„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა კერესელიძე, გიორგი შარაშიძე, ქეთევან ბაკარაძე, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, თამარ ხვედელიანი, სოფიო ხორგუანი, სალომე კობალაძე, გელა აბულაძე, მალხაზ თორია
ნომერი
#221/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 15 ✗ 20

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-01
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში “ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.10.2010, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 2. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი : „21 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს 1050 (ათას ორმოცდაათ) ლარზე ნაკლები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. 3. 41-ე მუხლის მე-2 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „22. ამ მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება იმ შრომით ურთიერთობებზე: „ა“ რომლის ხანგძლიობა აღემატება 1 თვეს და რომელიც ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოითხოვს შრომითი ურთიერთობებაზე ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას“. „ბ“ რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირებთან. 4. 41-ე მუხლის მე-2 2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „23“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „23“ ამ მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შრომით ურთიერთობებზე: „ა“ რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსის მე-17 მუხლით გასაზღვრულ სტაჟირებასთან. „ბ“ რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექის მე-18 მუხლით განსაზღვრულ, გამოსაცდელ ვადასთან. „დ“რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 01 მაისიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს შრომის კოდექსი “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : აღნიშნული ცვლილების მიზანია სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სოციალური თანასწორობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ შრომით ურთიერთობებში მინიმალური შრომის ანაზღაურების დანერგვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მინიმალური ხელფასის დანერგვა მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფინანსურ ხელშეწყობას, ანაზღაურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის გაწეული შრომის ღირსეულ ანაზღაურებას. შრომით ურთიერთობებში აღნიშნული ინტერვენციის საჭიროება ასევე გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებიდან, რომლებიც ადგენენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ადამიანების სოციალურ დაცვაზე. მინიმალური ხელფასი შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს იცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან. ახალი სახელფასო ბარიერი აწესებს სამართლიან კონკურენციის პირობებს შრომით ურთიერთობაში მყოფი ორივე მხარისთვის. აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა ასევე გამომდინარეობს „გაეროს“ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებიდან, რომელიც ადგენს, რომ ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რაც უზრუნველყოფს ადმიანის ღირსეულ ცხოვრებას, როგორც მისთვის, ასევე - მისი ოჯახის წევრებისთვის. შესაბამისად დეკლარაციით დგინდება სტანდარტი, რომლითაც უნდა მოხდეს ექსპლუატაციის პრევენცია და შრომის ბაზრის წესრიგი, რადგან 1050 ლარზე ნაკლები ანაზღაურება არსებული სოციალურეკონომიკურ გარემოში ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მინიმალური ხელფასის შემოღებამ უნდა გააუმჯობესოს დაბალშემოსავლიანთა ეკონომიკურ მდგომარეობა, რაც თავის მხრივ დაატიგერებს შიდა წარმოების ზრდას, ვინაიდან გაიზრდება მოთხოვნა შიდა წარმოების პროდუქციაზე. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის დაწესებას არა მხოლოდ სოციალური და ადამიანის ძირითადი უფლებათა დაცვის მიზნებით ექნება პოზიტიური ეფექტი, არამედ პოზიტიური ეკონომიკური გავლენაც იქნება ხელშესახები. ამასთან, კანონით მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს ქალების და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რადგან ქალები ყველაზე ხშირად არიან დაბალანაზღაურებადი სექტორების დასაქმებული შესაბამისად, მინიმალური ხელფასი ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას და შეამცირებს სიღარიბის რისკს, ცვლილებით ნაკლები ადამიანი იქნება დამოკიდებული სოციალური დახმარების პროგრამებზე, რაც შეამცირებს სოციალურ ხარჯებს და სახელმწიფო ბიუჯეტზე დაკისრებულ წნეხს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფორმალურად იზრდება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ზრდის რეალურ სარგებელს ვერ გრძნობს. სოციალური