„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა
და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს
(გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში −
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს
წევრის საქმიანობისა). ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და
პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო,
პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული
საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი
თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული
წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო
მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი
დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო
ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის
შესასრულებლად შექმნილ კომისიაში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან საბჭოში (გარდა
არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ
პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე
ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“;
ბ) 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„181. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საზოგადოებრივი
მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს
ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ
საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება,
ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და
სპორტული საქმიანობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში,
მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან
წილის
50%-ს
ან
50%-ზე
მეტს
ფლობს/ფლობენ
სახელმწიფო
ორგანო
ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“;
გ) 183 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„183. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს განახორციელოს შეთავსებით ანაზღაურებადი
საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.“;
დ) 183 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 184, 185 და 186 პუნქტები:
„184. სამხედრო მოსამსახურის შეთავსებით საქმიანობის საკითხები განისაზღვრება თავდაცვის
კოდექსით.
185. ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისი
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მათი
მოადგილეებისა,
ასევე
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, ხოლო სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) უფლება აქვს ანაზღაურებადი საქმიანობა განახორციელოს
სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე, სახელმწიფო საწარმოში ან
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში, თუ იგი
სამინისტროს სისტემაში საქმიანობას ახორციელებს აღნიშნულ სფეროებში. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ საქმიანობას სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი, განახორციელებს
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული
წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
186. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ანაზღაურების
გარეშე, იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირისათვის მართვაში გადმოცემული ან მათ მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის, საწარმოს, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოს
სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირი და სამეთვალყურეო ორგანოს წევრი. ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული
წერილობით თანხმობას. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო)
სისტემის საქმიანობის სპეციფიკისა და არსებული სფეროების გათვალისწინებით, სამინისტროს
სისტემაში შეთავსებითი საქმიანობის საკითხების დაზუსტებას. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ
სამინისტროს სისტემაში (მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალებში და სსიპებში) დასაქმებული
არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულების მქონე
პირები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, სამხედრო მოსამსახურეები და თავდაცვის
ძალების სამოქალაქო პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების,
ავიაციის და სამედიცინო სფეროებში. აღნიშნული დარგები სამინისტროსთვის წარმოადგენს
სპეციფიურ/დეფიციტურ სფეროებს და საჭიროებს მუდმივ პროფესიულ განვითარებას. სამინისტროს
სისტემაში დასაქმებული პირების გარკვეულ კატეგორიას, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებებიდან
გამომდინარე,
შეეზღუდა
ზემოაღნიშნულ სფეროებში შეთავსებით საქმიანობა. ამდენად, მიზანშეწონილია ცვლილება
განხორციელდეს კანონში, რომლის თანახმად, სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ზემოაღნიშნულ
პირებს (გარდა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეებისა, ასევე სამინისტროს სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, ხოლო სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მიეცემათ უფლება განახორციელონ შეთავსებით
ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო სფეროებში თუ
ისინი დასაქმებულნი არიან ამავე სფეროებში, შესაბამისი თანხმობით.
ასევე, სამინისტროს სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს, მის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მართვაში
გადმოცემული ან მათ მიერ დაფუძნებული სუბიექტების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების
საქმიანობის კონტროლის განხორციელებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელი
გახდება თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ, ანაზღაურების გარეშე,
ზემოაღნიშნულ
სუბიექტებში
საქმიანობა
(ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი, სამეთვალყურეო ორგანოს წევრი). აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება
შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.
ამასთან, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურის შეთავსებით საქმიანობის საკითხები რეგულირდება
თავდაცვის კოდექსით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13
მუხლს დაემატება შესაბამისი ნორმა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურის შეთავსებითი
საქმიანობის საკითხები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით. რეზერვისტები შეიძლება დასაქმებული
იყვნენ სხვადასხვა უწყებებში და ეს საქმიანობა არის ანაზღაურებადი. ამდენად, მიზანშეწონილია,
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში
საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, თავდაცვის კოდექსის 107-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად - „სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო
ადგილი და შრომის ანაზღაურება, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის მიუხედავად.“ შესაბამისად, მიზანშეწონილია ყველა კატეგორიის პირს, რომელიც ექცევა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციაში, არ შეეზღუდოს
საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ანაზღაურებადი საქმიანობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, შეთავსებით ანაზღაურების საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს აღნიშნულ
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ
პირებს მიეცემათ საშუალება განახორციელონ თავდაცვის ძალების რეზერვში შეთავსებით
ანაზღაურებადი საქმიანობა. ასევე, კანონით განსაზღვრული ზოგიერთი კატეგორიის პირებს,
რომლებიც დასაქმებული არიან სამინისტროს სისტემაში, მიეცემათ უფლება განახორციელონ
ანაზღაურებადი საქმიანობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამედიცინო, საინფორმაციო
ტექნოლოგიების ან საავიაციო სფერო. ამასთან,
ცვლილებით, აღნიშნული საქმიანობის
განხორციელება შესაძლებელი იქნება შესაბამისი თანხმობით, იმ პირების მიერ, რომლებიც საქმიანობას
ახორციელებენ აღნიშნულ სფეროებში.
