„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- სოფლის მეურნეობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24,
30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის :
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) ეტიკეტი – კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი
ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია,
ამოტვიფრულია ან სხვა სახით დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე;’’.
ბ) ,,ჟ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ2“ქვეპუნქტი:
,,ჟ2) თანხმობა ვენახის გაშენებაზე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის
ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ
პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი;“.
გ) „ჰ11“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ11) სამომხმარებლო ტარა - ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის
პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისათვის;“.
2 . მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე
და გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშ(ებ)ი.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. 335 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის
სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული
ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები.“
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 336 მუხლს 15 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 პუნქტი:
,,16. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მარტამდე
გამოსცეს ბრძანება ,,სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ.“.
მუხლი 2.
1.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
მე-2
პუნქტისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს
შორის
ერთმნიშვნელოვნადაა
გამოკვეთილი
და
შესაბამისად,
კონკურენტუნარიანი
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის წარმოებისა და რეალიზაციისათვის
აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად გამოყენებული
უნდა იქნეს მხოლოდ ,,საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების
საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით
რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის N2-1010 ბრძანებით
დამტკიცებული N2 დანართით განსაზღვრული ნებადართული ვაზის ჯიშები. ბოლო წლების
განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალია ინტერესი მევენახეობის დარგისადმი, რაც
გამოიხატება ახალი ვენახების მასიურ გაშენებაში, რიგ შემთხვევებში, ვენახის გაშენება
ხორციელდება
არასერტიფიცირებულ
სანერგეში
გამოყვანილი
ნერგებით.
აღნიშნული
გარემოებები კი იწვევს ჭარბ მოსავლიანობას და შემდგომში ღვინის რეალიზაციის პრობლემებს.
საკითხის რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით მიზანშეწონილია
ვენახების გაშენებაზე შესაბამისი თანხმობის შემოღება.
ასევე, საჭიროა რამდენიმე ტერმინის დახვეწა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, საჭიროა ცვლილება შევიდეს
აღნიშნულ კანონში და კანონით დარეგულირდეს ზემოაღნიშნული საკითხები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომ სააგენტო) შეთანხმებას დაექვემდებარება სამეწარმეო ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას და ხარისხიანი ღვინის წარმოებას. ასევე,
კანონში დაიხვეწება/დაზუსტდება გარკვეული ტერმინები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება, რომელიც განსაზღვრულია კანონის მე-3
მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით. კერძოდ, ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება არა „ნებისმიერი
ინფორმაცია“, არამედ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი
ინფორმაცია
და
გრაფიკული
გამოსახულება,
რომელიც
მიკრულია,
დაბეჭდილია,
ამოტვიფრულია ან სხვა სახით დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე. ეს განსაზღვრება ხაზს
უსვამს ეტიკეტის, როგორც ინფორმაციული და იდენტიფიცირების ელემენტის მნიშვნელობას,
რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია პროდუქტის შეფუთვასთან.
კანონის მე-3 მუხლს ემატება ,,ჟ2“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ვენახის
გაშენებაზე თანხმობის ცნება და განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და
იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი. ამავე მუხლის „ჰ11“
ქვეპუნქტით განსაზღვრული სამომხმარებლო ტარის დეფინიციაც ახლებურად ყალიბდება და
უფრო მკაფიოდ განისაზღვრება, რომ სამომხმარებლო ტარა გულისხმობს მის განთავსებას
სამომხმარებლო ბაზარზე.
ვინაიდან
კანონპროექტით
რეგულირდება
სამეწარმეო
ვენახის
გაშენებისთვის
თანხმობის ცნება, საჭირო იქნება აღნიშნულ ცვლილებასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი
კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რაც ითვალისწინებს სამეწარმეო ვენახის გაშენების
წინაპირობას. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად
დასაშვებია მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშის გამოყენება. ცვლილებით კი, სამეწარმეო
ვენახის გაშენებისთვის აგრეთვე აუცილებელი იქნება სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მე-19 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტები. მოქმედი რედაქციით, კანონის მე-19 მუხლის პირველი და მეორე
პუნქტებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმელის
წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის
იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან
მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ
ეს
არ
არის
შეზღუდული
შესაბამისი
დაცული
ადგილწარმოშობის
დასახელების
ღვინის/სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით. იმის გათვალისწინებით, რომ
გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც,
დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის მაღალი ხარისხის
უზრუნვლსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება განხორციელდეს მხოლოდ
ამ ღვინის
ან/და სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული
ყურძნისგან.
იცვლება კანონის 335 მუხლის პირველი პუნქტი. კერძოდ, მოქმედი რეგულაცია, ღვინის
კომპანიებს ავალდებულებს წინასწარ დადგენილ ვადებში (საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის №2-78 ბრძანებით დამტკიცებულ
„მევენახეობა-მეღვინეობის
შეტყობინების
წესში“
პრაქტიკაში
ტექნოლოგიური
პროცესების
აღრიცხვისა
მითითებული
პერიოდულობით)
განახორციელონ
და
მევენახეობა-
მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინება. ცვლილება
შეეხება მხოლოდ წინასწარ დადგენილ ვადაზე მითითებას, ხოლო ტექნოლოგიური პროცესების
აღრიცხვა-შეტყობინების ვალდებულება კვლავ რჩება.
ასევე ამოღებულ იქნება 335 მუხლის მე-2 პუნქტი და ტექნოლოგიური პროცესების
აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება
ღვინის ყველა კომპანიას, მათ
შორის, იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია
წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.
ვინაიდან, კანონს ემატება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის განმარტება,
საჭიროა, აღნიშნული თანხმობის გაცემის პროცედურების სამართლებრივი რეგულირება.
შესაბამისად, კანონის 336 მუხლის 15 პუნქტის შემდგომ ემატება 16 პუნქტი, რომლის
მიხედვითაც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2026 წლის
1 მარტამდე, უნდა გამოსცეს ბრძანება ,,სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის
შესახებ“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი,
გარდა
პირველი
მუხლის
მე-2
პუნქტისა,
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ
არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის
-
სამეწარმეო ვენახის მხოლოდ
სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე გაშენება, ამოქმედების თარიღად
განისაზღვრა 2026 წლის 1 მარტი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ, 2026 წლის 1 მარტამდე,
გამოცემულ უნდა იქნეს ბრძანება ,,სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის დამატებით ხარჯებთან, პროექტით
გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს
არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური სახსრების
გამოყოფას.
სამეწარმეო
ვენახის
გასაშენებლად
სააგენტოს
მიერ
თანხმობის
გაცემა
განხორციელდება სააგენტოს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი
მოსალოდნელია
ფინანსურ ზეგავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტი. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა გამოსცეს ბრძანება - ,,სამეწარმეო
ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც
დადგინდება
თანხმობის
მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (მაგ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,
ვენახების კადასტრის ამონაწერი, ინფორმაცია გასაშენებელი ვაზის ჯიშის შესახებ და სხვა იმ
არსებული
დოკუმენტაციის
წარდგენა,
რომელიც
აღნიშნული
პროცესის
განხორციელებისათვის აუცილებელია).
შესაბამისად,
ამ დოკუმენტაციის მომზადება
შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ ხარჯებთან, რომლის ოდენობაც დამოკიდებული
იქნება იმ ბრძანებაზე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრი გამოსცემს.
დოკუმენტაციის წარდგენას დაინტერესებული პირი შეძლებს, როგორც მატერიალური,
ისე ელექტრონული ფორმით. სააგენტოს მიერ თანხმობა გაიცემა უფასოდ.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
გამოყენებული