საქართველოს პარლამენტის წევრების – ლიკა შარტავასა და ეკა სეფაშვილის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 17-18 ნოემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ქალაქ სარაევოში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლიკა შარტავა, ეკა სეფაშვილი
ნომერი
#2-16560/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

წერილი
2-16560/25 02-12-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2025 სარაევოში, საქართველოს წლის 17-18 ნოემბერს, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ქ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში (COSAP). დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა კომიტეტის წევრი ეკა სეფაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ინტეგრაციის
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) 17-18 ნოემბერი, 2025 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, ეკა სეფაშვილის და ლიკა შარტავას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაში (COSAP), რომელიც 2025 წლის 17-18 ნოემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სარაევოში, გაიმართა. COSAP-ის საპარლამენტთაშორისო სხდომაში მონაწილეობენ დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების - ალბანეთის, სერბეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დელეგაციები. COSAP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ წევრ ქვეყნებთან ერთად, მოწვეული იყვნენ: საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და თურქეთის საპარლამენტო დელეგაციები. ბოსნია და ჰერცეგოვინაში ღონისძიება გაიხსნა გერმანიის და დანიის ელჩის სიტყვით. სხდომაზე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, გეოპოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური ინტეგრაცია, დაკავშირებადობა და პარლამენტების როლი გაწევრიანების პროცესში. მონაწილეებმა იმსჯელეს სამ ძირითად საკითხზე: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, კანდიდატებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე. ეკა სეფაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას. აღნიშნა, რომ გაფართოება საერთო ევროპული უსაფრთხოების პროექტია. მიმდინარე ომების, ჰიბრიდული საფრთხეებისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ინტეგრაცია აუცილებელია უფრო უსაფრთხო და სტაბილური კონტინენტის მშენებლობისთვის. ისაუბრა კანდიდატი ქვეყნების საერთო ევროინტეგრაციულ ამოცანებსა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის დიდი ხნის მისწრაფებებზე. ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თავისი მიღწევებით მუდმივად იცავს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, კვლავ მოწინავეა კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევისა და ეფექტური მმართველობის საერთაშორისო შეფასებებში. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ წვლილს ევროპის ფართო უსაფრთხოების მშენებლობასა და კვლავ დაადასტურა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი 1 ენერგეტიკის დივერსიფიკაციაში, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებაში. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ გამართა კონსულტაციები, მომდევნო სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშრებით, ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებთან. COSAP-ის კონფერენცია დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში წევრობის საკითხებზე თანამშრომლობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო პლატფორმაა. 2024 წელს, საქართველოს პარლამენტმა, თბილისში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გამართვით საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო კონსულტაციების გააქტიურებას და შედეგად, 2024 წლიდან დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ორგანიზატორი ქვეყნის მოწვევით, მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. 2