„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) აკრედიტაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელება;“;
ბ) „ფ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
ერთობლიობა,
რომლებშიც
მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო
სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;“ ;
გ) „ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ჰ28“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „ჰ32“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „გ“ –„გ3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) „გ5“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო
სამართლის
არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ
პირს
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს იმ
საგანმანათლებლო
პროგრამების
(კურიკულუმი)
ჩამონათვალს,
რომლის
განხორციელების უფლებაც აქვს და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;“;
ე) „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2 და დ3“ ქვეპუნქტები:
„დ2) სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ერთიანი
ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების
გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) მიხედვით.“
დ3) სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესსა და პირობებს;“;
ვ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს იმ
საგანმანათლებლო
პროგრამების
(კურიკულუმი)
ჩამონათვალს,
რომლის
განხორციელების უფლებაც აქვს და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;“;
ზ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში
მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პირობითი ჩარიცხვის წესს;“;
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი
ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებას, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების
დებულებას;“;
ბ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ1)ამტკიცებს
პირის
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
მიღების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს;“;
გ) „ნ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „პ6“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „პ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები
გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი
ჩარიცხვის წესს;“;
ზ) „პ14“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) „პ16“ და „პ17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის
განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა
და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი
განათლების
მიღების
შესაძლებლობა
და
სრული
ზოგადი
განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესსა და
პირობებს;
პ17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო,
ვეტერინარიის
ინტეგრირებული
სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური
ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო
სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესს;“.
4. 82 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და
სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დაფუძნების შესახებ და განსახორციელებელი
პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს;“.
საგანმანათლებლო
5. 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და განსახორციელებელი საგანმანათლებლო
პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს;“.
6. 85 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და განსახორციელებელი საგანმანათლებლო
პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს;“.
7. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული
განსახორციელებელი
საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ფარგლებში, ამტკიცებს სასწავლო,
კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული
განსახორციელებელი
საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ფარგლებში, შეიმუშავებს სასწავლო,
სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს,
ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;“.
8. 101 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული
განსახორციელებელი
საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ფარგლებში საგანმანათლებლო და
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;”.
9. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით
განისაზღვრება დაწესებულების სახელწოდება, მიზანი, იმ საგანმანათლებლო
პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალი, რომლის განხორციელების უფლებაც აქვს,
მისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე ინიშნება
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. დროებითი წესდებით განისაზღვრება
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის
გავლასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული უფლებამოსილებები მართვის ორგანოების არჩევამდე.“.
10. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული
გამოცდებისთვის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის
ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს
სამაგისტრო გამოცდებისათვის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების
წარდგინებით;“.
11. 314 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო
პროგრამის საფასურს;“.
12. 43-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;
ბ) პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-13 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13.
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და
„მ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
უფლებებით.
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სტუდენტი
უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამიდან
სხვა
საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.
მართლმადიდებლურ
13. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა
საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები
და
მართლმადიდებლური
1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.
2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი განათლების ფარგლებში:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს;
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს
ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს,
რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60
კრედიტიან ნაწილებს;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და
მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.
3. მინისტრი
განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამის მაქსიმალურ კრედიტების რაოდენობას.
4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე
ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი
სტანდარტული დანართით.
6. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა.
7. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი
განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
8. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა
ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.“.
14. 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, შეიძლება ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ
ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას,
რომელთა საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის
წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის
თავისებურებების გათვალისწინებით.“.
15. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის
აკადემიური ხარისხი მიენიჭა მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120
კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) /ან მასთან გათანაბრებული
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად.“.
16. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი
ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა
მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.“.
17. 52-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
18. 521 მუხლის 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
19. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებას, სამაგისტრო გამოცდების
ჩატარების დებულებას.“.
20. 54-ე - 542 მუხლები ამოღებულ იქნეს.
21. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
22. 79-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი
,,საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
„საქართველოს მთავრობის მიერ
დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და
პირობების“ შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება;“;
გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
23. მე- 80 - 82-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
24. 8920 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8920. ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს,
2028 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი
და სტანდარტი.“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული
პირების სწავლის დაფინანსება, რომელიც მოიპოვეს/მოიპოვებენ 2026 წლამდე,
სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა
და პირობებით, რომელიც მოპოვებული ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისი ნორმების
საფუძველზე. ამ პირების ამ მუხლის შესაბამისად დაფინანსების წესი და პირობები
განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი შემუშავებულ იქნა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის
ეროვნული კონცეფციის საფუძველზე, რომელიც მოწონებულია საქართველოს მთავრობის
2025 წლის 20 იანვრის №103 განკარგულებით შექმნილი უმაღლესი განათლების რეფორმის
სამთავრობო კომისიის მიერ, 2025 წლის 26 ნოემბერს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია განათლების სისტემის რეფორმის
ფარგლებში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება. არსებული
საგრანტო სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, რადგან იგი სათანადოდ ვერ ასახავს
სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ მოთხოვნებს და არ არის სრულად
ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტული
ამოცანების შესრულებაზე.
ამასთან დაკავშირებით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს
მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა
სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
„საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად.
ამასთან,
წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების
არსებული მოდელები, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული
დაფინანსება.
აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია კანონიდან ისეთი პუნქტების ამოღება, რაც
დაკავშირებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ ზოგიერთი სამართლებრივი აქტის
გამოცემასთან. კერძოდ, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობებისა და ოდენობების, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულებების დამტკიცებასთან, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო
სასწავლო გრანტით დაფინანსების განსაზღვრასთან, მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური
მასწავლებლის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის
დამტკიცებასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული
იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობისა და
ოდენობის, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას
და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების
განსაზღვრასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის,
რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ
სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული
გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური
მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრასთან და საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული
სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრასთან.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან
ნაწილს არ გააჩნია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო სამეცნიერო
კვლევებისა და აკადემიური დისკუსიების მოცულობა განსაკუთრებით მცირეა. ეს
გარემოებები ზღუდავს აკადემიური სტანდარტების დამკვიდრებას და ინოვაციური
პროცესების ინტეგრირებას სასწავლო საქმიანობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით,
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ
საგანმანათლებლო
პროგრამების
(კურიკულუმის)
ჩამონათვალს,
რომელთა
განხორციელების უფლება მიენიჭება უნივერსიტეტებს. აღნიშნულმა ცვლილებამ
გამოიწვია შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონის 82, 84, 85, მე-10, 101 და მე-11 მუხლებში.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას
კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და
პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. შესაბამისად, კანონპროექტით
განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
წარდგინებით,
ყოველწლიურად
დაამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი
ეროვნული/სამაგისტრო
გამოცდებით,
ასევე
ერთიანი
ეროვნული/სამაგისტრო
გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის,
ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა
ამისა, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
დაფინანსების წესსა და პირობებს.
საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1
+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.
შესაბამისად, ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს,
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ხოლო
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი
იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს. საგანმანათლებლო
პროგრამის მაქსიმალური კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. ასევე, კანონით განისაზღვრა,
რომ დოქტორანტურაში სწავლის უფლება ექნება არანაკლებ მაგისტრის აკადემიური
ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც
მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120 კრედიტიანი/ან მასთან
გათანაბრებული
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან
სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, შეიძლება ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ
ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას,
რომელთა საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის
წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის
თავისებურებების გათვალისწინებით.
აგრეთვე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8920 მუხლის
თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
დაევალა, 2026 წლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და
სტანდარტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილების შედეგად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
მიეცათ უფლება/შესაძლებლობა პირველი და მეორე საფეხურის გარკვეული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესი განახორციელონ ნაწილობრივ ან
სრულად
ელექტრონულად.
რომლის
განსახორციელებლად
აუცილებელია
კურიკულუმის დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზება. ამ ეტაპზე უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების ელექტრონული სწავლების იმპლემენტაცია. პროცესი გულისხმობს
კურიკულუმის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას, რომლის ეფექტიანად
განხორციელებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა. შესაბამისად, მიზანშეწონილია,
ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა
გადაიწიოს 2028 წლის 01 იანვრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს უმაღლესი
განათლების დაფინანსების სისტემა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოქმედი საგრანტო
სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული დაფინანსების
მოდელით, რომლის ფარგლებში თითოეული უნივერსიტეტისთვის განისაზღვრება
სახელმწიფო დაკვეთა სახელმწიფოს ამოცანებიდან გამომდინარე.
მიზანშეწონილია, სწავლების ახალი სისტემის დანერგვა, რომლის თანახმადაც,
აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამა - არანაკლებ 60 კრედიტს. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის
ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წლით, ხოლო მისი სასწავლო კომპონენტი
უნდა მოიცავდეს მკაფიოდ განსაზღვრულ კრედიტებს.
ამასთან, უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი
განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური
მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. შედეგად, პრაქტიკაში შეინიშნება როგორც
რაოდენობრივი, ისე თვისობრივი შეუსაბამობა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული
კადრების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კანონით განისაზღვრება, რომ
საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ერთიანი
ეროვნული/სამაგისტრო
გამოცდებით,
ასევე
ერთიანი
ეროვნული/სამაგისტრო
გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც კონკრეტული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე მათი საგანმანათლებლო
პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.
აგრეთვე, მიზანშეწონილია, ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და
სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწიოს 2028 წლის 01 იანვრამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემა. საქართველოს მთავრობის მიერ
დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა
სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და
პირობების“ შესაბამისად;
საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი
დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას;
საქართველოს მთავრობა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ
საგანმანათლებლო
პროგრამების
(კურიკულუმი)
ჩამონათვალს,
რომლის განხორციელების უფლებაც ექნება;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს
წარდგინებით
ყოველწლიურად
დაამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო
გამოცდებით,
ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ
სტუდენტთა
რაოდენობას
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი)
მიხედვით;
ონლაინუნივერსიტეტის
კონცეფციის/მოდელისა
და
სტანდარტის
შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 01 იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად,
დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემა;
საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1 +1 სისტემა;
საქართველოს
მთავრობა
უნივერსიტეტებს
განუსაზღვრავს
იმ
საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის
განხორციელების უფლებაც ექნება, ასევე, განუსაზღვრავს მისაღებ
სტუდენტთა რაოდენობას;
ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის
შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 01 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით
იმისათვის, რომ განათლების სისტემა გადაეწყოს ახალ მოდელზე, რომელიც ახალი
წლიდან ამოქმედდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო იქნება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, მათ შორის, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთარ
შემოსავლებზე,
ვინაიდან
სახელმწიფო
უნივერსიტეტებში
განისაზღვრება
საგანმანათლებლო პროგრამები და კვოტები სრული დაფინანსებით. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ განსაზღვრული კვოტების რაოდენობასა და
დაფინანსების წესზე.
ასევე, ვინაიდან, სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში ვეღარ ისარგებლებენ
სახელმწიფო დაფინანსებით, შესაძლოა გამოწვეულ იქნეს
კერძო სამართლის
იურიდიული
პირის
ფორმით
დაფუძნებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობის ცვლილება. ეს
გამოიწვევს უნივერსიტეტების საკუთარი შემოსავლების ცვლილებას, რაც ასევე გავლენას
მოახდენს მათ მიერ შესაბამისი დონის ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით პროგრამის
„უმაღლესი განათლება“ (პროგრამული კოდი: 32 04) გათვალისწინებულია 173.9
მილიონი ლარი, მათ შორის ასიგნებები, რომლებიც მიმართული იქნება უშუალოდ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობისა და დაფინანსების
მიზნით შეადგენს 143.3 მილიონ ლარს.
