საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია

ინტერპელაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება"
ნომერი
#5322/1-1/25
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2025-11-26
შენიშვნები №2-15650/25; 19/11/2025 „იგლ ჰილზის“ პროექტის თაობაზე.

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 5322/1-1/25 19-11-2025 საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად გადმოგცემთ საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს (№2-14099/25; 28.10.2025; 2-15650/25 19.11.2025). (დანართი: 3 ფურცელი) პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა
2-15650/25 19-11-2025 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეკითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისთვის, ინტერპელაციის წესით მიმართვისთვის. 1.ვინ არის „იგლ ჰილზის“ პროექტის ინვესტორი? ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები? 2.რა კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული სახელმწიფოს და ინვესტორს ხელშეკრულებით? 3.რატომ არ ქვეყნდება ხელშეკრულების ტექსტი? ხშირად არის თუ არა ასეთი ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად განსაზღვრული? 4.არსებობს თუ არა მექანიზმი, რომლითაც საქართველოს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა? 5.რა სანქციებია გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში? 6.რა არის ამ პროექტის ძირითადი მოცულობა - მიწის ფართობი, რა მოცულობის სამუშაოებია დაგეგმილი - კომერციული ფართის და კერძო საცხოვრებლების კვადრატულობა, სხვა ტიპის ნაგებობები, საზოგადოებრივი სივრცე, გამწვანებული ტერიტორია და ა.შ. 7.გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ეს პროექტი არ არის მომგებიანი, ან არასაკმარისად მომგებიანია და ამიტომ ამ ინვესტიციის მიზანი საეჭვოა, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას? 8.არსებობს თუ არა ამ პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები? თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge 9.არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ტერიტორიის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით? 10.შეიძლება თუ არა ამ ინვესტიციამ შექმნას ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად? 11.რა გავლენა ექნება ამ პროექტს გარემოზე? 12.გაქვთ თუ არა გაანგარიშებული, რა პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური სარგებელი ექნება ამ პროექტიდან საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს, მოსახლეობას?      გავლენა მშპ-ზე გავლენა ლარის კურსზე გავლენა ინფლაციაზე გავლენა ბიუჯეტზე გავლენა დასაქმებაზე 13.რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს? 14.რა მოცულობით იქნებიან ქართული კომპანიები ჩართული პროექტის განხორციელებისას საქონლის და მომსახურების მიწოდებაში? 15.წაართვა თუ არა ხელისუფლებამ კრწანისის მიწა ეკლესიას და ყიდის თუ არა ქართულ მიწას უცხოელებზე? ამ პროექტით შენდება თუ არა ორი „არაბული ქალაქი“? იქნება თუ არა ეს ტერიტორიები უცხოელებით კომპაქტურად დასახლებული და შემოსაზღვრული სივრცე? საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების ყიდვას? პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია