„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის მე-6 მუხლის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ტრანზიტული ნომრის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა) – 370 ლარი;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:
„ვ1) ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან, ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე – 150
ლარი;
ვ2) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანზიტული ნომრის
გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 20 ლარი;“;
გ) „ს3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს3) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი
ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო
შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ფ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი
აქტის შედგენით – 180 ლარი;“;
დ) „ფ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ6) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი
ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის
ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ და „ფ1“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 200
ლარი;“;
ე) „შ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო
დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის
გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა
და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა
ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 200 ლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით და დასახელებული ცვლილება ხელს შეუწყობს
უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული
დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ეფექტიანობის ზრდას.
გასათვალისწინებელია რომ საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი
სატრანსპორტო საშუალებით იზრდება, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და
საექსპერტო შემოწმების მოთხოვნა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს განხორციელდა 100 027
ერთეული რეექსპორტი და 16 182 ერთეული ექსპორტი. 2024 წელს რეექსპორტის მაჩვენებელი
გაიზარდა და შეადგინა 101 449-ს, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 12 517 ერთეული შეადგინა.
2025 წლის არსებული მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით
გაზრდილია და 12 825-ს წარმოადგენს, ხოლო მიმდინარე წელს 99 136 ერთეული რეექსპორტია
განხორციელებული.
აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების,
მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული
ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის
არაერთი
შემთხვევა,
რაც
არსებით
საფრთხეს
უქმნის
ქვეყნის
საზოგადოებრივ
უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და საქართველოში
ავტოპარკის ზრდის ფონზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) საქმიანობის
დატვირთვის გაზრდის პარალელურად,
მომსახურების საფასურების კორექტირება.
აუცილებელია
სააგენტოს
მიერ
გაწეული
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის
საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდა „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია სააგენტოს საქმიანობის დროულად, შეუფერხებლად
და ეფექტიანად განხორციელებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება სააგენტოს მიერ გაწეული
ცალკეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში
(შემდგომ – კანონი) და იზრდება საფასურები ცალკეული მომსახურებისთვის. საგულისხმოა,
რომ საფასურების ზრდა ეხება მხოლოდ უცხო ქვეყნის დანიშნულებით საქართველოში
ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული
ნომრის გაცემის საკითხს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ
სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპორტი ან რეექსპორტი ხდება საქართველოდან.
კანონპროექტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების ზრდა გავლენას არ
მოახდენს სატრანსპორტო საშუალების შიდა ტრანზიტის სარგებლობისთვის დადგენილ
საფასურზე
(იმპორტის
პროცედურებისთვის),
აგრეთვე
სატრანსპორტო
საშუალების
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევისა და რეგისტრაციის
მომსახურების საფასურებზე.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლში და ახლებურად
ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ:
ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის (გარდა კანონის მე-6 მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული შემთხვევისა) საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით,
მოქმედი რედაქციით საფასურის განაკვეთი შეადგენდა 50 ლარს ტრანზიტული
ნომრის ერთი წყვილის გაცემისთვის;
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა კანონის მე-6 მუხლის „ფ6“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა)
შესაბამისი
აქტის
შედგენით
საფასური
განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა;
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა
კანონის მე-6 მუხლის „ს1“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით,
ნაცვლად 130 ლარისა;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე
საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის (გარდა ამ მუხლის „შ“ და
„შ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან
რეექსპორტის
გამოყენებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
(დოკუმენტების)
შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
მიწოდებისათვის ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისათვის
საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.
ამავდროულად, წარმოდგენილი პროექტით დგინდება ახალი მომსახურებები, კერძოდ,
ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე,
რომლის მომსახურების საფასურად განისაზღვრება 150 ლარი. მომსახურების ახალ სახეს
წარმოადგენს აგრეთვე კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ტრანზიტული
ნომრის
გაცემის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
გაცემა,
რომლის
მომსახურების საფასურად იქნება 20 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
სააგენტოს მიერ საქმიანობის შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელებისთვის,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, პროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო
ცვლილებები ამოქმედდეს ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან - 2026 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რამდენადაც წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს სააგენტოს მიერ გაწეული
ცალკეული მომსახურების საფასურების ზრდას და მისი ძალაში შესვლის თარიღად
განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი (განსაზღვრულია ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისი),
აუცილებელია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს მიმდინარე
წლის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია
კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
ახლებურად
ყალიბდება
სააგენტოს
ცალკეული
მომსახურების საფასურის განაკვეთები, კერძოდ:
ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის (კანონის მე-6 მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული შემთხვევისა) საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით
(ნაცვლად 50 ლარისა);
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
საექსპერტო
შემოწმებისათვის
გათვალისწინებული
(გარდა
შემთხვევისა)
ამ
შესაბამისი
მუხლის
„ფ6“
ქვეპუნქტით
აქტის
შედგენით
საფასური
განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა);
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა
კანონის მე-6 მუხლის „ს1“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით
(ნაცვლად 130 ლარისა);
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე
საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის (გარდა კანონის მე-6
მუხლის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო
პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
(დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის მიწოდებისათვის ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ
ბაზაში ასახვისათვის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 130
ლარისა).
