბ) დისკრეციულ ინტერვენციას, რომელსაც სავალუტო ბაზრის პირობების გაუარესების შემთხვევაში (მაგალითად, კაპიტალის ნაკადების დროებით მომატებული მერყეობისას) იყენებს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზე. სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2025 წლის იანვარაგვისტოს მდგომარეობით დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.2 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ივლისის მდგომარეობით, რეზერვები დაახლოებით 287 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის გაძლიერებისათვის და ფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ღონისძიებებს. 2025 წელს, ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების ქვედა ზღვარი, ჯერ 1 იანვრიდან 500,000 ლარის ექვივალენტამდე, ხოლო დამატებით კი, ამავე წლის 1 აგვისტოდან 750,000 ლარამდე გაზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების 11 ლარიზაცია გაიზარდა. აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი სესხების პორტფელის 57.6 პროცენტი ლარშია (იხ. დიაგრამა №6). განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მაღალი დონე. კერძოდ, ფიზიკური პირების სესხების, 76.6 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, დოლარიზაცია კვლავ მაღალია და საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევად რჩება. ამდენად, ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. დიაგრამა №6 მთლიანი სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 90% 80% 70% 60% დეპოზიტები 49.7% სესხები 42.4% 50% 40% 30% აგვ-25 ოქტ-24 დეკ-23 თებ-23 აპრ-22 ივნ-21 აგვ-20 ოქტ-19 დეკ-18 თებ-18 აპრ-17 ივნ-16 აგვ-15 ოქტ-14 დეკ-13 თებ-13 აპრ-12 ივნ-11 აგვ-10 ოქტ-09 დეკ-08 თებ-08 20% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 50.3 პროცენტი ეროვნული ვალუტაშია დენომინირებული, ხოლო რეზიდენტების მდგომარეობით, დეპოზიტების ნახევარზე მეტი ლარშია, კერძოდ, 57 პროცენტი (იხ. დიაგრამები №6 და №7). 12 დიაგრამა №7 დოლარიზაციის დინამიკა ფიზიკური პირების დეპოზიტები 64.3% 100% 90% იურიდიული პირების სესხები 64.0% 80% 70% 60% რეზიდენტების დეპოზიტები 43.0% 50% 40% 30% აგვ-25 აგვ-24 აგვ-23 აგვ-22 აგვ-21 აგვ-20 აგვ-19 აგვ-18 აგვ-17 აგვ-16 აგვ-15 აგვ-14 აგვ-13 აგვ-12 აგვ-11 აგვ-10 აგვ-09 აგვ-08 აგვ-07 20% იურიდიული პირების დეპოზიტები 39.9% ფიზიკური პირების სესხები 