„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სოფლის მეურნეობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:
„ჩ) სახელმწიფო ამზომველი – სააგენტოში დასაქმებული
ამ მუხლის
„შ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირი, რომელიც აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ
შორის შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1–ბ3“ ქვეპუნქტები:
„ბ1) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება;
ბ2) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა;
ბ3) საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული
სამუშაოების ზედამხედველობა.“.
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების შესრულების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების
გაცემის,
აგრეთვე,
საკადასტრო,
ტოპოგრაფიული,
გეოდეზიური,
კარტოგრაფიული
და
ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული
და გეოინფორმაციული სერვისების გაცემის, აგრეთვე, საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური,
კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობების „საჯარო
რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაში ასახვა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომ – კანონი) განსაზღვრავს საჯარო
რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი
ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. კანონის მიღების შემდეგ
მასში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომელთა საფუძველზეც ეტაპობრივად იცვლებოდა
რეგულირებული საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგება ან ჩნდებოდა ახალი, რეგისტრაციის
პროცესში საჭირო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები.
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ აუცილებელია სააგენტოს დაემატოს ახალი
ფუნქციები, კერძოდ: ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების
წარმოება; კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა და
საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების
ზედამხედველობა.
ამასთან, მიზანშეწონილია, კანონს დაემატოს „სახელმწიფო ამზომველის“ ცნება, რომელიც იქნება
სააგენტოში დასაქმებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი
ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც
აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის შენობა-ნაგებობისა და შენობანაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს.
საქართველოში მიწის რეფორმა 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებით ჩატარდა.
სახელმწიფომ ვერ მოახერხა მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა და მოსახლეობისთვის
შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გადაცემა. არაზუსტი ხელსაწყოების
გამოყენებამ,
არასწორი
მეთოდოლოგიით
მუშაობამ
და
შედეგად
სისტემურმა
შეცდომებმა
მნიშვნელოვნად გაზარდა მიწის ნაკვეთების საზღვრების გამო სამეზობლო დავების რიცხვი. წლების
განმავლობაში საქართველოში საამზომველო საქმიანობის სტანდარტის, ამ პროცესის მაკონტროლებელი
ორგანოსა და პასუხისმგებლობის ზომის არარსებობის გამო, ხშირ შემთხვევაში, საკადასტრო აზომვითი
ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდებოდა, რამაც გაზარდა მიწის ნაკვეთების მცდარი
კოორდინატებით რეგისტრაციების რაოდენობა. 2022-2025 წლების სისტემური რეგისტრაციის პრაქტიკამ
აჩვენა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება ადგილზე არსებულ
ფაქტობრივ მდგომარეობას და საჭიროებდა გასწორებას.
2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
შედეგად, დაიწყო მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31
დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი
სამუშაოები სრულდება სააგენტოში დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სერტიფიცირებული
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირების მიერ.
სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება. ამასთანავე, „მიწის ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე, 2026 წლის 1 იანვრიდან
სააგენტო გააგრძელებს მხოლოდ სპორადულ რეგისტრაციას, რომლის ფარგლებში მას ექნება
უფლებამოსილება, უზრუნველყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი
ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და დაადგინოს
იდენტურობა.
ვინაიდან 2026 წლის 1 იანვრიდან სააგენტო გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას იმგვარად, რომ
ექნება უფლებამოსილება, უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების აღიარება და დაადგინოს იდენტურობა, შესაბამისად, სახელმწიფო ამზომველის არსებობა ამ
მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთანავე, 2024 წლის 3 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №315 დადგენილება
„შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და
დოკუმენტირების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2025 წლის 1 იანვრიდან.
მითითებული წესით დეტალურად არის რეგულირებული შიდა აზომვითი ნახაზის მომზადების
ტექნიკური პირობები. პროექტის მიხედვით აღნიშნული უფლებამოსილებაც სახელმწიფო ამზომველს
მიენიჭება.
