„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.102227) მე-2 მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივლისიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
კანონში შესატანი ცვლილების მომზადებით.
საქართველოს
2024 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში,
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელთა მიზანია ექთნების და მეან-ექთნების საქმიანობის
განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის
სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეან-ექთნების კვალიფიციური ადამიანური
რესურსის გენერირების საშუალებით უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისების ხარისხის და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
იმისათვის, რათა გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას გაუმართლებელი დაბრკოლებები
ელექტრონულ სისტემაში ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაციის, აგრეთვე
დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების
მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების პროცესის შეუფერხებლად
განხორციელების თვალსაზრისით, საჭიროა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის სრულად ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება
იმგვარად, რომ მისი ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში 2028 წლის 1 მარტისთვის
უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის მზაობა. აღნიშნულ მიდგომასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, რომ უკანონო საექთნო და მეან-ექთნის საქმიანობისთვის (საქმიანობა სახელმწიფო
რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) პასუხიმგებლობის ზომები გათვალისწინებულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების
გადავადების
პარალელურად, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის კოდექსშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
არსებული შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებული ნორმების ერთდროულად ამოქმედება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის 2024 წლის 21 თებერვალს მიღებულ „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში და ხელახლა ყალიბდება მისი ამოქმედების ვადა. შედეგად, კანონი, ნაცვლად 2026 წლის 1
იანვრისა, 2027 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ამოქმედების ვადასთან. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საექთნო და მეან-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო
რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის
შესაბამის
ზომებთან,
რომლებიც
განსაზღვრულია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გავლენებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ხდება ზემოაღნიშნული დებულებების გადავადება,
პროპორციულად გადავადდება ის გავლენებიც, რაც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათი
შეუსრულებლობისთვის გამოყენებულ ჯარიმებთან (თითოეულ შემთხვევაში - 2000 ლარის
ოდენობით).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საექთნო და მეან-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო
რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის
შესაბამის ზომებთან და ამდენად, ფინანსურ შედეგებთან იმ სამართალდამრღვევი პირებისათვის,
რომელთაც მოუწევთ ჯარიმის გადახდა კოდექსით დადგენილი 2000 ლარის ოდენობით.
რამდენადაც კანონპროქტით ხდება ზემოაღნიშნული ვალდებულების გადავადება, ფინანსური
გავლენები იმ პირთათვის, რომელთაც შესაძლოა, ჩაედინათ მოცემული სამართალდარღვევა, რაც
დაკავშირებული იქნებოდა მათ მიერ ჯარიმების გადახდასთან, არ წარმოიშობა გადავადების
პერიოდში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
თანასწორობის
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამისი სფეროს
წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.