„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 31
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
24 ნოემბერი 2025 12:00
2025 წლის 24 ნოემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რეპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი
1.
საქართველოს
მთავრობის
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად
გამოცხადების
თაობაზე“,
„საჯარო
შესყიდვების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (182/2-XIმპ, 05.11.2025);
მომხსენებელი: გენადი არველაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/47; 28.05.2025). II
მოსმენა;
მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა
და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის
შესაბამის (CLEAR) წყალზე)“ (186/6-XIმპ, 10.11.2025);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3. სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის
შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო უტიაშვილი - სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
სააგენტოს უფროსი;
4.
მოხსენება
„შინაურ
ბინადარ
ცხოველთა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ;
მომხსენებელი: ლაშა ავალიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე;
5.
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (194/3-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების
ერთობლივი სხდომის ოქმი N31
ქ. თბილისი
2025 წლის 24 ნოემბერი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე - სხდომის თავმჯდომარე;
კომიტეტის პირველი მოადგილე ვარლამ ლიპარტელიანი; კომიტეტის
წევრები: გიორგი ხახუბია, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ჭყონია,
ვლადიმერ ბოჟაძე, დავით დოლიძე, ვიკა ფილფანი
კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია შამათავა;
კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი მანანა მოსიძე – სხდომის
მდივანი.
მოწვეული სტუმრები:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე ზურაბ ეზუგბაია;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე ლაშა ავალიანი;
საქართველოს ეკონომიკისა და
მოადგილე გენადი არველაძე;
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
დღის წესრიგი:
ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№182/2-XIმპ, 05.11.2025);
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, მაია
ბითაძის, ირაკლი ზარქუას, ნიკა ელისაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, ირაკლი
ხელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, სალომე ჯინჯოლავას,
დიმიტრი სამხარაძის, დავით კაჭარავას, ნოდარ ტურძელაძის, აკაკი
ალადაშვილის, შოთა ხაბარელის, ზურაბ რურუას, გიორგი ვოლსკისა და
ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№194.3-XIმპ; 12.11.2025);
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/47; 28.05.2025). II მოსმენა;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი
ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)“
(№186/6- XIმპ, 10.11.2025);
4. მოხსენება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის
კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ
ერთობლივი სხდომის საკითხი
1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მოისმინეს: გენადი არველაძის ინფორმაცია „პროდუქტის უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების
თაობაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები რამდენიმე
მიმართულებას შეეხება - ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე
ვალდებულებების შესრულებას, ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის
შესაბამისობაში მოყვანას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი
ობიექტების ექსპლუატაციისას, უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის
დადგენილი ჯარიმები მოსალოდნელი საფრთხეების შესაბამისი იქნება.
აღნიშნული პროექტი პრევენციულიც არის, რომლის მიხედვითაც,
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მფლობელები,
გაზრდილი ჯარიმების შემთხვევაში, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ
ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას. ეს კი თავის მხრივ, შეამცირებს
იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას ან გარემოს დაემუქროს. ასევე ისაუბრა კანონპროექტში ასახული
ძირითადი ცვლილებებისა და არსებული ტექნიკური ხარვეზის
გამოსწორების შესახებაც. აღნიშნა, რომ პროექტის თანახმად, ბაზრის
ზედამხედველობის ნაწილი 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება და ის
ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში იქნება. ასევე, კოდექსს
დაემატა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ
ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას სულ
მცირე 4 წელიწადში ერთხელ. კოდექსით განისაზღვრება ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტოს ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილება,
საქმიანობის წესი და ფუნქციები. განსაზღვრულია ეკონომიკური
ოპერატორის
(მწარმოებელი,
ავტორიზებული
წარმომადგენელი,
იმპორტიორი,
დისტრიბუტორი
და
პროდუქტის
უშუალოდ
მომხმარებლისთვის
მიმწოდებელი
პირი/პირები)
ვალდებულებები
პროდუქტის
უსაფრთხოების
სფეროში.