2022-2025 წლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის განხორციელებულმა
რეფორმამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემთა ხარისხი. მაღალი სიზუსტის გეოდეზიური
ხელსაწყოებს გამოყენებით, 1 სმ-იანი სიზუსტით აიზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი (1 101 570 ჰა), საიდანაც
უკვე დარეგისტრირდა 1 500 000-ზე მეტი საკუთრების უფლება. შედეგად, მიწის სისტემურმა
რეგისტრაციამ უზრუნველყო მაღალი სიზუსტის ციფრული მონაცემებით ქვეყნის საკადასტრო
დაფარულობა (95%-ზე მეტი), მიწის ნაკვეთების საზღვრებთან დაკავშირებული დავების უდიდესი
ნაწილის მოგვარება და უძრავი ქონების ბაზრის მძლავრი სტიმულირება.
სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის შემოღება ემსახურება საკადასტრო მონაცემების ხარისხის
შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, იმ მიზნით, რომ მონაცემები მუდმივად აკმაყოფილებდეს
საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთანავე, აუცილებელია დამკვიდრდეს საერთაშორისო სტანდარტებთან
ჰარმონიზებული მიწის ადმინისტრირებისა და საკადასტრო მონაცემების ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც
სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ პლატფორმასთან ინტეგრირდება. შედეგად გაიზრდება
სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობა, პროექტები დაეფუძნება ზუსტ
საკადასტრო მონაცემებს, რაც შეამცირებს დაგეგმვისა და მშენებლობის პოტენციურ რისკებსა და ხარჯებს.
სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ეფუძნება განვითარებული ევროპული
ქვეყნების მიწის ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
მიწის ადმინისტრირების მსოფლიო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საკადასტრო მონაცემების
მაღალი ხარისხისა და სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა შეუძლებელია
სახელმწიფოს უშუალო და აქტიური ჩართულობის გარეშე. ევროპისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული
ქვეყნების უმრავლესობაში მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების შექმნა-მართვის
კრიტიკული ფუნქცია მინიჭებული აქვს სახელმწიფო სააგენტოებს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს
მონაცემთა სანდოობას, სიზუსტეს და სამართლებრივ სტაბილურობას. სახელმწიფო სააგენტოები
უშუალოდ მართავენ და აკონტროლებენ საველე-საკადასტრო აზომვით პროცესებს ისეთ ქვეყნებში,
როგორიცაა: შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ნიდელანდები, გერმანია და სხვა.
სააგენტო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალებების ფარგლებში ყოველწლიურად
განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე, სახელმწიფო და მუნიციპალური
დაწესებულებების დაახლოებით 80 000-90 000 მოთხოვნას, რომელიც საჭიროებს მიწის ნაკვეთის
ადგილზე დათვალიერების პროცედურების ჩატარებას – საველე-საკადასტრო აზომვითი ნახაზის
შედგენას.
მათ
შორის
არის
შემდეგი
ტიპის
ტრანზაქციები:
სახელმწიფო
საკუთრების
უფლების/ცვლილების რეგისტრაცია; თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების/ცვლილების
რეგისტრაცია; უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; უძრავი
ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; სპორადული რეგისტრაციის
ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია/ცვლილება/აღიარება; უძრავ ნივთზე
რეგისტრირებულ უფლების ცვლილების რეგისტრაცია; უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების
წარმოშობის რეგისტრაცია და სხვა.
სააგენტო ფლობს თანამედროვე, მაღალი სიზუსტის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს,
რათა სააგენტოში დასაქმებულმა პირებმა შეასრულონ სახელმწიფო ამზომველის ფუნქცია. წინა წლებში
განხორციელებული რეფორმების ფარგლებში სააგენტომ შეიძინა პროცესების ეფექტიანი მართვის
უნიკალური გამოცდილება, მას გააჩნია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალი და უკვე
შექმნილი აქვს ყველა საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ციფრული პლატფორმა, რომლებიც ბიზნეს
პროცესების, ინფორმაციისა და მონაცემების სრულფასოვან მართვას წარმატებით უზრუნველყოფენ.
