„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- სოფლის მეურნეობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა
და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.05.001.018150) 23-ე მუხლს მე-9
პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-13 პუნქტები:
„10.
2027
წლის
1
იანვრამდე,
სპორადული
რეგისტრაციის
ფარგლებში,
საქართველოს
მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას;
ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და
დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული
საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სააგენტო ახორციელებს ამ
კანონის მე-4 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-14
პუნქტითა და მე-14 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
12.
2027
წლის
1
იანვრამდე,
სპორადული
რეგისტრაციის
ფარგლებში,
საქართველოს
მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) ჩერდება ამ კანონის 4 მუხლის პირველი
1
პუნქტის „ა“, „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების, აგრეთვე, მე-9 მუხლის
მოქმედება.
13. სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე
სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების
საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მომსახურების საფასური არ უნდა
აღემატებოდეს ამ პუნქტის ამოქმედებამდე მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების
საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული
წარმოება და სააგენტოში წარდგენილი განცხადების განხილვა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე
დადგენილი წესით.
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 2026 წლის 1
იანვრამდე დადგენილებით განსაზღვროს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების
საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი
(შემდგომ – კანონი). შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
(შემდგომ – სააგენტო) ფარგლებში დაიწყო მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა.
საკანონმდებლო რეფორმის მიზანს იმ სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლებსაც
მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის
თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა და
მოიხსნა ის ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა ამ
პროცესში. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში დოკუმენტაციის მოძიება და
სისტემატიზაცია, ასევე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების რეგისტრაცია და მასში ცვლილება უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება. ამრიგად,
მოქმედი რეგულაციები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების
გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის,
ამ პროცესის კიდევ უფრო გამარტივების, საკადასტრო მონაცემების სრულყოფის და მიწის ბაზრის
განვითარების მიზნით 2021 წლის 17 დეკემბერს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები ამასთანავე, კანონის
შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა №798 ბრძანება,
რომლითაც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად განისაზღვრა 59 მუნიციპალიტეტი,
რომლებშიც 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო სისტემური რეგისტრაცია. ამ ბრძანებაში 2023 წლის 10
ივნისს შეტანილი ცვლილებით №914 ბრძანებით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს დაემატა ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული 12 გეოგრაფიული არეალი. ამავე ბრძანებით განსაზღვრულ
გეოგრაფიულ არეალებში სისტემური რეგისტრაცია სრულდება 2026 წლის 1 იანვრამდე.
სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში – 2022-2025 წლების მონაცემებით, აიზომა 2 094 707 მიწის
ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1 101 570 ჰა-ს შეადგენს. 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით,
ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. 2022-2025 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1 469 581
მოქალაქე.
ამასთანავე,
სისტემური
რეგისტრაციის
ფარგლებში
საველე
სამუშაოების
შესრულების
პარალელურად, ცალკეული მუნიციპალიტეტისა თუ დასახლების დონეზე გამოვლინდა, რომ მიწის
ნაკვეთების საზღვრების გასწორება საჭირო გახდა დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მეტ მიწის
ნაკვეთზე
(წინა
ათწლეულებში
რეგისტრირებული
მონაცემების
ანალიზი
აჩვენებდა,
რომ
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან 30%-ზე ხდებოდა საჭირო საზღვრების გასწორება, მაგრამ
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საველე სამუშაოების პროცესში გასწორებული ნაკვეთების
რაოდენობამ 70%-ს მიაღწია).
კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების საფუძველზე, სააგენტომ სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოექცა სამოქალაქო ბრუნვაში, რაც მიწის ბაზრის განვითარებას
შეუწყობს ხელს.
კანონის პროექტის მიზანია, აგრეთვე, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის
პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების
რეალიზება, ჰქონდეთ
რეგისტრაცია.
შესაძლებლობა,
მოითხოვონ
მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლების
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ
გააგრძელოს სპორადული რეგისტრაცია, კერძოდ, 2027 წლის 1 იანვრამდე, სპორადული რეგისტრაციის
ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სააგენტომ
უზრუნველყოს: ა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ბ)
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და
დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული
საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ამასთან, საჭიროა
სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე
სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების
საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია 2027 წლის 1 იანვრამდე, სააგენტოს მიენიჭოს
უფლებამოსილება, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში
(გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს იდენტურობა, ხოლო აღნიშნული საკითხები „მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება, აუცილებელია აღნიშნულ კანონში შესაბამისი
ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, 2026 წლის 1 იანვრიდან სააგენტოს მიერ გაგრძელდება მიწის
ნაკვეთების
სპორადული
რეგისტრაცია.