უთანასწორობა, დაბალი ანაზღაურება და ფასების ზრდა მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს სიღარიბის ზღვარზე ტოვებს. ბევრი მოქალაქე მუშაობს დაბალანაზღაურებად სექტორებში, სადაც ხელფასი არ შეესაბამება ცხოვრების რეალურ ხარჯებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საბაზისო საჭიროებებს — კვება, საცხოვრებელი, მედიცინა და განათლება რჩება ფინანსურად რთულად ხელმისაწვდომი. ამ რეალობაში მინიმალური ხელფასის დაწესება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურეკონომიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ის ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს. საქართველოში ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ქვედა ზღვარს არ განსაზღვრავს, რაც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს შეუფერებლად დაბალი სახელფასო განაკვეთი დადგინოს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მინიმალური ხელფასის დაწესებას, რაც მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ის ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წესდება შრომის ანაზრაურების ქვედა ზღვარი, 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს 1050 (ათას ორმოცდაათ) ლარზე ნაკლები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. იმ შრომით ურთიერთობებზე რომელთა ხანგრძლივობაც 1 თვეზე მეტია. ცვლილება შეეხება როგორც სრულ, ასევე - არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირებს, თუმცა არ შეეხება შრომის კოდექსით განსაზღვრულ სტაჟირების, გამოსაცდელი ვადის და კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება 6 თვის შემდგომ 2025 წლის 01 მაისიდან, რაც საკმარისი დროა დამსაქმებელთათვის ახალი რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნების შრომით ურთიერთობებში იმპლემენტაციისათვის. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პუნქტით გავლენის შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, ამ კანონპროექტის ავტორის მიერ პარალელურად დაინიცირებული კანონპროექტი საქართველოს კანონში „საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ დაინიცირებული ცვლილება, რომელიც ეხება მინიმალურ 1050 ლარიან სახელფასო სარგო, ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას, ექნება ფინანსური გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე: მოსალოდნელი გავლენის შეფასება ეფუძნება საქართველოს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. გამოყენებული მონაცემები და ძირითადი დაშვებები : 1. შემოსავლების სამსახურის (RS) 2025 წლის 6 თვის საშუალო სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ ინფორმაცია ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და მიღებული შემოსავლების შესახებ დიაპაზონების ჭრილში, შემოსავლის კატეგორია „ხელფასი“, რაც შესაბამისობაშია შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების დანაწესთან. 2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია დასაქმების შესახებ დამსაქმებლის სამართლებრივი ფორმის მიხედვით (სახელმწიფო/კერძო სექტორის პროპორციის შესაფასებლად) 3. აღსანიშნავია, რომ ყველა მაჩვენებელი მონაცემების 12-ზე გამრავლებით. გაწლიურებულია ყოველთვიური 4. მნიშვნელოვანი გარემოება (მონაცემთა ხელმისაწვდომობა ): აუცილებელია აღინიშნოს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა დეტალური სტატისტიკა მათი სახელფასო კატეგორიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ ინფორმაციის არარსებობის გამო, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რა წილი მოდის 1050 ლარზე ნაკლები ხელფასის მქონე დასაქმებულთა საერთო რაოდნობიდან საჯარო სექტორზე. 5. სცენარები : ზემოაღნიშნული შეზღუდვიდან გამომდინარე, ბიუჯეტზე გავლენის შესაფასებლად ვიყენებთ ოთხ სცენარზე დაფუძნებულ დაშვებას (s). ეს სცენარები განიხილავს, თუ რა დამატებითი ხარჯი წარმოეშვება ბიუჯეტს, თუ საჯარო სექტორის წილი კანონით გათვალისწინებული მინიმალური დასაბეგრი ხელფასის უზრუნველყოფისთვის საჭირო ხელფასების დანამატის მთლიან მოცულობაში შეადგენს 10%-ს, 15%-ს, 20%-ს ან 25%-ს. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონით (II დონის ) დადგენილი საპენსიო შენატანების დარიცხვის გათვალისწინება . გათვალისწინებულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოქმედების სტანდარტული წესი (კანონმდებლობით დადგენილი თანმიმდევრობა): 1. საპენსიო შენატანები (2% დასაქმებული, 2% დამსაქმებელი, 2% მთავრობა) ერიცხება ბრუტო ხელფასს. 2. დასაქმებულის 2%-იანი შენატანი ამცირებს მის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზას. 3. მთავრობის 2%-იანი შენატანი წარმოადგენს საბიუჯეტო ხარჯს. 4. როდესაც დამსაქმებელი სახელმწიფოა, დამსაქმებლის 2%-იანი შენატანიც საბიუჯეტო ხარჯია. 5. ამ ანგარიშში, დაშვებულია, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას იდენტიფიცირებული ყველა პირი - მონაწილეობს დაგროვებით საპენსიო სქემაში - შესაბამისად, მონაწილეობის მაჩვენებელი (α) დაშვებულია 100%ად. გაანგარიშების მექანიზმი . 1. 1050 ლარამდე შემოსავლის თითოეული დიაპაზონისთვის ითვლება საშუალო ხელფასი. 2. დანამატი თითო დასაქმებულზე = max(0, 1050 - საშუალო ხელფასი). 3. ჯამური თვიური დანამატი (∆w) = (დანამატი თითო დასაქმებულზე) × (დასაქმებულთა რაოდენობა). 4. ჯამური თვიური ∆W = ყველა დიაპაზონის დანამატების ჯამი. 5. დანამატის (∆W) გავლენა ბიუჯეტზე (ყოველთვიურად): o საშემოსავლო გადასახადის შემოდინება (+): 0.20 × ∆W times (1 - 0.02 × α) (20% საშემოსავლო ბრუტო ხელფასს მინუს დასაქმებულის 2%-იანი შენატანი) o მთავრობის 2%-იანი გადინება (−): 0.02 × α × ∆W o საჯარო სექტორის დანამატის გადინება (−): s × ∆W o საჯარო დამსაქმებლის 2%-იანი გადინება (−): 0.02 × s × ∆W (სადაც s = საჯარო სექტორის წილი, სცენარის მიხედვით) 6. წმინდა ყოველთვიური ფისკალური გავლენა = (ყველა გადინების ჯამი) − (საშემოსავლო გადასახადის შემოდინება). 7. წლიური გავლენა = ყოველთვიური გავლენა × 12. სცენარების შედეგები (საჯარო სექტორის წილის მიხედვით ) (ყველა თანხა მოცემულია ლარებში) სცენარი საჯარო წილი (s) საჯარო დანამატი (−) საჯარო 2% (−) საშემოსავლო (+) მთავრობის 2% (−) წმინდა თვეში / წმინდა / წელიწადში S1 10% 11,845,199 236,904 23,216,591 2,369,040 (8,765,447) (105,185,370) S2 15% 17,767,799 355,356 23,216,591 2,369,040 (2,724,396) (32,692,750) S3 20% 23,690,399 473,808 23,216,591 2,369,040 3,316,656 39,799,870 S4 25% 29,612,998 592,260 23,216,591 2,369,040 9,357,707 112,292,490 შედეგების განმარტება .  როგორც ცხრილიდან ჩანს, ზომის წმინდა ეფექტი ბიუჯეტზე (შემოსავლებსა და გასავლებს შორის ბალანსი) პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წილი (s) ექნება საჯარო სექტორს ამ დანამატის დაფინანსებაში.  10%- იანი და 15%- იანი წილის სცენარებში (S1, S2), რიცხვები ფრჩხილებში ნიშნავს, რომ შემოსავლები აჭარბებს გასავლებს . ბიუჯეტისთვის ეს წარმოადგენს წმინდა სარგებელს (შესაბამისად, წლიური 105.2 მლნ და 32.7 მლნ ლარი).  20%- იანი და 25%- იანი წილის სცენარებში (S3, S4), დადებითი რიცხვები (ფრჩხილების გარეშე) ნიშნავს, რომ გასავლები აჭარბებს შემოსავლებს . ბიუჯეტისთვის ეს წარმოადგენს წმინდა დანაკლისს (შესაბამისად, წლიური 39.8 მლნ და 112.3 მლნ ლარი). ფინანსური გავლენის საბოლოო შეფასება : როგორც ზემოთ წარმოდგენილი სცენარები აჩვენებს, საბიუჯეტო გავლენა მნიშვნელოვნად ვარირებს საჯარო სექტორის წილის დაშვების მიხედვით (წლიური 105.2 მლნ ლარის სარგებლიდან 112.3 მლნ ლარის დანაკლისამდე). საკანონმდებლო მიზნებისთვის, ინიციატივის ავტორები ირჩევენ კონსერვატიულ მიდგომას. კერძოდ, ამ შეფასებაში გამოყენებულია იმ ორი სცენარის (S3 და S4) საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი, რომლებიც ბიუჯეტისთვის წმინდა დანაკლისს პროგნოზირებს. შესაბამისად, კანონპროექტის თანდართული ფისკალური შეფასებისთვის, მოსალოდნელი წმინდა ფისკალური გავლენა შეფასებულია წლიურ 76.0 მლნ ლარის დანაკლისად . ეს ციფრი წარმოადგენს კონსერვატიულ შეფასებას წარმოდგენილი სცენარებიდან გამომდინარე. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებელი კერძო სექტორი და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში საქართველოს კანონის „საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მოცულობა, კერძოდ, 278,599,088 ლარი, ხოლო აღნიშნულის გარდა კანონის პროექტი ითვალისწინებს სათანადო ადმინისტრაციულ სახდელს იმ პირთათვის, ვინც არ შეასრულებს კანონის მოთხოვნებს - რაც ასევე დადებითად იმოქმედებს საბიუჯეტო შემოსავლებზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : კანონპროექტის მიღებას გავლენა საბიუჯეტო ხარჯვით ნაწილზე, შეადგენს 354,645,267 ლარს, თუმცა წმინდა ხარჯი, რაც განპირობებულია შემოსავლების ზრდის გამოკლებით, შეადგენს მხოლოდ 76.0 მლნ ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის ვალდებულებები. მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : შრომით ურთიერთობაში მყოფი დასაქმებულების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : მდგომარეობაზე კანონპროექტით კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“. წევრები: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ტატა ხვედელიანი, გიგა ფარულავა, გელა აბულაძე, მალხაზ თორია, სოფიო ხორგუანი, ვიკა ფილფანი, სალომე კობალაძე, ქეთევან ბაკარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“. წევრები: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ტატა ხვედელიანი, გიგა ფარულავა, გელა აბულაძე, მალხაზ თორია, სოფიო ხორგუანი, ვიკა ფილფანი, სალომე კობალაძე, ქეთევან ბაკარაძე.