მონაცემთა სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამუშაო პროცესის სრული ციკლი
და ხარისხის კონტროლის მექანიზმები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების ფუნდამენტური
მოთხოვნების მიხედვით, მათ შორის:
ISO 19152 (Land Administration Domain Model – LADM): მიწის ადმინისტრირების მონაცემთა
მოდელის ერთიანობის უზრუნველყოფა;
ISO 9001 (Quality Management Systems): მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პროცესების
ხარისხის მართვა;
FIG Standards for Survey Accuracy: აზომვების სიზუსტის განსაზღვრისა და მონიტორინგის ერთიანი
სტანდარტები.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები მოითხოვს მათი შესრულების მაღალ ხარისხსა და
სიზუსტეს, ვინაიდან სწორედ ამ სამუშაოების შედეგად მომზადებული მონაცემები რეგისტრირდება
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ხოლო შესაბამისი მონაცემების მცდარობა ან უზუსტობა
წარმოქმნის პრობლემებს როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა პირველადი, ისე შემდგომი რეგისტრაციის
დროს. მაღალი სიზუსტით შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები და მათ
საფუძველზე უფლებათა რეგისტრაცია დიდწილად განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციით
გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ:
შეიქმნას სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი;
სააგენტოს
კანონით
მიენიჭოს
ტოპოგრაფიული,
გეოდეზიური
და
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების; კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და
გეოინფორმაციული სერვისების გაცემისა და საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური,
კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის უფლებამოსილება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აუცილებელია სააგენტოს დაემატოს ახალი ფუნქციები, კერძოდ: ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება; კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და
გეოინფორმაციული სერვისების გაცემა და საკადასტრო, ტოპოგრაფიული,
კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა.
გეოდეზიური,
ამასთანავე, საჭიროა გაჩნდეს „სახელმწიფო ამზომველის“ ცნება, რომელიც იქნება სააგენტოში
დასაქმებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს −
აკრედიტაციის
ცენტრის
მიერ
საქართველოს
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
შესაბამისად
აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი; მისი ფუნქცია უნდა იყოს
ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო, მათ შორის შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის
ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება.
ვინაიდან სააგენტოს უფლებამოსილება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით
წესრიგდება, აუცილებელია აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
საქართველოში
შეიქმნება
სახელმწიფო
ამზომველის
ინსტიტუტი. სახელმწიფო ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული პირი და აწარმოებს
ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო, მათ შორის შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის
ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს.
ამასთანავე, გაიზრდება სააგენტოს ფუნქციები და მას დაემატება ისეთი მნიშვნელოვანი
მიმართულებები, როგორიცაა: ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების წარმოება; კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების
გაცემა და საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული
სამუშაოების ზედამხედველობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის მიხედვით:
კანონს ემატება სახელმწიფო ამზომველის ცნება (განმარტება), რომელიც იქნება სააგენტოში
დასაქმებული პირი. იგი განახორციელებს ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო, მათ
შორის შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების წარმოებას;
სააგენტოს ფუნქციების ჩამონათვალს ემატება ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და
გეოინფორმაციული სერვისების გაცემა და საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური,
კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა;
სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების შესრულების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული
სერვისების გაცემის, აგრეთვე, საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული
და
ფოტოგრამმეტრიული
სამუშაოების
ზედამხედველობის
პირობები
განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“
ინსტრუქციით, რომელიც 2026 წლის 1 ივნისამდე იქნება მიღებული.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთისარსებობის
შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო
კანონის პროექტის პირველი მუხლი – 2026 წლის 1 ივნისიდან. კერძოდ, კანონის გამოქვეყნებისთანავე,
საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარმოეშობა ვალდებულება, 2026 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს
სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების
შესრულების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემის,
აგრეთვე, საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული
სამუშაოების ზედამხედველობის პირობების „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაში ასახვა. რაც
შეეხება სააგენტოს ახალ ფუნქციებთან დაკავშირებულ რეგულაციას, მათ შორის, სახელმწიფო
ამზომველის ინსტიტუტს, აღნიშნული ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან. ვინაიდან კანონპროექტის
მიხედვით სააგენტოს ემატება ახალი ფუნქციები, საჭიროა გარკვეული პერიოდი სტრუქტურული
ცვლილებისთვის,
არსებული
ადამიანური
რესურსის
გადამზადებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლებისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ადამიანური რესურსის მოზიდვისა და
სწავლებისთვის. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი, მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან კანონპროექტის
მიხედვით სააგენტოს ემატება ახალი ფუნქციები, საჭიროა გარკვეული პერიოდი სტრუქტურული
ცვლილებისთვის,
არსებული
ადამიანური
რესურსის
გადამზადებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლებისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ადამიანური რესურსის მოზიდვისა და
სწავლებისთვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სააგენტოს საკუთარი
სახსრები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, დღეის მდგომარეობით, სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის
აგეგმვის სამსახურში დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, რომლებიც 2025 წლის ბოლომდე
უზრუნველყოფენ საველე სამუშაოების ჩატარებას (ამასთანავე, აღნიშნულ თანამშრომლებთან შრომითი
ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2025 წლის ბოლოს მთავრდება). 2026 წლის 1 იანვრიდან,
კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების, ხოლო 2026 წლის 1 ივნისიდან – სახელმწიფო
ამზომველის ფუნქციების, განხორციელებისთვის იგეგმება აღნიშნული სამსახურის ბაზაზე კონკურსის
წესით 300 თანამშრომლის დასაქმება შრომითი ხელშეკრულებით. 2026 წლის 1 იანვრიდან,
კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებებისა და მათ შორის, სახელმწიფო ამზომველის
ფუნქციების
განხორციელებისთვის,
იგეგმება
სააგენტოს
გეოდეზიისა
და
გეოინფორმაციის
დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის ბაზაზე კონკურსის წესით 300 თანამშრომლის დასაქმება
შრომითი ხელშეკრულებით. ხელშეკრულებით. მათი შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო),
რომელიც სააგენტოს 2026 წლის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული, ჯამურად,
კალენდარული წლის ჭრილში შეადგენს 12 760 849 ლარს. დასაქმებულ პირთა დასაბეგრი საშემოსავლო
გადასახადის ჯამური ოდენობა კალენდარული წლის ჭრილში სავარაუდოდ იქნება 2 501 126 ლარი.
ამდენად, დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, დღეს არსებულ მდგომარეობასთან
შედარებით, დაახლოებით 50%-ით შემცირდება.
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
მოახდენს
სააგენტოს
შემოსავალზე
(ხოლო
იმის
გათვალისწინებით, რომ სააგენტოს წლიური დასაბეგრი მოგება 1 მილიონ ლარს აღემატება, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე – სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც), რადგან სააგენტოს მიერ გაწეული სამუშაოების წარმოებისთვის
დაწესდება საფასური.
კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
განაკვეთები, მომსახურების ვადები, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლებისა და
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
შესაბამისად,
სააგენტოს
აგეგმვითი/აზომვითი
მიერ
სამუშაოების
ტოპოგრაფიული,
შესრულების,
გეოდეზიური
კარტოგრაფიული,
და
საკადასტრო
ფოტოგრამმეტრიული
და
გეოინფორმაციული სერვისების გაცემის, აგრეთვე, საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური,
კარტოგრაფიული
და
ფოტოგრამმეტრიული
სამუშაოების
ზედამხედველობისთვის
საფასურები
განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების
საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით.
ამ კანონპროექტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობა
დაადგენს კანონპროექტის მიღების შემდეგ. მომსახურების საფასურისგან მიღებული სააგენტოს
შემოსავალის ოდენობა, დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ, 2026 წლის 1 ივნისიდან სააგენტოში
წარდგენილი განცხადებების რაოდენობაზე, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით შესაბამისი მომსახურების საფასურების ოდენობაზე.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
დაფინანსების წყაროა სააგენტოს საკუთარი სახსრები.