კოდექსის
მოთხოვნების
შეუსრულებლობისთვის გაზრდილია შესაბამისი საჯარიმო სანქციები, მათ
შორის: ორმაგდება საჯარიმო სანქციები ბუნებრივი გამოქვაბულის ან
მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე
მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების
წესების დარღვევისთვის; 4-ჯერ იზრდება სანქციები ობიექტის მფლობელის
მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა
ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე
მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობისთვის.
ასევე
იცვლება
ჯარიმები
მშენებლობის
უსაფრთხოების
წესის
დარღვევისათვის, კერძოდ: უქმდება დიფერენცირებული მიდგომა იმის
მიხედვით, თუ სად ჰქონდა ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევის
ჩადენის ფაქტს და თითოეული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
განისაზღვრება ერთი საჯარიმო თანხა 30 000 ლარი. ანალოგიურად იცვლება
საჯარიმო სანქციები მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით
მიტოვებისთვის და ყველა შემთხვევისთვის ისაზღვრება ერთი სანქცია - 10
000 ლარი (როგორც სპეციალური რეჟიმის ზონაში). ასევე, ანალოგიური
ცვლილება ხორციელდება მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების
შეუსრულებლობასთან მიმართებაში და ყველა შემთხვევისთვის ისაზღვრება
ერთი სანქცია - 50 000 ლარი; ისევე როგორც ავარიული შენობა-ნაგებობის
რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში
დგინდება ერთი სანქცია - 5000 ლარი.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მიზანშეწონილად
მიაჩნია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“,
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების წარდგენა პარლამენტის
პლენალურ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკითხები
I საკითხი
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, მაია
ბითაძის, ირაკლი ზარქუას, ნიკა ელისაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, ირაკლი
ხელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, სალომე ჯინჯოლავას,
დიმიტრი სამხარაძის, დავით კაჭარავას, ნოდარ ტურძელაძის, აკაკი
ალადაშვილის, შოთა ხაბარელის, ზურაბ რურუას, გიორგი ვოლსკისა და
ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია კანონის პროექტზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“. აღინიშნა, რომ კანონპროექტი ეხება ოთხ ძირითად მიმართულებას,
რომელზეც
ინიციატორების
მოთხოვნით
განსაზღვრულია
ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება. კერძოდ, ცვლილება შედის 1524,
1525, 1527, 1528 მუხლებში, რომელიც ითვალისწინებს მეორეული
საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ამტვერებადი
მასალის განთავსების ან რეალიზაციის წესის დარღვევას, რომელიც ეხება
მხოლოდ თბილისს. ამ მუხლით დღეის მდგომარეობით არ არის დარღვევები
გამოვლენილი, რადგან ამოქმედება იგეგმება 2026 წლიდან, ამტვერებადი
მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, ამტვერებადი მასალის
ტრანსპორტირებას და ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ
მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრას. აღნიშნა, რომ
ცვლილებები ემსახურება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები და ამტვერებადი მასალების
არასწორი გამოყენება, გადაზიდვა და განთავსება უარყოფითად აისახება
ჰაერის ხარისხსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. დღეს მოქმედი ჯარიმების
მიუხედავად, კვლავ ფართოდ ფიქსირდება შესაბამისი წესების დარღვევა,
ამიტომ აუცილებელია სანქციების გამკაცრება, რათა მათ მეტად
შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეთ. ეს ყველა სამართალდარღვევა 2019 წლის 30
მაისის ცვლილებით დაემატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსს, ოღონდ ეხებოდა მხოლოდ თბილისის ტერიტორიას და
აღასრულებდა თბილისის მერია, ხოლო ამტვერებადი მასალის
ტრანსპორტირების და ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრის მუხლებს
მერიასთან ერთად აღასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2022 წელს
კოდექსში კიდევ განხორციელდა ცვლილებები და აღნიშნული
სამართალდარღვევები გავრცელდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,
გარდა 1524 მუხლისა, რომელიც ითვალისწინებს მეორეული საბურავების
საკითხს და დღესაც ეხება მხოლოდ თბილისს (ე.წ. ელიავას მუხლი).
კანონპროექტის მიზანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და
გარემოზე
ზემოქმედების
შემცირება.
