საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16470/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-12-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 48

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 01 დეკემბერი 2025 13:00 2025 წლის 1 დეკემბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძე) (1-10128/25; 19.11.2025)რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 1 დეკემბერი 13.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N48 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, თამარ ხვედელიანი, იოსებ ჯორბენაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძე) (№1-10128/25; 19.11.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების - „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეულ რუსუდან თევზაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე. ამჯერად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს, რომელთა თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების - „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის (პარტიულ სიაში N22) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - დაჯი კოვზირიძე (პარტიულ სიაში N31). საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეამოწმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალები და კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. - სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძე) (№1-10128/25; 19.11.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილ არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) განცხადებას. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისათვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო მოწმობის, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემა. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-10128/25; 19.11.2025) რეგისტრაციას არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს; საინიციატივო ჯგუფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2