დღეის მდგომარეობით, სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის
აგეგმვის სამსახურში დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, რომლებიც 2025 წლის ბოლომდე
უზრუნველყოფენ საველე სამუშაოების ჩატარებას (ამასთანავე, აღნიშნულ თანამშრომლებთან შრომითი
ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2025 წლის ბოლოს მთავრდება). 2026 წლის 1 იანვრიდან,
კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების, ხოლო 2026 წლის 1 ივნისიდან – სახელმწიფო
ამზომველის ფუნქციების, განხორციელებისთვის იგეგმება აღნიშნული სამსახურის ბაზაზე კონკურსის
წესით 300 თანამშრომლის დასაქმება შრომითი ხელშეკრულებით. მათი შრომის ანაზღაურება
(თანამდებობრივი სარგო), რომელიც სააგენტოს 2026 წლის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით არის
გათვალისწინებული, ჯამურად, კალენდარული წლის ჭრილში შეადგენს 12 760 849 ლარს. ამასთანავე,
ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების,
კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემისა და საკადასტრო,
ტოპოგრაფიული,
გეოდეზიური,
კარტოგრაფიული
და
ფოტოგრამმეტრიული
სამუშაოების
ზედამხედველობის უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო გამოიყენებს უკვე არსებულ
მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და ინფრასტრუქტურას. კანონპროექტის წარდგენის ეტაპზე სხვა
საჭიროება იდენტიფიცირებული არ არის.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ,
განსახორციელებელი საპენსიო შენატანის სავარაუდო ოდენობა იქნება 255 217 ლარი. ამდენად, საპენსიო
შენატანის ოდენობა, დღეს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით შემცირდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს, ფინანსური თვალსაზრისით, გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც 2026 წლის 1
ივნისიდან მიმართავენ სააგენტოს ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების შესრულების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების
გაცემის,
აგრეთვე,
საკადასტრო,
ტოპოგრაფიული,
ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის
საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
გეოდეზიური,
მოთხოვნით.
კარტოგრაფიული
შესაბამისი
და
მომსახურების
2026 წლის 1 იანვრიდან, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების, ხოლო 2026 წლის 1
ივნისიდან – სახელმწიფო ამზომველის ფუნქციების, განხორციელებისთვის იგეგმება აღნიშნული
სამსახურის ბაზაზე კონკურსის წესით 300 თანამშრომლის დასაქმება შრომითი ხელშეკრულებით. მათი
შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), რომელიც სააგენტოს 2026 წლის წარდგენილი ბიუჯეტის
პროექტით არის გათვალისწინებული, ჯამურად, კალენდარული წლის ჭრილში შეადგენს 12 760 849
ლარს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების
უფლება კერძო პირებსაც შეუნარჩუნდებათ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება,
კერძოდ:
შვედეთის სამეფო
შვედეთის სამეფოში მიწის აზომვით საქმიანობას ახორციელებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო
ამზომველები. სახელმწიფო ამზომველები ეწევიან ყველა ტიპის აზომვით თუ საკადასტრო საქმიანობას,
რაც დაკავშირებულია უძრავი ქონების სამართლებრივ „ფორმირებასთან“,1 (აზომვას, საზღვრების
დადგენას, უფლებების რეგისტრაციას და სხვა), ხოლო კერძო ამზოველები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის
აზომვით სამუშაოებს ასრულებენ მათი უფლებამოსილების ფარგლებში (ტოფოგრაფიული სამუშაოები,
გეგმების მომზადება სამშენებლო მიზნებისათვის და სხვა2).3
შვედეთის სამეფოს რუკების, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული სააგენტო
(Lantmäteriet) არის შვედეთში აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე, კადასტრის წარმოებასა და უძრავი
ქონების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო.4
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (ფიზიკური
პირი, იურიდიული პირი და რიგ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო), სააგენტო გასცემს სარეგისტრაციო,
საკადასტრო და სასურველ ობიექტზე ინფორმაციას. თუ კანონი განსხვავებულ წესს (მაგ.: სააგენტოს
ინიციატივა) არ ითვალისწინებს, ქონების ფორმირების პროცედურა იწყება დაინტერესებული პირის მიერ
განცხადების შეტანით. აზომვითი სამუშაოების შესრულება მოიცავს რამდენიმე საფეხურს. პირველ
რიგში, მოწმდება განცხადების ფორმალური შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან. დგინდება,
წარმოდგენილია თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი და რამდენადაა დაინტერესებული პირი
უფლებამოსილი, დააყენოს შესაბამისი მოთხოვნა. პირველი ეტაპის დადებითად დასრულების
შემთხვევაში მოთხოვნის ობიექტზე სრულდება აზომვითი სამუშაოები.