23.3% წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ეფექტურობას გარკვეულწილად დოლარიზაცია ამცირებს. დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მაღალი დოლარიზაცია, ვალუტის კურსის მერყეობისადმი მოწყვლადობის ზრდასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეზღუდვასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის რისკებსაც შეიცავს. გარდა ამისა, ის ქვეყნის რისკიანობაზეც აისახება და საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას უშლის ხელს. ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას. 13
კენჭისყრის შედეგები
ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 25.11.2025 ʹʨʱʰʯˆʰʹʫʨʹʨˆʬʲʬʩʨ ˟˄ʲʬʩʰʹʼʻʲʨʫ˟ʹʨʱʸʬʫʰʺʵʫʨʹʨʭʨʲʻʺʵʶʵʲʰʺʰʱʰʹ˃ʰʸʰʯʨʫʰʳʰʳʨʸʯʻʲʬʩʬʩʰʹˀʬʹʨˆʬʩ ʹʨʱʰʯˆʰʹʨʾ˄ʬʸʨ ʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹʫʨʫʪʬʴʰʲʬʩʰʹʶʸʵʬʽʺʰ˟˄ʲʬʩʰʹʼʻʲʨʫ˟ʹʨʱʸʬʫʰʺʵʫʨʹʨʭʨʲʻʺʵ ʶʵʲʰʺʰʱʰʹ˃ʰʸʰʯʨʫʰʳʰʳʨʸʯʻʲʬʩʬʩʰʹˀʬʹʨˆʬʩʹˆʫʵʳʨʮʬʪʨʴʹʨˆʰʲʭʬʲʰʶʸʵʬʽʺʰ ȹ˟  ʹˆʫʵʳʰʹʯʨʭʳˇʫʵʳʨʸʬ ʶʨʶʻʨˀʭʰʲʰˀʨʲʭʨ ʰʴʼʵʸʳʨ˂ʰʨʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʹʨˆʬʩ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʫʨ˄ʿʬʩʰʹʫʸʵ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʫʨʳʯʨʭʸʬʩʰʹʫʸʵ ʱʭʵʸʻʳʰʹʨʾ˄ʬʸʨ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʸʬʷʰʳʰ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰ 25/11/2025 17:33:10 ʳʵʳˆʸʬ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʱʭʵʸʻʳʰ 76 25/11/2025 17:33:27 ʫʨʳʻʳʸʨʸʨʴʨʱʹʸ ʾʰʨʱʬʴ˅ʰʹʿʸʨ ʹʨʱʰʯˆʰʪʨʫʨ˄ʿʭʬʺʰʲʰʨ 0 50 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰʼʸʨʽ˂ʰʬʩʰʯ ʼʸʨʽ˂ʰʰʹʫʨʹʨˆʬʲʬʩʨ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʨʸ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʬʭʸʵʶʬʲʰʹʵ˂ʰʨʲʰʹʺʬʩʰ 3 0 3 ʶʵʲʰʺˇʪˆʨʲˆʰʹ˃ʨʲʨ 8 0 6 ʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʯʭʰʹ 10 1 72 6 67 93 7 76 ʽʨʸʯʻʲʰʵ˂ʴʬʩʨ ʹʨʩʵʲʵʵˀʬʫʬʪʰ ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵ ʩʫʨ 0 2 10 5 0 17 ʪʭʬʸʫʰof 3 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 25.11.2025 ʰʴʫʰʭʰʫʻʨʲʻʸʰʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰ ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʨʩʬʹʨ˃ʬʪʸʰʪʵʲ X X ʨʩʻʲʨ˃ʬʪʬʲʨ X ʨʲʨʫʨˀʭʰʲʰʨʱʨʱʰ X ʨʴʨʴʰ˃ʬˇʬʳʨʲ ʩʨʱʨʸʨ˃ʬʽʬʯʬʭʨʴ X ʩʨʸʭʬʴʨˀʭʰʲʰʪʰʵʸʪʰ X X ʩʬʴʨˀʭʰʲʰʪʰʨ X X ʩʬʸʨ˃ʬʸʨʳʰʴʨ X X ʩʬʸʬʱʨˀʭʰʲʰʯʵʸʴʰʱʬ X X ʩʬʸʬʱʨˀʭʰʲʰˀʵʯʨ X X ʩʬʸʰ˃ʬʨʸˁʰʲ X X ʩʰʯʨ˃ʬʳʨʰʨ X X ʩʵʲʽʭʨ˃ʬʨʴʮʵʸ X X ʩʵʷʨ˃ʬʭʲʨʫʰʳʬʸ X X ʪʨʩʻʴʰʨʪʰʵʸʪʰ ʪʵʸʫʻʲʨ˃ʬʨʸˁʰʲ X X ʪʻʪʻˁʰʨʪʰʵʸʪʰ X X ʫʨʲʨʽʰˀʭʰʲʰʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʫʨʸʪʨʲʰʮʨʻʸ X ʫʨʹʬʴʰʰʹʱʵ X X ʫʵʲʰ˃ʬʫʨʭʰʯ X X ʫʻʪʲʨ˃ʬʮʨʨʲ X X ʬʲʰʹʨˀʭʰʲʰʴʰʱʨ X X ʬʴʻʽʰ˃ʬʪʵˁʨ ʭʵʲʹʱʰʪʰʵʸʪʰ X ʮʨʭʸʨʫʨˀʭʰʲʰʰʸʳʨ X X ʮʨʸʽʻʨʰʸʨʱʲʰ X X ʯʵʲʵʸʨʰʨʬʫʰˀʬʸ X X ʯʵʸʰʨʳʨʲˆʨʮ X ʯʻʸʴʨʭʨʭʨˆʺʨʴʪ X X ʰʴˇʰʨʰʲʰʨ X X ʰʵʴʨʯʨʳʰˀʭʰʲʰʸʨʺʰ X X ʱʨ˅ʨʸʨʭʨʫʨʭʰʯ X ʱʨˆʨ˃ʬʭʲʨʫʰʳʬʸ X X ʱʨˆʰʨʴʰʪʰʵʸʪʰ X X ʱʬʸʬʹʬʲʰ˃ʬˀʨʲʭʨ X ʱʭʰʷʰʴʨ˃ʬʶʨʨʺʨ X X ʱʰʸ˂ˆʨʲʰʨʰʸʨʱʲʰ X X ʱʰʻʸʬʾʰʨʴʹʻʳʩʨʺ X X ʱʵʩʨʲʨ˃ʬʹʨʲʵʳʬ X ʲʨˀˆʰʳʨʸʰʨʳ X X ʲʰʶʨʸʺʬʲʰʨʴʰʭʨʸʲʨʳ X X ʲʵʳʰʴʨ˃ʬʮʨʮʨ X X ʳʨʯʰʱʨˀʭʰʲʰʫʨʭʰʯʰ X X ʳʨʴʻʱʰʨʴʹʨʳʭʬʲ X X ʳʨ˅ʨʭʨʸʰʨʴʰʲʬʭʨʴ ʳʨ˅ʨʸʨˀʭʰʲʰʪʻʸʨʳ X ʳʨˆʨˀʭʰʲʰʲʬʭʨʴ X X ʳʬʮʻʸʴʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʳʰʸʮʵʬʭʰʹʨʭʨʲʨʴ X ʳʰʽʬʲʨ˃ʬʮʨʨʲ X X ʴʰʱʻʸʨ˃ʬʰʳʬʫʨ X X ʵʩʵʲʨˀʭʰʲʰʨʴʺʵʴ X X ʶʨʶʻʨˀʭʰʲʰˀʨʲʭʨ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ X X X X X X X X X X X ʪʭʬʸʫʰof 3 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 25.11.2025 ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʶʬʺʸʰʨˀʭʰʲʰʪʬʴʵ X X ʸʻʸʻʨʮʻʸʨʩ X X ʹʨʳˆʨʸʨʻʲʰʪʬʲʨ X X ʹʨʳˆʨʸʨ˃ʬʫʰʳʰʺʸʰ X X ʹʨʳˆʨʸʨ˃ʬʴʰʱʵʲʵʮ X ʹʨʴʰʱʰ˃ʬʭʰʽʺʵʸ X X ʹʬʼʨˀʭʰʲʰʬʱʨ X X ʹʵʹʰʨˀʭʰʲʰʪʰʵʸʪʰ X X ʹʻʩʨʸʰʹʵʮʨʸ X X ʺʨʩʨʺʨ˃ʬʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʺʨʲʨˆʨ˃ʬʲʨˀʨ ʺʻʸ˃ʬʲʨ˃ʬʴʵʫʨʸ X X ʼʨʸʻʲʨʭʨʪʰʪʨ X ʼʨʾʨʭʨʯʵʸʴʰʱʬ X ʼʰʲʼʨʴʰʭʰʱʨ X ʽʨʫʨʪʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʽʨʫʨʪʰ˃ʬʮʻʸʨʩ X X ʾʻʫʻˀʨʻʸʰʨʲʻʫʨ X X ˀʨʲʨʳʩʬʸʰ˃ʬʮʭʰʨʫ X X ˀʨʸʨˀʰ˃ʬʪʰʵʸʪʰ X ˀʨʸʳʨʴʨˀʭʰʲʰʯʬʴʪʰʮ X X ˀʨʸʺʨʭʨʲʰʱʨ X X ˀʨʺʨʱʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ˀʬʸʨʮʨʫʰˀʭʰʲʰʫʨʭʰʯ X X ˁʨʱʭʬʺʨ˃ʬʪʰʵʸʪʰ X X ˁʨʴʽʹʬʲʰʨʴʰʪʵʫʬʸ˃ʰ X X ˁʰʪʵʪʰ˃ʬʭʨʹʰʲ X X ˄ʨʽʨ˃ʬʩʬʷʨʴ X X ˄ʰʲʵʹʨʴʰʴʰʴʵ ˄ʰ˄ʨʭʨʪʸʬʺʨ X X ˄ʻʲʻʱʰʨʴʰʯʬʨ X ˅ʬʰˀʭʰʲʰʯʵʸʴʰʱʬ X X ˅ʬʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ˅ʰ˅ʰʴʨ˃ʬʪʰʭʰ X X ˅ʰ˅ʰʴʨ˃ʬʬʱʨ X X ˅ʿʵʴʰʨʪʰʵʸʪʰ X X ˆʨʩʨʸʬʲʰˀʵʯʨ X X ˆʨˆʻʩʰʨʪʰʵʸʪʰ ˆʬʲʨ˃ʬʰʸʨʱʲʰ X X ˆʭʬʫʬʲʰʨʴʰʯʨʳʨʸ X ˆʰʴˁʬʪʨˀʭʰʲʰʭʲʨʫʰʳʬʸ X ˆʵʸʪʻʨʴʰʹʵʼʰʵ X ˆʻʴʫʨ˃ʬʫʰʳʰʺʸʰ X X ˇʨʼʨʸʰ˃ʬʭʰʽʺʵʸ X X ˇʰʴˇʵʲʨʭʨʹʨʲʵʳʬ X X ˇʵʸʩʬʴʨ˃ʬʰʵʹʬʩʰ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ X X X X X X X X X ʪʭʬʸʫʰof 3