„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.12.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#224/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 77 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს ცვლილება და 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2024 წლის 15 მაისს მიღებული იქნა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4169-XIVმს-Xმპ) და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4170-XIVმს-Xმპ) საქართველოს კანონები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობების განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით. ამავე რეგლამენტით განისაზღვრება შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 4 აპრილს განხორციელებული ცვლილების (№448-IIმს-XIმპ) თანახმად (კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი), ზემოაღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 1 იანვრამდე. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადებისთვის (წარმოებისთვის), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთებისთვის, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის პროცესში, მაქსიმალურად იქნეს დაცული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით შესაბამისად, გათვალისწინებული ზემოხსენებული ლიცენზიების საკანონმდებლო მფლობელების ცვლილებით ინტერესები. გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის ნორმების ეფექტურად აღსრულების მიზნით, საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გამართვა, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადის გადახედვა და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი დამტკიცების ვადა გადავადდეს 2027 წლის 1 იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადებისა და შეკეთებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა), მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადებისთვის (წარმოებისთვის), შეკეთებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა), მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა (იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობანაგებობა) და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა) განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა განსაზღვრულია აღნიშნული კანონით. შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადის ახლებურად განსაზღვრა საჭიროებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა გადაიწევს და 2026 წლის 1 იანვრის ნაცვლად, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა, დამატებითი კონსულტაციების გამართვისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის მიზნით, გადაიწევს 2027 წლის პირველ იანვრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვიანიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის მიხედვით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა გადაიწევს და 2026 წლის 1 იანვრის ნაცვლად, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით უცნობია აღნიშნული დოკუმენტის გამცემი სუბიექტი, შესაბამისად, შემოსავლის მიღება და რაოდენობა დამოკიდებული იქნება ტექნიკური რეგლამენტით შესაბამისი სუბიექტის განსაზღვრის შემდეგ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიხედვით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა გადაიწევს და 2026 წლის 1 იანვრის ნაცვლად, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით უცნობია აღნიშნული დოკუმენტის გამცემი სუბიექტი, შესაბამისად, ხარჯვით ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება ტექნიკური რეგლამენტით შესაბამისი სუბიექტის განსაზღვრის შემდეგ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პროექტის მიხედვით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა გადაიწევს და 2026 წლის 1 იანვრის ნაცვლად, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112 მუხლებით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებლებსა და ლიცენზიის მფლობელებს არ მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლებს გადაუვადდებათ ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობანაგებობის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, ხოლო ლიცენზიის მფლობელებს გადაუვადდებათ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება. ამასთან, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელების დაჯარიმებას. ამასთან, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწიწებული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურს დაადგენს ამ ამავდროულად, ვინაიდან, ტექნიკური რეგლამენტით რეგლამენტის განსაზღვრული სუბიექტი. ამოქმედებამდე, უცნობია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი სუბიექტი, ამ სუბიექტისათვის ფინანსური ზეგავლენა დამოკიდებული იქნება ტექნიკური რეგლამენტით შესაბამისი სუბიექტის განსაზღვრის შემდეგ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.