აზომვითი სამუშაოების საფასური ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულია. საფასური
განისაზღვრება აზომვის მიზნების (სამშენებლო მიზანი, გასხვისება, ჩუქება, საზღვრის დადგენა, უძრავი
ქონების გაერთიანება და სხვა), შესასრულებელი სამუშაოს სირთულის (რელიეფი, ასაზომი ფართობი და
სხვა), სამუშაოს შესასრულებლად საჭირო დროისა და სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებით.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკა (ბავარიის მიწა)
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ბავარიის მიწა) უძრავ ქონებაზე აზომვითი სამუშაოების
შესრულების, საკადასტრო საქმიანობის წარმოების და უფლებების რეგისტრაციის წესების დადგენის
https://www.lantmateriet.se/sv/
https://studylib.net/doc/5528351/the-role-of-the-private-surveyors „The Role of the Private Surveyors“
3 აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსაგვსი მიდგომა აქვს შვედეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს
4 https://www.lantmateriet.se/sv/om-lantmateriet/vart-ansvar-och-uppdrag
1
2
უფლებამოსილება გადაცემული აქვს ფედერალურ მიწებს. მაგალითად, ბავარიის მიწაზე აზომვით
სამუშაოებს ახორციელებენ როგორც სახელმწიფო ამზომველები, ისე ოფიციალურად დანიშნული საჯარო
უფლებამოსილების მქონე კერძო ინჟინრები, რომლებსაც კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული
უფლებამოსილება ჩაატარონ საკადასტრო აზომვითი სამუშაოები.5
სახელმწიფო სამზომველო მიმართულებით, ბავარიის მიწაზე უმაღლესი საზედამხედველო
ადმინისტრაციული ორგანოა ბავარიის მიწის ფინანსთა და ეროვნულ საქმეთა სამინისტრო, რომლის
დაქვემდებარებაში მოქმედებს აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი ძირითადი ორგანო – ბავარიის
მიწის დიგიტალიზაციის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და აზომვითი სამუშაოების სამსახური (LDBV).
ბავარიის მასშტაბით, ბავარიის მიწის დიგიტალიზაციის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და
აზომვითი სამუშაოების სამსახური აერთიანებს დიგიტალიზაციის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და
აზომვითი სამუშაოების 51 ოფისს და 22 ფილიალს.6 ძირითად შემთხვევებში, უშუალოდ სწორედ ეს
ერთეულები ასრულებენ აზომვით სამუშაოებს. აზომვითი ჯგუფები აგრეთვე უზრუნველყოფენ
შენობების გეგმებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
მიწის რეესტრში არსებული ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს ციფრულ ან მატერიალურ
ფორმატში. აღწერილობის ტიპი და სიზუსტე დაფუძნებულია მიწის კანონმდებლობის მოთხოვნებზე.
საკადასტრო ცვლილებები ემსახურება ქონების საზღვრების დადგენასა და დაცვას, აგრეთვე, მიწის
რეესტრის შენარჩუნებასა და განახლებას.
აზომვითი სამუშაოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის განცხადება,
რომელიც ბავარიის მიწის დიგიტალიზაციის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და აზომვითი სამუშაოების
სამსახურს (ასევე, მის ნებისმიერ ფილიალს თუ ოფისს) ელექტრონული7 ან მატერიალური ფორმით
წარედგინება.
ბავარიის მიწაზე აზომვითი და საკადასტრო საქმიანობის საფასურს ადგენს ბავარიის მიწის
ფინანსთა და ეროვნულ საქმეთა სამინისტრო. აზომვითი სამუშაოების საფასური მრავალ ფაქტორზეა
დამოკიდებული.
დაინტერესებული პირის განცხადების
დამუშავების,
აზომვითი
სამუშაოების
შესრულების და საკადასტრო დოკუმენტების წარმოების/შედგენის მიხედვით, საფასური შეიძლება იყოს
ცვალებადი.