სამინისტროს სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს, მის მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მართვაში გადმოცემული ან მათ
მიერ დაფუძნებული სუბიექტების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის
განხორციელებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელი გახდება თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ, ანაზღაურების გარეშე,
ზემოაღნიშნულ
სუბიექტებში საქმიანობა (ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი,
სამეთვალყურეო ორგანოს წევრი). აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება შესაბამისი თანხმობის
შემთხვევაში.
ამასთან, სამხედრო მოსამსახურეთა შეთავსებით საქმიანობის საკითხები რეგულირდება თავდაცვის
კოდექსით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით ახლებურად ჩამოყალიბდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და 181 პუნქტები, საიდანაც ამოღებული იქნება ჩანაწერი
საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, ასევე სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან
საავიაციო სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებით. ახლებურად ჩამოყალიბდება ასევე, კანონის მე-13
მუხლის 183 პუნქტი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში
ანაზღაურებად საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხს. ასევე, მე-13 მუხლს ემატება 184, 185 და 186
პუნქტები. კერძოდ:
- 184 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის შეთავსებით საქმიანობის საკითხები განისაზღვრება
თავდაცვის კოდექსით;
- 185 პუნქტი მოაწესრიგებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ (გარდა სამინისტროსა
და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის
და მათი მოადგილეებისა, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის
ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა),
სათანადო თანხმობის შემთხვევაში, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო
სფეროში შეთავსებით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
- 186 პუნქტის მიხედვით,
სამინისტროს სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, თავდაცვის
სამინისტროს, მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის
მართვაში გადმოცემული ან მათ მიერ დაფუძნებული სუბიექტების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების
საქმიანობის კონტროლის განხორციელებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელი
გახდება თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ, ანაზღაურების გარეშე,
ზემოაღნიშნულ
სუბიექტებში
საქმიანობა
(ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი, სამეთვალყურეო ორგანოს წევრი). აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება
შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები
ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან პროექტით წარმოდგენილი
ინიციატივები მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. ვინაიდან:
- 2026 წლის დასაწყისიდან იგეგმება აქტიური რეზერვის დაკომპლექტება, შესაბამისად, პროექტი
მიღებული უნდა იქნეს 2025 წელს, ვინაიდან რეზერვისტები შეიძლება დასაქმებულნი იყვნენ
სხვადასხვა უწყებებში. შესაბამისად, მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ
დარეგულირდეს, რომ ყველა კატეგორიის პირს უფლება აქვს განახორციელოს შეთავსებით
ანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.
- სამინისტროს სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოწესრიგდება შეთავსებით საქმიანობის
უფლების მოპოვების საკითხი. დაზუსტდება სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა წრე,
რომელთაც უფლება ექნებათ, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, განახორციელონ
შეთავსებით საქმიანობა განსაზღვრულ სფეროებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირები (გარდა სამინისტროსა და მისი მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეებისა,
ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი
მოადგილისა, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), შეთავსებითი საქმიანობის
უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას, საიდანაც გადაიხდიან
საშემოსავლო გადასახადს. ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა მიემართებოდეს, როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ან/და
კანონპროექტმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან, საჭიროებიდან
გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირები თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას
ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და დასაქმდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში,
ასეთ შემთხვევაში, ხარჯები გაიწევა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის ასიგნებებიდან, რომელიც
შესაძლოა იყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დაფინანსებული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ
პირებზე (გარდა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეებისა, ასევე სამინისტროს სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, ხოლო სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), რომლებსაც მიეცემათ უფლება შეთავსებით განახორციელონ
ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო სფეროებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საერთაშორისო
საქართველოს
წევრობასთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
კანონპროექტის არ უკავშირდება რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.