გამომდინარე
იქიდან,
რომ
უმაღლესი
განათლების
რეფორმა
მრავალკომპონენტიანია, 2026 წლიდან დაიწყება კონცეფციის განხორციელების პირველი
ეტაპი, რომლის დაფინანსებაც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული წლიური
ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, ხოლო რაც შეეხება მომავალი 3-4 წლის პერიოდს,
მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოცულობა გათვალისწინებული იქნება
შემდგომი/შესაბამისი წლების საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. საშუალოვადიან
პერიოდში გასაწევი ხარჯების მოცულობის შესახებ უფრო სრული ინფორმაციის ფლობა
შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დაიწყება უმაღლესი განათლების კონცეფციის
განხორცილების ეტაპები. ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი
იქნება დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა, რაც ასახული იქნება 2027-2030 წლების
საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში. რაც შეეხება 2026-2029 წლების სამოქმედო გეგმაში
არსებულ პარამეტრებს ის მიზანშეწონილია დარჩეს უცვლელი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ 2026 წლის სტუდენტთა მიღების ფარგლებში
რეფორმის გათვალისწინებით 2026 წელს გამონთავისუფლდება დაახლოებით
10,100,000.00 ლარი, რაც ასევე მოხმარდება 2026 წელს კონცეფციის განხორციელების
პირველი ეტაპს.
გარდა ამისა, 2026 წელს შესაძლებელია საჭირო გახდეს ბიუჯეტიდან დამატებით
თანხის გამოყოფა, რაც დამოკიდებულია მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტუდენტების
მიღების კვოტაზე, ასევე, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შერჩეულ პროფესიებზე.
ბიუჯეტიდან დამატებით გამოსაყოფი თანხა შეადგენს არაუმეტეს 20,000,000.00 ლარს.
ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში
ჩართული იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ასევე მის სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირები მათთან არსებული ადამიანური და ფინანსური
რესურსის ფარგლებში.
რაც შეეხება რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტების ხარჯებს,
აღნიშნული დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე
კვოტებისა და პროგრამების განსაზღვრის შესახებ.
ამასთან, კანონპროექტით ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და
სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწევა 2028 წლის 01 იანვრამდე.
ონლაინ
უნივერსიტეტის კონცეფცია გულისხმობს იმ ტიპის უნივერსიტეტის კონცეფციის
შექმნას, რომელიც სრულად ონლაინ განახორციელებს სასწავლო პროცესს. ამ
მიმართულებით აქტივობები არ განხორციელებულა და შესაბამისად, ხარჯები არ
გაწეულა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების კონსულტაცია.
სამინისტრო მონაწილეობს ინსტიტუციური განვითარების პროექტში "საქართველოში
მაღალი
ხარისხის
ციფრული
განათლების
ხელშეწყობა
(PRODIGE)"
(იხ.
https://prodige.com.ge/ ), რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+
ფარგლებში. პროექტში ჩართული არიან სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტები, მათ
შორის ესპანეთის დისტანციური განათლების სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის
ფარგლებშიც მიმდინარეობს კონცეფციის დოკუმენტზე მუშაობა. აღნიშნული
კონცეფციის მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ფიზიკურ პირებსა და კერძო
სამართლის იურიდიულ პირებზე.
დღეს მოქმედი სისტემით სტუდენტზე სასწავლო გრანტი გაიცემა როგორც
სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში ვერ
ისარგებლებენ სახელმწიფო დაფინანსებით. შესაძლოა კანონპროექტის შედეგად
გამოწვეულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიული ფორმით დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობის
ცვლილება, რაც გავლენას მოახდენს უნივერსიტეტების შემოსავლებზე.
სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ფიზიკურ
პირებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაუფინანსდებათ სწავლა მთავრობის მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ კანონის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება, რომელიც მოიპოვეს/მოიპოვებენ 2026
წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე
ოდენობითა და პირობებით, რომელიც მოპოვებული ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე
მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების
საფუძველზე.
გარდა ამისა, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი
დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას, რამაც შესაძლოა გავლენა
მოახდინოს როგორც კერძო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველ პირებზე, რადგან 1
წლით შეუმცირდებათ სწავლის პერიოდი და შესაბამისად გადასახადი, ასევე კერძო
უნივერსიტეტების შემოსავლებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა იმ პირთა მდგომარეობაზე,
რომელთაც 18 წელი არ შესრულებიათ, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც
უკავშირდება, მათ შორის, დაფინანსების ახალ სისტემას და საგანმანათლებლო
პროგრამებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.