„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.020968) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 69-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების
წესი;
ბ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების
წესი;
გ)
ბირთვული
და
რადიაციული
ობიექტების,
რადიოაქტიური
წყაროების,
რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული
დაცულობის შესახებ;
დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის რადიაციული უსაფრთხოების
ნორმები და ძირითადი მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი;
ე) ბირთვულ
ან
რადიოლოგიურ
ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტი;
საგანგებო
სიტუაციაზე
რეაგირების
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის
წესები;
ზ) მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების
საფასურის ოდენობები.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ა)
უკონტროლო
(უპატრონო)
რადიოაქტიური
მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესი;
წყაროების
მოძიებისა
და
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე
რეაგირების დაცვის სტრატეგია;
გ) რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების
ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი;
დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი;
ე) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში
კვალიფიკაციისა და ტრენინგების მიმართ მოთხოვნები;
ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში
სერტიფიცირების პროცედურები;
ზ) გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების
წესის ტექნიკური რეგლამენტი;
თ) იმპორტირებული სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების შესახებ
ინფორმაციის წარდგენის წესი;
ი)
ვეტერინარიაში
რადიაციული
დაცვისა
და
უსაფრთხოების
ტექნიკური
რეგლამენტი.“.
2. 70 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 70. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ლიცენზიები
ავტორიზებული პირი, რომლის ბირთვული და რადიაციული საქმიანობაც ამ კანონის
შესაბამისად ექვემდებარება რეგისტრაციას, ვალდებულია მარეგულირებელ ორგანოს
წარუდგინოს განაცხადი რეგისტრაციის თაობაზე 2027 წლის 1 მაისამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ
2026 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 17 კანონქვემდებარე აქტის მიღება. აღნიშნულ
ვადაში გარკვეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება ვერ ესწრება და საჭიროა
ამ ვადის გადაწევა. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონის გარდამავალი
დებულებით
განსაზღვრული
ვალდებულების,
კერძოდ,
2026
წლის
1
იანვრამდე
საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების
ვადის გადაწევას 2027 წლის 1 იანვრამდე. ასევე, კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული
ვადის (2026 წლის 1 მაისი) გადაწევას 2027 წლის 1 მაისამდე, ვინაიდან, ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები საკმაოდ
მოცულობითია და დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რაც, თავის მხრივ, სსიპბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დიდ ადამიანურ რესურს და
შესაბამისად, დროს მოითხოვს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ვერ
ესწრება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიღება.
ამასთან,
ვინაიდან,
ვადები
დადგენილია
კანონით,
აღნიშნული
ვადების
გადაწევისთვის საჭიროა კანონში ცვლილების ასახვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
მიღების
ვალდებულების
ვადა,
ასევე,
ავტორიზებული პირის, რომლის ბირთვული და რადიაციული საქმიანობაც ამ კანონის
შესაბამისად ექვემდებარება რეგისტრაციას, მარეგულირებელი ორგანოსთვის რეგისტრაციის
თაობაზე განაცხადის წარდგენის ვალდებულების ვადაც გადაიწევს გონივრული ვადით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
69-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ, საქართველოს მთვრობის მიერ მისაღები
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გარკვეული ნაწილის მიღების ვალდებულება
გადავადდება 2027 წლის 1 იანვრამდე.
ასევე, ავტორიზებული პირის ვალდებულება, რომლის ბირთვული და რადიაციული
საქმიანობაც ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარება რეგისტრაციას, მარეგულირებელი
ორგანოსთვის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის წარდგენის ვალდებულების ვადა
გადაიწევს 2027 წლის 1 მაისამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
ითვალისწინებს
გარდამავალი
დებულებით
ვალდებულებების შესრულების ვადის (2026 წლის 1 იანვარი)
განსაზღვრული
2027 წლის 1 იანვარამდე
გადაწევას, ვინაიდან, აღნიშნულ ვადაში გარკვეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიღება ვერ ესწრება. ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ
კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით და მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის
საშემოდგომო სესიაზე, რათა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს
კანონპროექტით განსაზღვრულ დროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ექნება გავლენა იმ პირების მიმართ რომლებიც ეწევიან ბირთვულ და
რადიაციულ საქმიანობას და ექვემდებარებიან რეგისტრაციას 2026 წლის 1 მაისამდე
ვინაიდან, ამ ვადის გასვლის შემდეგ, რეგისტრაციის გარეშე, ისინი ვეღარ განახორციელებენ
საქმიანობას. აღნიშნული ვადის ერთი წლით გადაწევის შემთხვევაში მათ მიეცემათ
შესაძლებლობა შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა და რეგისტრაცია განახორციელონ
2027 წლის 1 მაისამდე.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და
ოდენობის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.