„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში-გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“-კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა

პრეზენტაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[5871]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 28
შენიშვნა 2025 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დიასპორისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა თარიღი 28 ნოემბერი 2025 15:00 2025 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი დღის 1. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული წესრიგი საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; მომხსენებლები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო სამართლებრივი, მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე; თანამომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი - ნოდარ კომახიძე; 2. დისტანციური - სწავლების პლატფორმის საქართველოს განათლების, „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია; მომხსენებელი: მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ეკატერინე ხუციშვილი; თანამომხსენებელი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტი https://parliament.ge/print/announcement/3585?local=true „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“-კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი - ეკა სეფაშვილი. მეცნიერებისა და
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ოქმი ოქმი N28 2025 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი სხდომას უძღვებოდა: მარიამ ლაშხი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, იმედა ნიკურაძე, ლიკა შარტავა, რამინა ბერაძე (ნინო წილოსანის ადგილმონაცვლე), ვლადიმერ ბოჟაძე, ეკა სეფაშვილი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; ეკატერინე ხუციშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ანი კუდუხაშვილი - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ მენეჯერი; გიორგი ტაბატაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი; ნოდარ კომახიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა კომიტეტის წევრებს გააცნო გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი 1. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; მომხსენებლები: საქართველოს განათლების, მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი; მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე; თანამომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი - ნოდარ კომახიძე; 2. დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია; მომხსენებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ეკატერინე ხუციშვილი; თანამომხსენებელი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“-კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი - ეკა სეფაშვილი. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს მოახსენა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. თავდაპირველად, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2017 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან ხორციელდება კონკრეტული პლატფორმა, სადაც სახელმწიფო ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების შესაძლებლობა აქვთ დიასპორაში მცხოვრებ თანამემამულეებს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს აქვს სტრატეგია, რომელიც 4 მიმართულებით ვითარდება და ესენია: ენობრივი უნარების განვითარება; კულტურული იდენტობის შენარჩუნება; თანამედროვე დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების სისტემების ამუშავება და დიასპორის ჩართულობის გაძლიერება. სტატისტიკის მიმართულებით, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ დისტანციურ სწავლებაში წინა თვის მონაცემებით ჩართული იყო 79 ქვეყნის 2 457 მოსწავლე. ეს რაოდენობა ერთი თვის შემდეგ გაიზარდა და ახლა ჩართულია 3 100 მოსწავლე. მომხსენებელმა აღნიშნა ისიც, რომ ამ პერიოდამდე ასაკის მიხედვით 5-დან 15-წლამდე მოზარდები იყვნენ ჩართული. ახლა კი ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 5-დან 18 წლამდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 3100-დან ბევრი ისეთი მოსწავლეა, რომელმაც ისწავლა ქართული ენა 15-წლამდე. მომხსენებელმა, ასევე ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს და აღნიშნა, რომ დაახლოებით 1%-ია მიტოვების მაჩვენებელი. რაც შეეხება უშუალოდ საკვირაო სკოლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მომხსენებელმა ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა, რომ გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, Teams-ის პლატფორმის მეშვეობით და ჯგუფის მოცულობა 5-დან 7 მოზარდს შეადგენს, დღემდე გადამზადებულია 68 მასწავლებელი. ერთის მხრივ, ტარდება გაკვეთილები და მეორეს მხრივ, ხდება საკვირაო სკოლის მასწავლებლების გადამზადება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმ პროგრამაში, რომლის დახმარებითაც დიასპორაში მცხოვრები ქართველები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინტეგრირებულია საქართველოს ისტორია და კულტურა. სახელმძღვანელოს კი ჰქვია ,,33 გასაღები.