ასაზომი მიწისა და შენობების მესაკუთრეებმა და მფლობელებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომა
აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ
ამზომველების მიწაზე შესვლა და გადაადგილება, აზომვითი ნიშნების და სადამკვირვებლო პუნქტების
დამონტაჟება, ხარაჩოების აღმართვა სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში, რამდენადაც ეს
აუცილებელია აზომვითი სამუშაოებისთვის. შემოღობილ მიწაზე ან შენობებში შესვლის განზრახვა,
როგორც წესი, წინასწარ უნდა ეცნობოთ მესაკუთრეებს ან მფლობელებს. 8
დანიის სამეფო
დანიის სამეფოში საკადასტრო აზომვითი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო და კერძო
სექტორების თანხვედრილ ჩარჩოში, რომლის ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოა დანიის
გეომონაცემების
სააგენტო
(Geodatastyrelsen).9
აღნიშნული
სააგენტო
ექვემდებარება
კლიმატის,
ენერგეტიკისა და კომუნალური რესურსების სამინისტროს10, რომელიც პასუხისმგებელია უძრავი
https://www.bdvi.de/de/vermessungsingenieur-suche
https://www.ldbv.bayern.de/vermessung/amtsuche/
7 https://www.ldbv.bayern.de/mam/ldbv/dateien/vermessungsantrag.pdf
8 https://www.gesetze-bayern.de/Content/Document/BayVermKatG-13
9 https://eng.gst.dk/about-us
10 https://cadastraltemplate.org/denmark.php?
5
6
ქონების, მესაკუთრეთა, მმართველ სუბიექტთა და ქონების მდებარეობის მისამართების სანდო
რეგისტრაციაზე. საკადასტრო ცვლილებები ხორციელდება ლიცენზირებული კერძო ამზომველების
მიერ, რომლებიც ამზადებენ დოკუმენტაციას (საზღვრების ნახაზები, განაცხადები და სხვ.) და
ელექტრონულად წარადგენენ მას სააგენტოს ერთიანი პლატფორმის (MIA) მეშვეობით. სააგენტო აგრეთვე
უზრუნველყოფს წარდგენილი მონაცემების სამართლებრივ შეფასებას და მათი დადასტურების შემდეგ
აახლებს კადასტრს. სააგენტო აგრეთვე მართავს საკუთრებისა და მისამართების რეესტრებს, ავრცელებს
მონაცემებს ეროვნული პლატფორმის (Datafordeler.dk) მეშვეობით და პასუხისმგებელია საკანონმდებლო
რეგულაციების განხორციელებაზე ამზომველთა პროფესიის ფარგლებში.11
აზომვითი სამუშაოების პრაქტიკულად და დამოუკიდებლად ასრულებენ ლიცენზირებული კერძო
ამზომველები, რომელთა უფლებამოსილება და ზედამხედველობა უზრუნველყოფილია კანონით
„Chartered Surveyors Act“12, რომელიც განსაზღვრავს როგორც პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნებს,
ისე პროცედურულ უფლებამოსილებებს.
საკადასტრო მოთხოვნების უმეტესობა მოიცავს საველე სამუშაოების ფაზას, რაც გულისხმობს
არსებული ქონების საზღვრების მოძიებას, შემოწმებას და განსაზღვრას, ახალი საზღვრების განთავსებას
და მონიშვნას. აღნიშნული ეტაპის შემდეგ ადგილზე იწყება აზომვითი სამუშაოები. ლიცენზირებული,
სერტიფიცირებული ამზომველი ამზადებს დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვით დოკუმენტებს, რუკებს
და ტექსტს, რომელიც სქემატურად აღწერს საკადასტრო მონაცემებს.
ყველა დოკუმენტის შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ლიცენზირებული ამზომველი საქმეს
რეგისტრაციისთვის აგზავნის საკადასტრო ორგანოში. საკადასტრო ორგანო ამოწმებს მოთხოვნის
კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მონაცემების ხარისხს კადასტრის განახლებისთვის. საკადასტრო
ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ხარვეზების გამოსწორება ან დამატებითი ინფორმაცია.
ახალი ქონების საზღვრები რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე,
კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. გარდა ამისა, თუ სხვა მიწის მესაკუთრეებიც არიან
ჩართული პროცესში, ქონების წარმოდგენილ საზღვრებში რეგისტრაციისთვის აუცილებელია სათანადო
დოკუმენტზე ყველა დაინტერესებული მესაკუთრის ხელმოწერა. აღნიშნული დოკუმენტი შეიძლება
შეიცვალოს სასამართლოს ან ექსპროპრიაციის გადაწყვეტილებით.13
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
https://eng.gst.dk/about-us/offices/cadastre-and-property-registration
https://eng.gst.dk/danish-cadastre-office/chartered-surveyors
13 https://juridika.no/tidsskrifter/kart-og-plan/2024/2/artikkel/skovsgaard
11
12