სააგენტოს
უფლებამოსილება
ექნება
სპორადული
რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების აღიარება და დაადგინოს იდენტურობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის მიხედვით:
2026 წლის 1 იანვრიდან სააგენტო გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას. 2027 წლის 1
იანვრამდე სააგენტო, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს
მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას;
მუნიციპალიტეტებს 2027 წლის 1 იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება, აღიარონ
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწის
ნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა;
საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც
დადგენილია
სისტემური
რეგისტრაციის
გეოგრაფიული
არეალებისთვის.
ამ
მიზნით,
კანონპროექტში მიეთითება კანონის კონკრეტული ნორმები, რომლებიც გავრცელდება ამ
უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
კანონში
ცვლილების
ამოქმედებამდე
მიწის
ნაკვეთთან
დაკავშირებით
მიმდინარე
ადმინისტრაციული წარმოება და სააგენტოში წარდგენილი განცხადების განხილვა დასრულდება
აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით;
მიწის
ნაკვეთების
სპორადული
რეგისტრაციისთვის
დადგენილი
წესით
წარდგენილი
განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა
და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა,
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პროექტის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის
პირველი პუნქტი – 2026 წლის 1 იანვრიდან. კერძოდ, კანონის გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს
მთავრობას წარმოეშობა ვალდებულება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 2026 წლის
1 იანვრამდე განსაზღვროს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე
სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების
საფასური. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა)
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების შეჩერებას და სააგენტოს უფლებამოსილებას, აღიაროს
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება და დაადგინოს იდენტურობა, ძალაში შედის
2026 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი, მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან კანონპროექტით
დადგენილი რეგულაციები ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონპროექტის ჩვეულებრივი
წესით განხილვა და მიღება ვერ მოესწრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ
ზოგად ვადებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სააგენტოს საკუთარი
სახსრები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების (გარდა თვითმმართველი
ქალაქებისა) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ 2027 წლის 1 იანვრამდე,
სპორადული
რეგისტრაციის
ფარგლებში,
კვლავ
ჩერდება
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების
აღიარების კომისიის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებები. აღნიშნული უფლებამოსილება
აღიარების
კომისიებს
შეჩერებული
აქვთ
2022
წლის
1
იანვრიდან.
აქედან
გამომდინარე,
მუნიციპალიტეტები (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) კვლავ ვერ მიიღებენ სპორადული
რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების
საფასურის გადახდისგან მისაღებ შემოსავალს, რომელიც დიფერენცირებულია. კერძოდ, „ფიზიკური და
კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური
ფიზიკური პირისათვის შეადგენს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე –
საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით
განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების
მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების
გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური
განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ
თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების
საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს, აგრეთვე, სააგენტოს შემოსავალზე (ხოლო იმის
გათვალისწინებით, რომ სააგენტოს წლიური დასაბეგრი მოგება 1 მილიონ ლარს აღემატება, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე – სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც), რადგან სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით
წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განისაზღვრება საფასური.
კანონპროექტის
მიხედვით,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი, სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. აღსანიშნავია, რომ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით დამტკიცებული დანართის
მიხედვით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთი შეადგენს 600
ლარს. ამ კანონპროექტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობა
დაადგენს კანონპროექტის მიღების შემდეგ. მომსახურების საფასურისგან მიღებული სააგენტოს
შემოსავალი პირდაპირ იქნება დაკავშირებული 2026 წლის განმავლობაში წარდგენილი სარეგისტრაციო
განცხადებების რაოდენობასთან. ვინაიდან კანონის პროექტის ერთ-ერთი მიზანია ის, რომ იმ პირებს,
რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში ან მათ სხვა ობიექტური
მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოითხოვონ მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო განცხადებებით სააგენტოში შესული
საფასურების საერთო რაოდენობა დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, აღნიშნული განაცხადების
რაოდენობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი მომსახურების
საფასურის ოდენობის განსაზღვრაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული
ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სააგენტოს საკუთარი სახსრები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ფინანსური თვალსაზრისით გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც სისტემური
რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ
მოახდინეს უფლების რეალიზება და 2026 წლის 1 იანვრიდან სპორადული წესით წარდგენილ
სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ვალდებული იქნებიან გადაიხადონ სააგენტოს მიერ
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური,
რომლის ოდენობაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი
ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.