აღნიშნული
ცვლილებების
აუცილებლობა განპირობებულია მიმდინარე მასშტაბური სამშენებლო
საქმიანობებით, ასევე ამტვერებადი მასალების არასწორი გამოყენებით,
გადაზიდვითა და განთავსებით, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც
ჰაერის ხარისხზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კითხვა დასვა: ვიკა ფილფანმა - კომუნიკაცია შედგა თუ არა იმ პირებთან,
რომლებზეც ვრცელდება ეს რეგულაცია. იქნებ არ იყოს ჯარიმის გაზრდის
აუცილებლობა და მათ დააკმაყოფილონ თბილისის საკრებულოს
დადგენილებით მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების
ჯართის, ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა ან რეალიზაციისთვის
დადგენილი წესები. საუბარია დაახლოებით 40 ათას პირზე და მძიმე
ტვირთად რომ არ დააწვეთ მათ ეს რეგულაციები. აღსრულების ნაწილის
პრობლემა ხომ არ არის, ვინაიდან „ჩემი ქალაქი მკლავს“ გვერდზე ხშირად
იდება დარღვევებთან დაკავშირებული ვიდეოები, რომლებიც არ ასახავს
წარმოდგენილ ოფიციალურ სტატისტიკას?
ასევე დაინტერესდა, რა სხვაობაა გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით
ახალ და მეორეულ საბურავებს შორის, მითუმეტეს იმ შეთხვევაში, როდესაც
2024-2025 წლის საბურავები უკვე მეორეულად შეიძლება მიიჩნეოდეს.
გავრცელდება თუ არა აღნიშნული რეგულაცია ახალ საბურავებზე?
უპასუხა: მაია ბითაძემ. განმარტა, რომ აღსრულების ნაწილში შესაძლოა
დარღვევების რაოდენობა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ
მონაცემებში ჩანს. კერძოდ, დასახელებულ პრობლემებს შორის არის სველი
წესით დამუშავება, დაუფარავი წესით ტრანსპორტირება და ბენზინმზიდი
მანქანების მიერ ასფალტის დაზიანება. მისი თქმით, 1528-ე მუხლთან
დაკავშირებით გამოვლენილი 44 დარღვევა მხოლოდ დედაქალაქს ეხება,
ხოლო დანარჩენი დარღვევები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის
დაფიქსირებული, რომელიც ასევე ახორციელებს აღსრულებას თბილისის
მასშტაბით. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე კომიტეტის სხდომა უკვე
ჩატარდა და მომდევნო საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება ზედამხედველობის
განმახორციელებელი სუბიექტებისგან, მერიისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროსგან, დეტალური ინფორმაციის მიღება.
ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც აღსრულების ხარვეზი იკვეთება, კომიტეტი
გააგრძელებს
ზედამხედველობის
განხორციელებას,
ვინაიდან
პრიორიტეტულია იმ რეგულაციების სრულყოფილი აღსრულება, რომელთა
შექმნაშიც პირადად მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება ელიავას ბაზრობას და მასთან დაკავშირებულ მუხლებს, აღნიშნა,
რომ მოცემული პრობლემა მრავალმხრივია. დედაქალაქში ყველაზე
მნიშვნელოვანი გამოწვევა უკავშირდება ისეთ ობიექტებს, როგორიცაა
ელიავას ბაზრობა და მსგავსი ტერიტორიები, რომლებიც საფრთხეს ქმნის
როგორც გარემოსთვის, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ასევე
აღნიშნა, რომ ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც საცხოვრებელ
ზონებთან ახლოს 90-იანი წლებიდან
არსებობს, კვლავ წარმოადგენს
მნიშვნელოვან საკითხს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს,
შესაძლებლობის ფარგლებში, ასეთი ობიექტები სხვა ტერიტორიებზე
გადაიტანოს მესაკუთრეებთან მოლაპარაკების გზით, ხოლო რიგი
ობიექტები საერთოდ არ აშენებულა საცხოვრებელ ზონებთან სიახლოვის
გამო, მიუხედავად ავტორიზაციის დოკუმენტების არსებობისა.
განმარტა რომ, ელიავას ბაზრობა და სხვა მსგავსი ობიექტები გაშენდნენ უკვე
არსებული საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების გვერდით.
