„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.12.2025
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#232/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 4 №47-48, 31.12.1997, გვ. 126) 154 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია, რომელსაც აქვს ძირითადი როლი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების და ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესების მიმართულებით. ამავდროულად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ადეკვატური რაოდენობის, ცოდნის, უნარების და კომპეტენციის მქონე ადამიანურ რესურსს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექთნების და მეან-ექთნების როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. შესაბამისად, ექთნის და მეან-ექთნის ადამიანური რესურსის განვითარება თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. 2024 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელთა მიზანია ექთნების და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეან-ექთნების კვალიფიციური ადამიანური რესურსის გენერირების საშუალებით უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრული ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა კვალიფიციური და მოტივირებული საექთნო პერსონალით საქართველოს მოსახლეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მისღებად ეფექტური და მაღალი ხარისხის განათლების (დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარება) მიწოდება, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში მიღებული განათლების აღიარება, საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა, მოითხოვს სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, სამინისტროში მომზადებულია შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტები: ა) შესაბამისი განათლების მქონე ექთნებისა და მეან-ექთნების დამოუკიდებელი საქმიანობის უფლების მოპოვების, აგრეთვე ექთნებისა და მეან-ექთნების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და მისი წარმოების წესი; ბ) იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა მქონე დამოუკიდებელი საექიმო, საექთნო და მეანექთნის საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება ჯანმრთელობის დაცვის სექტორში პროფესიული საქმიანობა; გ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული საქმიანობის უფლება უცხოეთში მოიპოვეს; დ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მკაცრი აღრიცხვის ფორმები; ე) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები; ვ) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესი; ზ) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები; თ) მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირისათვის ექთნის წოდების მინიჭების წესი და პირობები. გარდა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისა, სამინისტროში შექმნილია და პრაქტიკაში ასამოქმედებლად მზადაა ექთნებისა და მეან-ექთნების ელექტრონული რეესტრიც. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა ცალკეულ სამართლებრივ აქტებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან, რაც კრიტიკულად აუცილებელია იმისთვის, რათა ეფექტიანად, ზემოაღნიშნულ შედეგებზე ორიენტირებით განხორციელდეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების რეალურად დანერგვა. გარდა ამისა, დარგში არსებული გამოწვევები შეფასდა სამინისტროსა და სექტორის (სამედიცინო დაწესებულებები, ექთნებისა და მეან-ექთნების ასოციაციები) წარმომადგენლებს შორის მიმდინარე წლის ნოემბერში გამართული შეხვედრის ფარგლებში. ამავე შეხვედრაზე სექტორის მხრიდან საკმაოდ მწვავედ დადგა ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული რეგულაციების ამოქმედების კანონით განსაზღვრული ვადების გადახედვის საკითხი. როგორც ექთნებისა და მეან-ექთნების ასოციაციების, ისე სამედიცინო სექტორის წარმომადგენელების მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებამ შესაძლოა, მძიმე შედგები გამოიწვიოს პროფესიონალების რაოდენობრივი შემცირების თვალსაზრისით, მით უფრო, რეგიონების შემთხვევაში. დარგის წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, რომ მოქმედი რეგულაციების პირობებში საკადრო დეფიციტების შევსება ხდება, სხვებს შორის, სამედიცინო განათლების სტუდენტების რესურსის გამოყენებით. კანონის ამოქმედებით და დამატებით შეზღუდვების დაწესებით, დარგის სრულად მომზადებამდე, დიდი ალბათობით, შეიქმნება პროფესიული დეფიციტი საკმაოდ პრობლემურ დარგში, რომელიც ახლაც დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა სფეროში ახალი კადრების შემოსვლა და ასაკობრივი დისბალანსი, სპეციალისტების გადანაცვლება სხვა პროფესიებში, მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინება და სხვა. ამდენად, ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული ასოციაციებისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მწვავედ დაისვა არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების გონივრული პერიოდით გადავადების საკითხი, რომლის განმავლობაშიც სამინისტრო, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მოახდენს დარგის განვითარების შესაძლებლობების დამატებით შეფასებას და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. საკანონმდებლო რეგულაციების სრულად ამოქმედების ამჟამად განსაზღვრული ვადების შენარჩუნება (რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი ფორმალურად ყველა პროცესის დასრულება) სერვისის მიმწოდებელი სექტორისთვის დამატებითი წნეხის მომტანია, რადგან მოსალოდნელია შეიქმნას მწვავე პროფესიული დეფიციტი. შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივება და, ერთი მხრივ, მიმდინარე ეტაპზე სექტორის ამ წნეხისგან გათავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ექთნების და მეან-ექთნების კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბების მნიშვნელობის აღიარება, განაპირობებს ამ ორ საჭიროებას შორის გონივრული ბალანსის დადგენას. ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, იმისათვის, რათა გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას გაუმართლებელი დაბრკოლებები ელექტრონულ სისტემაში ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაციის, აგრეთვე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეანექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების თვალსაზრისით, საჭიროა კანონის სრულად ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება, რათა რეგულაციების ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის მზაობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონის შესაბამისი ნორმის ამოქმედების გადავადება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1544 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების გადავადება, რაც სექტორს შეუქმნის დამატებით შესაძლებლობებს ახალ რეგულაციებზე შეუფერხებლად გადასასვლელად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1544 მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც ხდება დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირის საქმიანობის აკრძალვის ამოქმედების თარიღის გადავადება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი უშუალო გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 2027 წლის 1 ივლისიდან, ექთანს და მეან-ექთანს ეკრძალება დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე, რის დარღვევაც დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის ზომასთან, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენებთან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება ზემოაღნიშნული დებულების გადავადება, პროპორციულად გადავადდება ის გავლენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი შეუსრულებლობისთვის გამოყენებულ სანქციებთან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს, რადგან, გადავადების პერიოდში, ამ მიმართულებით, არ მოხდება შესაბამისი ადამიანური/ფინანსური/მატერიალური რესურსის მიმართვა, რაც საჭირო იქნებოდა დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის პროფესიული რეგულირებისთვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. 2027 წლის 1 ივლისიდან, ექთანს და მეან-ექთანს ეკრძალება დამოუკიდებელი საექთნო ან მეანიექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე, რისი დარღვევაც დაკავშირებული შესაბამის ზომასთან, რომელიც განსაზღვრულია იქნება საქართველოს რეგისტრაციის პასუხისმგებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და შესაბამისად, აღნიშული გავლენას მოახდენდა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთაც მოუწევდათ ხსენებული ჯარიმის გადახდა, თუმცა რადგან ხდება დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის პროფესიული რეგულირების გადავადება, პროპორციულად გადავადდება ის გავლენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი შეუსრულებლობისთვის გამოყენებულ სანქციებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და