ამავდროულად, წარმოდგენილი პროექტით დგინდება ახალი მომსახურებები, კერძოდ,
ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე,
რომლის მომსახურების საფასურად განისაზღვრება 150 ლარი. მომსახურების ახალ სახეს
წარმოადგენს აგრეთვე კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი
მომსახურების საფასურად იქნება 20 ლარი.
დოკუმენტის
გაცემა,
რომლის
საგულისხმოა, რომ 2023 წელს განხორციელდა 100 027 ერთეული რეექსპორტი და 16 182
ერთეული ექსპორტი. 2024 წელს რეექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 101 449ს, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 12 517 ერთეული შეადგინა. 2025 წლის არსებული
მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 12 825-ს
წარმოადგენს, ხოლო მიმდინარე წელს 99 136 ერთეული რეექსპორტია განხორციელებული.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
მომსახურების
გაწევისთვის
დაწესებული
საფასურის
გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის
სააგენტოს შემოსავალს. ამასთან, რამდენადაც სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო
ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის სააგენტოს მიერ
სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობასაც, როგორც კანონპროექტის
ამოქმედების წელს ასევე შემდგომი 3 წლის განმავლობაშიც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული
შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ მომსახურების
მიმღებ პირთა რაოდენობაზე, ასევე, დაჩქარებული მომსახურების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის
განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში განხილული მომსახურებების აღსრულებას
სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით,
რისთვისაც კადრების ზრდა არ იგეგმება, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები დაიფარება
სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. აგრეთვე,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება (ახალი მომსახურების საფასურებისა და არსებული
მომსახურების კორექტირებული საფასურების შესახებ იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“
ქვეპუნქტი).
შესაბამისად,
წარმოდგენილი
პროექტი
გავლენას
იქონიებს
იმ
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც ამ ცვლილების შემდეგ ისარგებლებენ ზემოაღნიშნული
მომსახურებებით. ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება მისაღები სერვისის სახესა
და რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
ახლებურად
ყალიბდება
სააგენტოს
ცალკეული
მომსახურების საფასურის განაკვეთები, კერძოდ:
ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის (კანონის მე-6 მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული შემთხვევისა) საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით
(ნაცვლად 50 ლარისა);
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
საექსპერტო
შემოწმებისათვის
(გარდა
ამ
მუხლის
„ფ6“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა)
შესაბამისი
აქტის
შედგენით
საფასური
განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა);
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან
რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა
კანონის მე-6 მუხლის „ს1“ და „ფ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით
(ნაცვლად 130 ლარისა);
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე
საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის (გარდა კანონის მე-6
მუხლის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო
პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
(დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის მიწოდებისათვის ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ
ბაზაში ასახვისათვის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 130
ლარისა).
ამავდროულად, წარმოდგენილი პროექტით დგინდება ახალი მომსახურებები, კერძოდ,
ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის
პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე,
რომლის მომსახურების საფასურად განისაზღვრება 150 ლარი. მომსახურების ახალ სახეს
წარმოადგენს აგრეთვე კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ტრანზიტული
ნომრის
გაცემის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
გაცემა,
რომლის
მომსახურების საფასურად იქნება 20 ლარი.
წარმოდგენილი მომსახურების საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული
აღნიშნული მომსახურების წლიური სტატისტიკა და მისი უზრუნველყოფისთვის გაწეული
ხარჯები. დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი საფასური შეესაბამება
მომსახურების რეალურ თვითღირებულებას და წარმოადგენს თანაზომიერ ზომას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.