საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა (№1-10498/25, 03.12.2025; №1-10535/25, 04.12.2025) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№176/2-XIმპ, 05.11.2025) და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№188/2-XIმპ, 10.11.2025) საქართველოს კანონების პროექტების გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.12.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-10498/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

წერილი
*GOV32500032546* GOV 3 25 00032546 03/12/2025 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 5 და 10 ნოემბერს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა საქართველოს კანონის პროექტი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29226; 05.11.2025; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №176/2-XIმპ; 05.11.2025) და საქართველოს კანონის პროექტი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29708; 10.11.2025; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №188/2-XIმპ; 10.11.2025). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ინიციირებული - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე. ზემოხსენებული რეფორმის ფარგლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება. ვინაიდან, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს კანონების პროექტები - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29226; 05.11.2025; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №176/2-XIმპ; 05.11.2025) და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29708; 10.11.2025; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №188/2-XIმპ; 10.11.2025) შინაარსობრივად ეხება სახელმწიფო სასწავლო გრანტის საკითხების რეგულირებას, რაც არ შეესაბამება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ინიციირებულ კანონპროექტს, მიზანშეწონილია ისინი გამოთხოვილ იქნეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 დეკემბრის №2010 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29226; 05.11.2025; პარლამენტში რეგისტრაციის №176/2-XIმპ; 05.11.2025) საქართველოს კანონის პროექტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29708; 10.11.2025; პარლამენტში რეგისტრაციის №188/2-XIმპ; 10.11.2025) საქართველოს კანონის პროექტს. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი
განკარგულება
საIართველოს aთარო 0ს 8 S68 Sრ გ უ ლ ეs N2010 2025 წლის დეკემბერი ქ. თბილისი 3 საქართველოს პარლამეწტიდაწ საქართველოს მთავრობის საკაწოწმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კაწონპროექტების გამოთხოვის შესახებ „საპარლამეწტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-4 მუხლის მე-5 პუწქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ვახტანგ ბაჩიაშვილს, მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს მთავრობის პარლამენტიდაწ საკანონმდებლო საქართველოს კანონის პროექტი გამოითხოვოს იწიციატივის - წესით საქართველოს წარდგენილი „უმაღლესი გაწათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29226; 05.11.2025; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №176/2-XIმპ; 05.11.2025) და საქართველოს კაწონის პროექტი - „უმაღლესი გაწათლების შესახებ“ საქართველოს კაწონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№29708; 10.11.2025; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №188/2-XIმპ; 10.11.2025). პრემიერ-მინისტრი E ირაკლი კობახიძე