განსაკუთრებული საფრთხე უკავშირდება გამოყენებულ საბურავებს,
რომლებიც ცვეთის შედეგად გამოყოფს მძიმე და მავნე ნივთიერებებს,
მიკროპლასტიკს და მძიმე ლითონებს და აქვთ მაღალი აალებადობის რისკი.
ამიტომ აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს ძველი საბურავების
გამოყენებიდან ამოღება, თუმცა აღნიშნული რეგულაციების შემოღება
გარკვეულ სოციალურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული.
ასევე აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარების ორი ძირითადი მექანიზმი
არსებობს: განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, მათ შორის
ელიავას ბაზრობის ტერიტორიისთვის, რაზეც მოლაპარაკებები მრავალი
წლის განმავლობაში მიმდინარეობს და საკრებულოს აქტით დადგენილი
მოთხოვნების შესრულება, მათ შორის ობიექტებზე პროდუქციის შეფუთვისა
და შენახვის დამკვიდრებული წესების დაცვა, რისთვისაც სანქციები
გაზრდილია. შეუძლებელია ელიავაზე განთავსებული ყველა ობიექტის
ერთდროულად გადატანა, რის გამოც პირველ ეტაპად აუცილებელია
უსაფრთხოების წესების დაცვა არსებულ ლოკაციებზე. განაშენიანების
რეგულირების გეგმის მიღების შემდეგ კი გადაწყდება, დარჩებიან თუ არა
ობიექტები აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის
გათვალისწინებით ან გადაინაცვლებენ სხვა ადგილას. აღინიშნა, რომ
საკრებულოს, სავარაუდოდ, დასჭირდება შესაბამისი აქტის დახვეწა,
რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს, რათა
უზრუნველყოფილი იყოს მისი უფრო ეფექტიანი აღსრულება.
დამატებით აღნიშნა, რომ საკრებულოს აქტის მიღების შემდეგ საქართველოს
მთავრობამ დაამტკიცა რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, მათ შორის
აკუმულატორების, მეორადი სატრანსპორტო საშუალებების, ზეთებისა და
ბატარეების მიმართ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების
შესახებ. პარალელურად მიმდინარეობს ნარჩენების მართვის კოდექსიდან
გამომდინარე სხვა პროცესებიც, რომელთა შესახებ გარემოს დაცვის
სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღება უახლოეს პერიოდში
იგეგმება. პრობლემის სრულად აღმოფხვრა მხოლოდ ჯარიმების გაზრდით
შეუძლებელია, თუმცა აუცილებელია ჯარიმებს ჰქონდეს შემაკავებელი
ეფექტი. აღნიშნა, რომ ადრე 1000 ლარად განსაზღვრული სანქცია
არასაკმარისი იყო. საკითხის გადაწყვეტა მესაკუთრეებთან მოლაპარაკების
გარეშე ვერ მოხერხდება, რადგან აღნიშნული ტერიტორიები საცხოვრებელ
ზონებთან სიახლოვეს მდებარეობს.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მიზანშეწონილად
მიაჩნია საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, მაია
ბითაძის, ირაკლი ზარქუას, ნიკა ელისაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, ირაკლი
ხელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, სალომე ჯინჯოლავას,
დიმიტრი სამხარაძის, დავით კაჭარავას, ნოდარ ტურძელაძის, აკაკი
ალადაშვილის, შოთა ხაბარელის, ზურაბ რურუას, გიორგი ვოლსკისა და
ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის პროექტის
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტების წარდგენა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე
პირველი მოსმენით განსახილველად.
II საკითხი
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ - II მოსმენა
მოისმინეს: ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაცია. აღნიშნა, რომ წარმოდგენილი
კანონის პროექტით, არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი იზრდება 3
638ჰა-თი და გახდება103 440 ჰექტარი. ცვლილების მოხედვით, არაგვის
დაცული ლანდშაფტის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების –
გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს
მოიცავს, მოექცევა ვაშლობის ხეობა და მას დაცული ლანდშაფტის სტატუსი
მიენიჭება. ასევე აღნიშნა, რომ ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის
სტატუსის მინიჭების საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივის
საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული ტერიტორიის
გაფართოება
დადებით გავლენას იქონიებს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის,
ასევე ტურიზმისა და ადილობრივი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური
განვითარების თვალსაზრისითაც.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა
და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.
III საკითხი
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი
ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)“
მოისმინეს: ეკატერინე გუნცაძის ინფორმაცია სასესხო შეთანხმების თაობაზე,
რომლის ავტორია ფინანსთა სამინისტრო. აღინიშნა, რომ პროგრამის
ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი იქნება
ფინანსური რესურსი 200 მლნ ევროს ოდენობით, ბიუჯეტის მხარდამჭერი
სესხის სახით, საპროცენტო განაკვეთის ტიპი ცვლადია და სესხის
ხანგრძლივობა არის 26 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11,5 წელი.
ზემოაღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია უსაფრთხო და მდგრადი
წყალმომარაგების სისტემის შექმნა საქართველოს სოფლებში, შესაბამისად,
პროგრამა მოიაზრებს კლიმატისა და მდგრადი წყალმომარაგების
ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და წყალმომარაგების სისტემის
ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მმართველობის გაძლიერებას. ასევე
აღინიშნა, რომ პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის
განმახორციელებელ უწყებას - შპს ,,საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია“. პროგრამის დასრულების თარიღია 2030 წლის
31 დეკემბერი.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(პროგრამა
ადგილობრივ
დონეზე
თანაბარი
ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე)“ და
მიზანშეწონილად მიაჩნია მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისთვის.
IV საკითხი
მოხსენება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის
კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ
მოისმინეს: ლაშა ავალიანის ინფორმაცია „შინაურ ბინადარ ცხოველთა
შესახებ“ საქართველოს კანონის კანონქვემდებარე აქტების მომზადების
მდგომარეობის თაობაზე. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე გეგმით
გათვალისწინებულია აჭარის ა/რ; კახეთის და იმერეთის რეგიონები და
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამურად 9000 სული უპატრონო/მიუსაფარი
ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა
კანონქვემდებარე აქტების მისაღებად, რისთვისაც შექმინილია სამუშაო
ჯგუფი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონალური განვითარების
სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილებით. ასევე აღინიშნა, რომ
მნიშვნელოვანია
ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით,
ძაღლების
მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ ნორმატიული აქტის და ძაღლების
ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის)
შესახებ ნორმატიული აქტის შემუშავება. მომხსენებელმა ძაღლების
ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) საორიენტაციო სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც გათვლილია 20262028 წლებზე.
ამ სამოქედო გეგმით გათვალისწინებულია როგორც
მიუსაფარი ასევე პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველების
სტერილიზაცია/კასტრაცია.
ასევე ისაუბრა პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში
განხორციელებულ
აქტივობებზე.
აღნიშნა,
რომ
ხშირია
უპატრონო/მიკედლებული ცხოველების არსებობა ისეთ ადგილებში, სადაც
დაუშვებელია როგორც ჰიგიენური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მწვავე პრობლემად რჩება უპატრონო ცხოველებით ჭირის და ლეიშმანიოზის
გავრცელების მაღალი რისკები, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ცხოველებს
ისე ადამიანებს.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ცხოველთა მოყვარულების მხრიდან
უსაფუძვლო პროტესტი და ხელისშემშლელი ქმედებები დაასახელა.
აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს როგორც ნორმატიული აქტების
შემუშავების კუთხით ასევე, დამხმარე სისტემებისა და პროგრამების
შემუშავების კუთხითაც.
აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ. აღნიშნა, რომ აუცილებელია ყურადღება
გამახვილდეს საინფორმაციო კამპანიის აქტიურად წარმოებაზე, მათ შორის,
შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეებისთვის, რომელთა ვალდებულებაა
საკუთარი ცხოველების რეგისტრაცია და ყოველწლიურად ამ ინფორმაციის
განახლება
მოახდინონ. ასევე ისაუბრა ძაღლების მომშენებლებლების
საინფორმაციო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე.
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივანი
მანანა მოსიძე