„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.12.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#233/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) 27-ე მუხლის მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები: „61. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით საბაჟო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. 62. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. მუხლი 2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების მიღება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების საქმიანობის სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდა. საგულისხმოა, რომ საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო საშუალებით იზრდება. ამავდროულად, იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპორტისა და რეექსპორტის სტატისტიკაც. კერძოდ, 2023 წელს განხორციელდა 100 027 ერთეული რეექსპორტი და 16 182 ერთეული ექსპორტი. 2024 წელს რეექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 101 449-ს, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 12 517 ერთეული შეადგინა. 2025 წლის არსებული მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით კვლავ გაზრდილია და 12 825-ს წარმოადგენს, რეექსპორტის მაჩვენებელი კი, 99 136 ერთეულს უტოლდება. აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების არაერთი შემთხვევა, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება საჭიროება, გაძლიერდეს საბაჟო კონტროლი და სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობები აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. პროექტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ეფექტიანობის ზრდას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო კოდექსით, საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება აღნიშნულ კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წინამდებარე კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას მისცემს საბაჟო ორგანოსთან კოორდინაციით განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს საბაჟო კოდექსში და კოდექსის 27-ე მუხლს ემატება 61 და 62 ნაწილები. დასახელებული ნორმების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ასევე, სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 1 იანვრამდე გააჩნდეს მე-2 მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი წესის შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე, კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ზემოაღნიშნული ერთობლივი წესის დამტკიცება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები. რამდენადაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ პროცესში ჩართულ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლს ემატება ახალი, 61 ნაწილი, რომლითაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული მიზნითა და ხსენებულ ორგანოთა კოორდინირებული თანამშრომლობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის პუნქტებში/ადგილებში, განახორციელებენ ერთობლივ საბაჟო კონტროლს. აქვე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება მოხდება არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით. კერძოდ, უფლებამოსილების განხორციელებისას, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უკვე არსებულ ელექტრონულ ინფორმაციას, მათ შორის, მონაცემთა ბაზებს, საინფორმაციო და სააღრიცხვო ბარათებს, კარტოთეკებს და მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელ სხვა საშუალებებს. აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, უფლებამოსილების განხორციელებისას განთავსების ადგილად გამოიყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ქონებას. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება მოხდება უკვე არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისა კადრების ზრდა არ არის დაგეგმილი. მაგალითისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოებში დასაქმებული ის პირები და მათი რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა შევიდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში, განსაზღვრულია შემდეგი სახით:  მგზავრებისა და საჰაერო ტვირთების კონტროლის თბილისის აეროპორტის განყოფილება − 7 თანამშრომელი;  ⁠საჰაერო გადაზიდვებისა და საფოსტო გზავნილების კონტროლის თბილისის განყოფილება − 7 თანამშრომელი;  მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠სადახლო განყოფილება − 10  თანამშრომელი; მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠ყაზბეგის განყოფილება − 7 თანამშრომელი;  მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠გუგუთის განყოფილება − 4 თანამშრომელი;  მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠სარფის განყოფილება − 7  თანამშრომელი; ⁠მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠ნინოწმინდის განყოფილება − 4 თანამშრომელი;  ⁠მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠თბილისის განყოფილება (ცენტრი)  − 7 თანამშრომელი დამატებით 11 თანამშრომელი შემოსავლების სამსახურიდან; მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠კარწახი განყოფილება − 4 თანამშრომელი;  ⁠მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠წითელი ხიდის განყოფილება − 4 თანამშრომელი;  ⁠მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠ვალეს განყოფილება − 4  თანამშრომელი; ⁠მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ⁠ცოდნის განყოფილება − 4 თანამშრომელი;  მგზავრებისა და საზღვაო ტვირთების კონტროლის ⁠ბათუმის განყოფილება − 7 თანამშრომელი;  ⁠მგზავრებისა და საზღვაო ტვირთების კონტროლის ⁠ფოთის განყოფილება - 7 თანამშრომელი;  ⁠მგზავრებისა და საჰაერო ტვირთების კონტროლის ბათუმი აეროპორტის განყოფილება − 7 თანამშრომელი;  ⁠მგზავრებისა და საჰაერო ტვირთების კონტროლის ქუთაისი აეროპორტის განყოფილება − 7 თანამშრომელი. მსგავსად ზემოხსენებული საკითხისა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა აგრეთვე დაკომპლექტდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უკვე დასაქმებული პირებისგან და ამ მხრივ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამატებითი გავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. ასევე, წინამდებარე კანონპროექტით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლს ემატება ახალი, 62 ნაწილი, რომლის საფუძველზეც, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. დასახელებული ბრძანების გამოცემისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯი დაიფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.