საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 9-12 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ რომში, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ რიგით მე-3 გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-01
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
წერილი
2-16356/25
27-11-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 9-12 ნოემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი იტალიის
რესპუბლიკაში, რომში, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ
რიგით მე-3 გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში
მონაწილეობის მიზნით.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
216-ე
მუხლის
წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის შესახებ ანგარიშს.
კომიტეტის თავმჯდომარე
გელა სამხარაული
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
შესაბამისად
ანგარიში
ანგარიში იტალიის რესპუბლიკაში, რომში, 2025 წლის 9-12 ნოემბერს
განხორციელებული ვიზიტის შესახებ
მივლინების ადგილი:
რომი, იტალიის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი:
2025 წლის 9-12 ნოემბერი
მივლინების მიზანი:
შიმშილისა
კვების
და
არასრულფასოვანი
წინააღმდეგ
რიგით
მე-3
გლობალური საპარლამენტო სამიტის
მოსამზადებელ
შეხვედრაში
მონაწილეობა
დელეგაციის შემადგენლობა:
გელა
სამხარაული
პარლამენტის
-
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
კომიტეტის თავმჯდომარე;
დავითი მათიკაშვილი - საქართველოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
შეხვედრის ზოგადი მიზანი და მონაწილეები
2025 წლის 10-11 ნოემბერს რომში, იტალიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის
მეურნეობის
ორგანიზაციის
(FAO)
შტაბ-ბინაში
გაიმართა
შიმშილისა
და
არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ რიგით მე-3 გლობალური საპარლამენტო
სამიტის მოსამზადებელ შეხვედრა.
შეხვედრას
ესწრებოდნენ
სხვადასხვა
ქვეყნის
პარლამენტის
წევრები
და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო მესამე
გლობალური საპარლამენტო სამიტის სტრუქტურაზე, თემატურ ბლოკებსა და
ძირითად მიზნებზე მსჯელობა.
განხილული საკითხები
შეხვედრაზე განიხილულ იქნა:
•
გლობალური ტენდენციები და საპარლამენტო ქმედებები აგროსასურსათო
სისტემების ტრანსფორმაციისთვის;
•
რეგიონული
პრიორიტეტები
სასურსათო
უსაფრთხოების,
კვებისა
და
აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის გაუმჯობესების კუთხით;
•
პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგიები მესამე
გლობალური სამიტისთვის;
•
მესამე
გლობალური
საპარლამენტო
სამიტის
სავარაუდო
სტრუქტურა,
თემატური ბლოკები და ძირითადი მიზნები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარლამენტის წევრების როლის გაძლიერებას
სასურსათო
უსაფრთხოებისა
და
მდგრადი
განვითარების
მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთობლივი
ძალისხმევის საჭიროებას შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების დასაძლევად.
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა
შეხვედრაზე
მხარეებმა
დავადასტურეთ
მზადყოფნა
სამომავლო
თანამშრომლობისთვის.
კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა და
საერთაშორისო ძალისხმევა უნდა გახდეს საფუძველი მდგრადი, ინოვაციური და
კონკურენტუნარიანი
აგროსასურსათო
სისტემების
ჩამოყალიბებისთვის,
რაც
პირდაპირ აისახება თითოეული ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
საქართველოს გამოწვევები აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის გზაზე
ჩვენი მხრიდან, ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების რეგიონულ და
ქვეყნის დონეზე არსებულ გამოწვევებზე - ფერმერთა მცირემიწიანობა, აგრარული
მიმართულებით განათლებისა და კვალიფიციური მუშახელის სიმცირე, სექტორში
ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა.
ჩვენ,
ასევე,
შეხვედრის
სხვა
მონაწილეებს
გავაცანით
ინფორმაცია
იმ
კანონპროექტების შესახებ, რომლებიც სოფლის მეურნეობის კომიტეტმა უკვე
დააინიციირა ან რომლებზეც მუშაობას აგრძელებს, და რომლებიც უშუალოდ
აგროსასურსურსათო სისტემის ტრანსფორმაციას უჭერს მხარს:
•
“სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის
შეწირულების შესახებ” საქართველოს კანონი;
•
„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონი;
•
„მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
შეხვედრა იტალიის სენატში
ვიზიტის ფარგლებში, 10 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა იტალიის სენატში. შეხვედრას
მოდერაციას უწევდა სენატის ვიცე-პრეზიდენტი, ჯან მარკო ჩენტინაიო.
შეხვედრაზე
ხაზი
გაესვა
ინკლუზიური,
მდგრადი
და
კონკურენტუნარიანი
აგროსასურსათო სისტემების შექმნის აუცილებლობას, სადაც პარლამენტების როლი
გადამწყვეტი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრაში.
აღსანიშნავია, რომ შესაძლებლობა მომეცა, პირადად გავსაუბრებოდი იტალიის
სენატის
ვიცე-პრეზიდენტს,
რაც
ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
დამატებითი
შესაძლებლობაა
ორმხრივი