“ ასევე, მომხსენებელმა ისაუბრა მასწავლებლების შესახებ, რომლებიც უზიარებენ ცოდნას დიასპორაში მცხოვრებ ქართველებს და აღინიშნა, რომ არსებობს შეფასების სეგმენტიც, რომლის საშუალებითაც თავად მოსწავლეები, იძლევიან უკუკავშირს, აფასებენ თავიანთ მასწავლებლებს. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, მომხსენებელმა ისაუბრა სამომავლო ხედვებზე. განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა სკოლებში ღირებულებითი განათლების კომპონენტის შეტანის საკითხს და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ინიციატივითა და დიდი ჩართულობით ხდება შესაბამისი სასულიერო პირების გადამზადება სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ძალიან ბევრ საკითხზე ესაუბრებიან სასულიერო პირები ბავშვებს, მათ შორის: ბიბლიაზე; ადამიანზე; ქვეყნის ისტორიაზე; ტრადიციაზე; კულტურაზე; ოჯახის ინსტიტუტზე და ა.შ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ჯერ-ჯერობით აღნიშნული კომპონენტი შეტანილია 120 სკოლაში და დაახლოებით 14-დან 16 წლამდე ბავშვებთან მიმდინარეობს ეს შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების მხრიდან გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი და სურვილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეხვედრებზე ბავშვების გაორმაგებული რაოდენობა გამოთქვამს დასწრების სურვილს. შესაბამისად, გადაწყვეტილ იქნა, რომ დიასპორისთვისაც იყოს ღირებულებითი განათლების ონლაინ გაკვეთილები იანვრიდან, იქნება თვითრეგულირებადი ტური, სახელწოდებით ,,სიწმინდეთა კვალდაკვალ,“ სადაც ქვეყანაზე, ტაძრებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე იქნება საუბარი. ამასთანავე, სახელმძღვანელო ,,ამბები ჩვენი ქვეყნიდან 2“ გამოვა. მომხსენებელმა ისაუბრა იმაზეც, რომ ენის შემსწავლელი აუდიო გაკვეთილების საჭიროებაც გამოიკვეთა და აღნიშნულის დანერგვაც მოხდება მომავალი წლიდან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას, რომლის მიხედვითაც ძველი ქართული ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება მოხდება. ასევე, მოხდება ბიბლიოთეკების განახლება ახალი მხატვრული ლიტერატურით. შეჯამების სახით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში განისაზღვრა ახალი ასაკობრივი ზღვარი, სწავლების პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა სახის რესურსებით და არსებობს სურვილი ისეთი რესურსები იქნას მიწოდებული, რომ მუდამ იგრძნოს დიასპორაში მყოფმა ქართველმა, რომ ის არის საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ ისაუბრა საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 118 საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს, საიდანაც 76 წელს გადაეცა სპეციალურად შექმნილი ინტეგრირებული სასწავლო სახელმძღვანელოები. ასევე, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ 2022-2023 წლებში 15 საგრანტო პროექტი დაფინანსდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ; გერმანია; ნიდერლანდები; ესპანეთი; საბერძნეთი; საფრანგეთი; ბელგია; იტალია; თურქეთი; პორტუგალია; უკრაინა და შვეიცარია. გამოწვევების კუთხით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკვირაო სკოლების ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ მათ არ აქვთ სტაბილური დაფინანსება. ხშირად ისინი დამოკიდებულნი არიან მოხალისეობრივ საწყისებზე, მშობლების შემოწირულობაზე და აქედან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში საკვირაო სკოლა ხან იხსნება, ხან, კი, იხურება. ასევე, პრობლემაა კვალიფიციური პედაგოგების კუთხით მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ხდება მასწავლებლების გადამზადება პრობლემა მაინც აქტუალურია. ასევე, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა მასწავლებლების სერტიფიცირების მნიშვნელობას, რომელიც მათ მისცემთ შესაძლებლობას და მოტივაციას საქართველოში დაბრუნების და საქართველოში თავიანთი საქმიანობის გაგრძელებისთვის. მომხსენებლის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკვირაო სკოლები არ არის დარეგისტრირებული ოფიციალურად და შესაბამისად, არ არიან აღიარებულნი, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად განვითარდნენ და ადგილზე მიიღონ სხვადასხვა სახის სარგებელი. ასევე, მომხსენებლის თქმით, არ ხდება საკვირაო სკოლების კოორდინაცია, არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია მიიღონ ერთმანეთზე და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. საბოლოოდ, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევებისთვის გადაჭრისთვის აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება, სტაბილური დაფინანსება, ხელშეწყობა, რომელიც მისცემს საკვირაო სკოლებს საშუალებას იფუნქციონირონ სისტემატურად და არ იყვნენ დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე. ამასთანავე, მომხსენებლის თქმით, პედაგოგების პროფესიული განვითარება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა წარადგინა დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2017 წლიდან ფუნქციონირებს ემიგრანტებისთვის ქართული ენის სწავლების ონლაინ პლატფორმა. 2024 წლიდან კი დაიწყო მუშაობა ახალი პლატფორმის შემუშავებაზე ვინაიდან გარკვეული პრობლემები იყო კონკრეტულად რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ახალ პლატფორმაში ინტეგრირებულ იქნა რეგისტრაციის პროცესი. ასევე, მომხსენებლის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ პლატფორმა მოიცავს 4 სხვადასხვა მიმართულებას: მოსწავლის განყოფილება; მასწავლებლის განყოფილება; საგანმანათლებლო რესურსები და ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდული. რაც შეეხება კონკრეტულად ჯგუფების დაკომპლექტებას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ხდება ენის ფლობის დონის მიხედვით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს Teams-ის პლატფორმის საშუალებით, სინქრონული, ელექტრონული მოდელით. ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბავშვები ერთვებიან ვირტუალურ საკლასო სივრცეში, წარმართავენ სადაც სასწავლო კვალიფიციური, პროცესს გადამზადებული ინტერაქტიული მეთოდებით, მასწავლებლები მრავალფეროვანი რესურსებით. ასევე, აღინიშნა, რომ სასწავლო პროცესში ინტეგრირებულია თამაშის მეთოდებიც, რაც საგანმანათლებლო პროცესს არ ხდის მოსაბეზრებელს ბავშვებისთვის. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ მენეჯერმა, ანი კუდუხაშვილმა განაგრძო პრეზენტაციის წარდგენა და აღნიშნა, მასწავლებლების რომ შემთხვევაში, აქტიურად ხორცილდება სუპერვიზია, დისტანციური პროფესიული სკოლის განვითარება და გამოცდილების გაზიარება. ასევე, ხაზი გაესვა, რომ სუპერვიზია არის ყოველთვიური პროცესი, 43 მასწავლებელია ჩართული, რომელიც მუდმივად გადის ამ პროცესს. რაც შეეხება საკვირაო სკოლებს, აღინიშნა პროფესიული განვითარება და რესურსებით უზრუნველყოფა. თანამომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ,,33 გასაღების“ გარდა, შეიქმნა ,,ამბები ჩვენი ქვეყნიდან 1,“ რომელიც ორ კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი არის სრულად ემიგრანტი ბავშვების ილუსტრაციებით გაფორმებული. მომხსენებლის თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოზე ,,ამბები ჩვენი ქვეყნიდან 2.“ ვინაიდან და რადგანაც, უკვე შედარებით მაღალი დონე სჭირდება ენის ცოდნის ამ წიგნს, ილუსტრაციების მაგივრად ემიგრანტი ბავშვების ხელნაწერები იქნება მოცემული საქართველოს შესახებ. მომხსენებლის მიერ ხაზი გაესვა იმასაც, რომ მშობლებთან ტარდება კმაყოფილების კვლევა წელიწადში ორჯერ და ასევე ფოკუს ჯგუფები როგორც დისტანციური სკოლის მასწავლებლებთან, ისე საკვირაო სკოლის მასწავლებლებთან. პორტალთან დაკავშირებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მან სასწავლო პროცესი მკვეთრად გაამარტივა და გახადა ხელმისაწვდომი. 18 წლამდე ნებისმიერ მსურველს, რომელიც იმყოფება ემიგრაციაში შეუძლია დარეგისტრირდეს. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რეგისტრირდება მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ასევე, პორტალი ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა პორტალის შინაარსსა და სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ სწავლა კვირაში ორჯერ მიმდინარეობს და დარეგისტრირების შემდეგ, როდესაც მშობელი მიუთითებს ასაკსა და ცოდნის დონეს, სასურველ დღესა და საათს, გამოჩნდება ე.წ. თავისუფალი ჯგუფები, სადაც შეუძლია, რომ გააკეთოს არჩევანი და დარეგისტრირდეს. შეტყობინება ახალი მოსწავლის დარეგისტრირებისთანავე მისდის მასწავლებელს ავტომატურად და მასწავლებელი იწყებს უკვე მშობელთან კომუნიკაციას. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, პირველი კომუნიკაცია მასწავლებლისა და მოსწავლის არის სრულად ინდივიდუალური, სადაც მასწავლებელი აკეთებს სადიაგნოსტიკო შეფასებას და განსაზღვრავს ეს კონკრეტული მოსწავლე აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული ცოდნის დონეს. თუ არის აცდენა ცოდნის დონესთან მიმართებაში, მშობელთან კომუნიკაციის საფუძველზე მოსწავლე იცვლის ჯგუფს და გადადის შესაბამის ჯგუფში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორტალზევე არის 43 მასწავლებლის პროფილი, რომელიც დისტანციურ სკოლაში ასწავლიან და მშობელს დარეგისტრირებამდე შეუძლია წაიკითხოს მასწავლებლის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. თანამომხსენებელმა განაცხადა, რომ წინა პორტალი ვეღარ აკმაყოფილებდა საჭიროებებს და შეიქმნა ახალი პორტალი. იანვრიდან გაკვეთილები გახანგრძლივდება და ეს აისახება ხარისხზეც. ასევე, დამატებით აღნიშნა, რომ მოსწავლეებს აქვთ თავიანთი კაბინეტები პორტალზე და ე.წ. სასწავლო რესურსი, თვითრეგულირებადი გაკვეთილები იქნება თუ ვიდეო ტურები, მათ აქვთ საკუთარ კაბინეტებში და მასწავლებელს აღარ უწევთ მათთვის სასწავლო რესურსის თუ საშინაო დავალების გაზიარება. ასევე, საკვირაო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ტრენინგზე ან ვებინარზე, მათაც აღნიშნული მასალაზე ხელმისაწვდომობა სრულად ექნებათ. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ემიგრანტი ბავშვების მშობლების აფასებენ აღნიშნულ პროექტს. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე დაინტერესდა თუ არის შესაძლებელი, რომ შეიქმნას ვიდეო გაკვეთილების პროგრამა, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან საქართველოში მყოფი მასწავლებლები და ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკვირაო სკოლებს ჰქონდეს იურიდიული ფორმა და საქართველოს კანონმდებლობაში იყოს გაწერილი ეს ყოველივე. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ეს იქნება საწყისი ეტაპი, რომ მოხდეს სტანდარტიზაცია, შემდეგ ინვენტარიზაცია იმ რესურსების და ინფრასტრუქტურის, რომელიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ცენტრალიზებულს გახდის დაფინანსების სისტემას ამ კუთხით და გამარტივდება ლოჯისტიკური საკითხებიც. ასევე, აღინიშნა, რომ როდესაც მოხდება იმის განსაზღვრა თუ სად, რომელ ქვეყანაში, რამდენი საკვირაო სკოლა არსებობს და რა ფორმით, გაცილებით უფრო მარტივი გახდება ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულ იქნა აღნიშნული საკითხების დაფინანსებაზე და გაჟღერდა შემდეგი შეკითხვა თუ როგორ ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობისგან საკვირაო სკოლების დაფინანსება. პარლამენტის წევრი, რამინა ბერაძე დაინტერესდა თუ არის შესაძლებელი უკვე არსებული პროგრამის განმეორება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერით საკვირაო სკოლების წარმატებული მოსწავლეების საქართველოში ჩამოყვანას 2 კვირის ვადით ზაფხულის პერიოდში და ბანაკებში ყოფნას. დაფინანსებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი დაინტერესდა კიდევ ხომ არ იგეგმება უფრო მეტად საკვირაო სკოლების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ გაჟღერებული იდეის საფუძველზე აღნიშნა, რომ ბანაკების პროგრამა აქტიურად ხორციელდება ყოველ წელს. პარლამენტის წევრი, ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა სამომავლო გეგმებით, რომლებიც უკავშირდება დიასპორებისთვის კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას დიდ სახელმწიფოებში. კომიტეტის წევრი, იმედა ნიკურაძე დაინტერესდა სტატისტიკური მონაცემებით და გააჟღერა შეკითხვა თუ მომავალი წლისათვის რა რაოდენობა იქნება მოსწავლეების. ასევე, დასვა შეკითხვა თუ მსურველთა რაოდენობის რამდენი პროცენტია ეს 3100 ბავშვი და ზოგადად, თუ არის სტატისტიკა 5-დან 18 წლამდე ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით და მისი ხვედრითი წილი 3100 ბავშვთან მიმართებაში. ამასთანავე, კომიტეტის წევრი დაინტერესდა მოსწავლეების ასაკობრივი ზღვარის და მასწავლებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, კომიტეტის წევრის მიერ ხაზი გაესვა ეკლესიის როლს და გაჟღერდა ინიციატივა თუ არის შესაძლებელი, რომ დიასპორაში მცხოვრები ბავშვების ვიზიტი განხორციელდეს მონასტრებში. კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული დაინტერესდა დროის ფაქტორის მიხედვით როგორ ფუნქციონირებს ეს პლატფორმა. ასევე, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, თუ როგორ იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვები. ამასთან დაკავშირებით ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ აეროპორტებიც იქნან ჩართულნი და აღნიშნული პლატფორმის შესახებ მათაც შეიტანონ წვლილი ინფორმაციის გავრცელებაში. კომიტეტის თავმჯდომარემ, დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ირაკლი ზარქუამ ინფორმაციის გავრცელებასთან მოხდება საელჩოების მხრიდან ინფორმირება ყველა მიმართულებით და განთავსებულ იქნება როგორც საელჩოების მისაღებში, ასევე პლატფორმებზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ინჯია დაინტერესდა სასწავლო წიგნების პროგრამის შედგენის პროცესით, თუ ვინ მონაწილეობს, როგორ ირჩევა ეს პროგრამები და რამდენად არის მშობლების შეფასებებზე დამყარებული. ასევე, განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა მასწავლებლების შეფასებების მნიშვნელობასაც. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა გაჟღერებული კითხვების საფუძველზე, აღნიშნა, რომ ვიდეო გაკვეთილები არის არსებულ პლატფორმაში თუმცა იგეგმება ვიდეო გაკვეთილების სპექტრის გაფართოება. ვინაიდან, დიასპორაში მცხოვრებთათვის მოსახერხებელ დროს იყოს შესაძლებელი შესაბამისი ინფორმაციის მიღება. მინისტრის მოადგილემ საკვირაო სკოლების იურიდიული ფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მეთოდოლოგიის ნაწილში, ეს მექანიზმი არ არსებობს. თუმცაღა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს შესაბამის ნაბიჯებს ამ მიმართულებებით. მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ მოსწავლეთა ოდენობა მომავალი წლისთვის დამოკიდებული იქნება თანამშრომლობის ხარისხზე, რომელიც იქნება სამინისტროებს, საელჩოებს, საკონსულოებს, წარმომადგენლებს შორის. აქვე ხაზი გაესვა, რომ ინფორმაციის მიწოდებაზე და გავრცელებაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული. განსხვავებული საათობრივ სარტყელთან დაკავშირებით შეკითხვის საფუძველზე კი აღინიშნა, რომ მასწავლებლები ნებისმიერ დროს, იქნება ეს დღის თუ ღამის პერიოდი, აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. საპატრიარქოს როლზე განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული და აღინიშნა, რომ ზაფხულობით საბანაკე სისტემა რომ კიდევ უფრო მასშტაბურად იქნას აწყობილი უფრო დიდი ძალისხმევა უნდა იქნას ჩადებული ამ მიმართულებით. ბანაკების გარდა, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ როდესაც ჩამოდიან დიასპორაში მყოფი ბავშვები, სკოლებში საგაკვეთილო პროცესებშიც აქტიურად ერთვებიან. სახელმძღვანელოების პროგრამებთან დაკავშირებით, გაჟღერებულ იქნა, რომ აღნიშნულს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიმუშავებს და, რომ შესაბამის ექსპერტიზას გადის მასწავლებლის პროფესიული ეროვნული ცენტრის და ექსპერტების ჩართულობით. თუმცაღა აღინიშნა ისიც, რომ უკუკავშირის საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების შეტანაც. ასევე, მინისტრის მოადგილემ ინფორმაცია გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ წელს პირველად ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში მოხვდა მასწავლებელი, რომელიც დიასპორაში ასწავლის ქართულ ენას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განაგრძო საუბარი და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საკვირაო სკოლების იურიდიული ფორმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. დაფინანსებასთან მიმართებით კი ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით ხდება დაფინანსება საჯარო სკოლების. ამასთანავე, აღინიშნა, რომ ბანაკების პროგრამა აქტიურად ხორციელდება ყოველ წელს და სხვადასხვა ქვეყნების დიასპორიდან ჩამოდიან ბავშვები. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ბანაკების თემატური ხასიათი შეიძლება განისაზღვროს და ჩართულ იქნას ეკლესიაც. დიასპორის პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე კი აღინიშნა, რომ ახალ სტრატეგიაში ეს კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული და ამ მიმართულებით დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება და პროგრამა. დიასპორის ინფორმირებასთან მიმართებით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხორციელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, პირადი შეხვედრებით და ღონისძიებით ,,დიასპორის დღე,“ სადაც თავს იყრიან დიასპორაში მცხოვრები ქართველები და ხდება როგორც პრობლემების გაჟღერება, ასევე ინფორმაციის მიწოდებაც სხვადასხვა პროგრამაზე და იდეაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მუშავდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და, რომელიც გულისხმობს მე-3 კლასამდე კლასიდან კლასში გადმოსვლის გამარტივებულ პროცედურას. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ხაზი გაესვა სხვადასხვა სახელმწიფოში ქართველოლოგიის ცენტრებთან უფრო მყარი კავშირის არსებობის მნიშვნელობას. ამასთანავე, კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივის სახით გააჟღერა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი ქალთა და ბავშვთა კომისიის ფარგლებში არსებული პროექტი სახელწოდებით ,,გმირის დღე“ დიასპორაში გავრცელდეს და აღნიშნულში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ბავშვებიც ჩაერთონ. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებისა და დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაციის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში - გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“-კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების პაკეტი მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, რომლებიც უზრუნველყოფს აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგებისთვის პროფესიული ზრდის სქემის, კარიერული წინსვლის, შრომის ანაზღაურებისა და არასაკონტაქტო საათების მკაფიოდ განსაზღვრას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმზრდელთა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებისა და შესაბამისი ტრენინგ-მოდულების შემუშავებას, სახელმწიფო სტანდარტების ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფას, ასევე ინკლუზიური განათლების, პირველადი დახმარებისა და პატრიოტული აღზრდის მიმართულებების გაძლიერებას. გარდა ამისა, მომხსენებლის თქმით, რეკომენდაციები ითვალისწინებს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების განვითარებას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმზრდელთა მომზადების პროფესიული პროგრამების გაძლიერებას, ოკუპაციური თერაპევტების დეფიციტის შემცირებას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე უწყებათაშორის კოორდინაციას, ასევე ავტორიზაციის პროცესებისთვის საჭირო არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების სრულყოფილ შესწავლას. მომხსენებლის აღნიშვნით, მნიშვნელოვანია ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რომელიც სისტემაში არსებულ ყველა სიახლეს, რესურსსა და პროფესიული განვითარების საშუალებას ერთ სივრცეში გააერთიანებს. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა ავტორიზაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ 2023 წლიდან დაიწყო ბაღების ავტორიზაცია და მხარდამჭერი ექსპერტები იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროცესში. ასევე, გაჟღერებულ იქნა, რომ 2025 წელს დაიწყო პირველი ავტორიზაციის პროცესი, 2 წლის წინ შეფასებული მდგომარეობით ნაწილდება 2025 წლიდან 2030 წლამდე კონკრეტული საბავშვო ბაღები ავტორიზაციის გასავლელად. თამარ მახარაშვილის განცხადებით გეგმის მიხედვით დალაგებული ბაღების შესახებ სახელმწიფოს უკვე აქვს სრული ინფორმაცია, რომელ ბაღს რა გამოწვევა და პრობლემა აქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ 2025 წლის გრაფიკში ვინც არის, მინიმალურ სტანდარტს ის აკმაყოფილებს, მათ რა თქმა უნდა აქვთ გამოწვევები, თუმცა, შეძლებენ გაიარონ ავტორიზაცია კონკრეტული დათქმით, რომ დროის განსაზღვრულ ვადაში გამოასწორონ არსებული გამოწვევები. შესაბამისად, მათთვის იქმნება ერთგვარი გზამკვლევი დოკუმენტი თუ რა მიმართულებით რა არის გასაკეთებელი, იქნება ეს განათლების მიმართულება, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის თუ სხვა. თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დადგინდეს საბაზო ხელფასი აღმზრდელ-პედაგოგის და არ იყოს განსხვავება მუნიციპალიტეტების მიხედვით. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ვინ არის აღმზრდელ-პედაგოგი და ისაუბრა შეცვლილ პრაქტიკაზე, რომელიც გასული წლებისგან განსხვავებით, გულისხმობს, რომ აღმზრდელ-პედაგოგს ამზადებს მეექვსე დონის სწავლის საფეხური, ანუ ბაკალავრიატი. თამარ მახარაშვილმა დაასახელა ის ორი მიმართულება, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობას მიეკუთვნება, ესენია: აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება და მეორე, აღმზრდელი როგორ გახდეს აღმზრდელ-პედაგოგი 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის მეშვეობით. საბაზო ხელფასის დადგენასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გაჟღერდა ისიც, რომ არის სრულიად უფასო ვინაიდან, აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს სახელმწიფოს პრიორიტეტს. აგრეთვე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს შექმნილი ელექტრონული პლატფორმა ,,ი-ბაღი,” მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მისი დახვეწის მიმართულებით. მიზანია, რომ საბავშვო ბაღზე ყველა ინფორმაცია ერთად იქნას თავმოყრილი და ხელმისაწვდომი ყველასთვის, 2 წელია განსაზღვრული სრული ინფორმაციის განთავსებისთვის. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში - გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“-კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. სხდომის თავმჯდომარე: მარიამ ლაშხი სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე