ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 29
შენიშვნა ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
27 ოქტომბერი 2025 13:00
2025წლის 27 ოქტომბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. მოხსენება - ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ;
მომხსენებელი: ნინო ლაცაბიძე - ქ. რუსთავის მერი;
2. მოხსენება - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმის
განხორციელების შედეგები ცენტრალური ზონისთვის (ქ. რუსთავი);
მომხსენებელი: ნინო თხილავა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსა
და
კლიმატის
ცვლილების
დეპარტამენტის
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი;
3. მოხსენება - ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები;
მომხსენებელი: თამარ შარაშიძე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი
მოადგილე;
4. ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და განხორციელებული საქმიანობის
შესახებ 2025 წლის ანგარიში სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კომპეტენციის ფარგლებში;
მომხსენებელი:
ნელი
კორკოტაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
-
სსდ
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
სხდომის ოქმი N29
2025წლის 27 ოქტომბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე
კომიტეტის წევრები: ვარლამ ლიპარტელიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ხახუბია,
ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ჭყონია, ზაურ დარგალი, ვლადიმერ ბოჟაძე, დავით
დოლიძე.
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი - ნათია შამათავა, წამყვანი სპეციალისტი:
ფიქრია რობაქიძე (სხდომის მდივანი), უფროსი სპეციალისტი -ხათუნა მუკბანიანი.
მოწვეული სტუმრები: ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ნინო ლაცაბიძე - ქ. რუსთავის მერი; ნინო თხილავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის
ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
მარინე არაბიძე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების
მონიტორინგის უფროსი; ნელი კორკოტაძე - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
დღის წესრიგი:
1. მოხსენება - ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ.
2.
მოხსენება - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების
გეგმის განხორციელების შედეგები ცენტრალური ზონისთვის (ქ. რუსთავი)
3. მოხსენება - ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის
შედეგები.
4. ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და განხორციელებული
საქმიანობის შესახებ 2025 წლის ანგარიში სსდ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში.
დღის წესრიგის I საკითხი
მოისმინეს: ნინო ლაცაბიძის ინფორმაცია . აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების
მხარდაჭერით ქალაქ რუსთავში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
გარემოს დაცვა და ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვან
გამოწვევად რჩება.
მან
ისაუბრა
2020
წლიდან
დღემდე
ატმოსფერული
ჰაერის
მიმართულებით
განხორციელებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ
ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით აღებული ვალდებულებების დიდი
ნაწილი უკვე შესრულებულია.
შემუშავებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმა,
რომლის
მთავარ
პრიორიტეტს
წარმოადგენს
სამრეწველო,
სამშენებლო
და
სატრანსპორტო სექტორებიდან გამოწვეული დამბინძურებლების შემცირება. აღნიშნული
გეგმა ასევე ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ჰაერის
ხარისხის გაუმჯობესებისკენ და მოიცავს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის
გაფართოებას, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
განსაკუთრებით გამოკვეთა სატრანსპორტო სექტორში წარმატებით განხორციელებული
რეფორმები, როგორც შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის, ისე თბილისი–რუსთავის
მიმართულებით.
ნინო ლაცაბიძემ ასევე ისაუბრა მწვანე სივრცეების შენარჩუნებისა და განვითარების
მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე. კერძოდ, 2021–2025 წლებში ახალი რეკრეაციული
სივრცეები 219 853 კვ.მ ფართობზე გაშენდა. პარალელურად განხორციელდა მასშტაბური
ენერგოეფექტური პროექტები და დაიწყო ჭალის ტყეების აღდგენა-განვითარების
ღონისძიებები. რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად შეიმუშავეს.
პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენას და
ფინანსდება გარემოსდაცვითი ფონდიდან.
მან გამოყო რამდენიმე გამოწვევა, რომელიც კვლავ რჩება მოუგვარებელი, და კომიტეტსა
და სამინისტროს შესაბამისი რეაგირების თხოვნით მიმართა.
ქალაქ რუსთავში უსიამოვნო სუნის პრობლემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გარემოსდაცვით
გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის კუთხით საწარმოებში
ფორმალურად ყველაფერი წესრიგშია, საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას გამოიყოფა
სუნი, რომელიც მძიმე ზემოქმედებას ახდენს ქალაქის დიდ ნაწილზე.
აღინიშნა, რომ სამინისტროსთან არაერთ საწარმოზე მიმდინარეობდა კომუნიკაცია და,
შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია გარკვეული გარემოზე
ზემოქმედების
შეფასებების
(გზშ)
გადახედვა.
განსაკუთრებით
მძაფრი
სუნი
წარმოიქმნება ჯართის ღია წესით დაჭრის პროცესში, რაც ქალაქის გარემოსა და
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამასთანავე, პრობლემად
რჩება ნაგავსაყრელის საკითხიც, რომლის მოგვარებაზე რუსთავის მერია გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ქალაქს განსაკუთრებით აწუხებს, არის
არალეგალური ნაგავსაყრელები, საიდანაც ქალაქის გარკვეულ უბნებში უსიამოვნო სუნი
განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. აღნიშნულ საკითხზე სამინისტროსთან ერთად
ჩატარდა მონიტორინგი და 500-მეტრიან რადიუსში დარღვევა არ დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ პრობლემა კვლავ არსებობს და საჭიროებს გენერალური
გეგმების გადახედვასა და სისტემურ გადაწყვეტას.
აღინიშნა, რომ 2020–2021 წლებში მიღებული კანონმდებლობა ითვალისწინებდა
გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნას, რომელიც უნდა მოხმარდეს დაზიანებული
ტერიტორიების
გაუმჯობესებასა
და
ქალაქებში
სხვადასხვა
მწვანე
პროექტების
განხორციელებას. ქალაქ რუსთავისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ფონდის
ეფექტიანობის გაზრდა. მიზანშეწონილია ფონდის განკარგვის მექანიზმების დახვეწა და
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც მერიას შესაძლებლობას მისცემს
უფრო
ეფექტიანად
იმუშაოს
ატმოსფერული
ჰაერის
ხარისხის
გაუმჯობესების
მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ რუსთავი იყო პირველი ქალაქი, რომელმაც 2024 წელს აღნიშნულ
ფონდს მიმართა რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენის პროექტით. პროექტის
განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსები გამოიყო გარემოსდაცვითი
ფონდის
ბიუჯეტიდან,
რომელიც
გარემოსთვის
მიყენებული
ზიანის
ფულადი
ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით ფორმირდება. ჭალის ტერიტორიის
აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ატმოსფერული ჰაერის
ხარისხზე, რაც ქალაქისთვის პრიორიტეტულია, ხოლო მეორე მხრივ, შექმნის ლამაზ,
მოწესრიგებულ და მასშტაბურ რეკრეაციულ სივრცეს რუსთაველებისა და ქალაქის
სტუმრებისთვის.
ასევე ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება საწარმოო სექტორი. ცნობილია, რომ
საწარმოების გადაიარაღებამ და თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვამ 2021 წლის
შემდეგ ქალაქის ატმოსფერულ ჰაერზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინა.
თუმცა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ შესაბამის
გადაიარაღებას,
მხარდაჭერა.
აუცილებელია
მუნიციპალურ
ღონისძიებების
სამინისტროს
დონეზე
განხორციელება,
კი,
რომლებიც
უფრო
2026
აქტიური
წლიდან
ჰაერის
ჩართულობა
დაგეგმილია
ხარისხის
მართვის
და
ახალი
გეგმის
ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას
უზრუნველყოფს.
უკვე შემუშავებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმა,
რომლის მთავარ პრიორიტეტად რჩება სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო
სექტორებიდან
წარმოშობილი
დამაბინძურებლების
შემცირება.
გეგმა
ასევე
ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესებისკენ და მოიცავს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაფართოებას,
ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.
ამასთან, მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ქალაქ რუსთავისთვის კვლავ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საჭიროებს უფრო კომპლექსური ღონისძიებების
განხორციელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომიტეტისა და სამინისტროს
წარმომადგენლებს
სთხოვა
აქტიური
ჩართულობა,
მხარდაჭერა
და
საკითხების
ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი შეხვედრების გამართვა.
მოისმინეს: მაია ბითაძემ
დაცვა
ერთ-ერთი
აღნიშნა, რომ საკითხი აქტუალურია. ატმოსფერული ჰაერის
პრიორიტეტია,
რომელზეც
კომიტეტი
აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. კომიტეტი
კვლავ გააგრძელებს რუსთავის მერიასთან თანამშრომლობას, რათა მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგას ქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მოისმინეს: ნელი კორკოტაძის ინფორმაცია. ნაგავსაყრელთან დაკავშირებით აღინიშნა,
რომ ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა კომპანია, რომელიც აღნიშნულ
ტერიტორიაზე სამშენებლო და ინერტული ნარჩენების განთავსებას ახორციელებდა.
დადგინდა, რომ განთავსებული ნარჩენების მოცულობა ექვემდებარებოდა გარემოზე
ზემოქმედების კოდექსით რეგულირებულ საქმიანობას. შემოწმებისას ასევე გამოვლინდა
ისეთი ნარჩენების შერევა, რომლებიც აალებას იწვევდა. აღნიშნულ ფაქტზე გატარდა
შესაბამისი ღონისძიებები: კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და შეეზღუდა საქმიანობა.
აზრი გამოთქვა - ლექსო დალაქიშვილმა. ყველამ ვიცით, რომ ქალაქში უსიამოვნო სუნი
დგას. აუცილებელია დადგინდეს, საიდან მოდის ეს სუნი. აღნიშნულ ტერიტორიაზე
მდებარეობს ნაგავსაყრელები, ასფალტის ქარხანა და სხვადასხვა საწარმოები, რომლებიც
შესაძლოა დაბინძურების წყაროებს წარმოადგენდეს.
კითხვა დასვა: მაია ბითაძემ.
რა გვიშლის ხელს ქალაქში უსიამოვნო სუნზე დროული
და ეფექტიანი რეაგირებაზე?
უპასუხა ნელი კორკოტაძემ. ეს იყო უკანონო ნაგავსაყრელი. კომპანიას ნარჩენების
მართვის კოდექსიდან გამომდინარე ნარჩენების ამოვსების უფლება ჰქონდა, თუმცა მან ეს
უფლება არაკეთილსინდისიერად და ბოროტად გამოიყენა და ფაქტობრივად მოაწყო
ნაგავსაყრელი. აღნიშნული ნაგავსაყრელი დეპარტამენტის მიერ კონტროლზეა აყვანილი.
სუნთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ის დამოუკიდებლად არ არის წარმოქმნილი, რის
გამოც
აუცილებელია
გამომწვევი
წყაროს
იდენტიფიცირება.
ტერიტორიაზე
ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო, რომელთა გარემოზე ზემოქმედების ნებართვაში
სუნთან დაკავშირებული პრევენციული ან შემარბილებელი ღონისძიებები არ არის
გათვალისწინებული.
შესაბამისად,
საჭიროა
როგორც
გარემოზე
ზემოქმედების
ნებართვების, ისე სხვა გარემოსდაცვითი დოკუმენტების გადახედვა.
ამასთან, მიღებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი, რომელიც საწარმოებს
დაავალდებულებს
ინტეგრირებული
ნებართვის
აღებას.
აღნიშნული
კანონი
ამოქმედდება 2026 წლიდან და ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში
საწარმოებს განესაზღვრებათ კონკრეტული ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის,
წყალში ემისიებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.
ამ ეტაპზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გაზომვებთან დაკავშირებული
საკითხიც, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები სუნისა და
ემისიების სრულფასოვანი გაზომვისთვის.
დღის წესრიგის II საკითხი
მოისმინეს: ნინო თხილავას ინფორმაცია. შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესების ორი გეგმა: თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების
2017–2020 წლების სამოქმედო გეგმა და ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესების 2020–2022 წლების სამოქმედო გეგმა.
საქართველო–ევროკავშირის
ასოცირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით მოხდა კანონის
ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რამაც ქვეყანაში ატმოსფერული
ჰაერის
ხარისხის
მართვის
ევროპული
პრაქტიკის
დანერგვის
სამართლებრივი
საფუძველი შექმნა.
კერძოდ, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის
მოთხოვნების შესაბამისად განახლებული კანონის მიხედვით, საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება
ზონებსა და აგლომერაციებში.
ამავე კანონით დადგენილია, რომ თუ ზონაში ან/და აგლომერაციაში ატმოსფერულ
ჰაერში არსებული ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების დონეები აჭარბებს
ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, მიზნობრივ მნიშვნელობებს ან შესაბამის ტოლერანტობის
ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში მოქცეულ მუნიციპალიტეტ(ებ)თან
შეთანხმებით, შეიმუშავებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას. აღნიშნული
გეგმის მიზანია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით
დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმებისა ან
მიზნობრივი მნიშვნელობების მიღწევა (მუხლი 44¹).
ზონებისა
და
აგლომერაციების
იდენტიფიცირება
განხორციელდა
2021
წელს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით,
რომლის საფუძველზეც განსაზღვრულ იქნა 5 ზონა და 1 აგლომერაცია.
შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ცენტრალური ზონისთვის
(2023–2025). ცენტრალური ზონა ერთ-ერთია იმ ზონებს შორის, სადაც სსიპ — გარემოს
ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის
შედეგების მიხედვით, ცალკეულ ქალაქებში ფიქსირდება მყარი ნაწილაკებისა (PM) და
აზოტის დიოქსიდის (NO₂) ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება. შესაბამისად,
აღნიშნული ზონისთვის შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა,
რომლის მიზანია აღნიშნული დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირება და ჰაერის
ხარისხის გაუმჯობესება.
აღნიშნული მოთხოვნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების დამტკიცება
იმ ზონებისთვის ან/და აგლომერაციებისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად
მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ
მნიშვნელობას — ძალაში შევიდა 2022 წელს. მიუხედავად ამისა, 2020 წელს შემუშავდა და
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020–2022 წლებისთვის.
გარდა ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა, ევროკავშირის
მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები: თბილისის
აგლომერაციისთვის 2024–2026 წლების პერიოდში და შავი ზღვის ზონისთვის 2025–2027
წლების პერიოდში, რომელიც მოიცავს ქალაქებს: ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი. აგრეთვე,
ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით დაიწყო ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის
შემუშავება დასავლეთი ზონისთვის.
ცენტრალურ ზონაში, 2024 წლისთვის, განთავსებული იყო ჰაერის ხარისხის
მონიტორინგის ორი ავტომატური სადგური, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ზომავდა
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების, მათ შორის მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5)
კონცენტრაციას.
განისაზღვრა და დაწესდა კონკრეტული, სავალდებულო ქმედებები ინერტული
მასალების ამოღებისა და მსხვრევის საქმიანობიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების
მიზნით. მიმდინარეობს სამრეწველო ობიექტების ინსპექტირება, ასევე ამტვერებადი
სამშენებლო მასალების შენახვა-დისტრიბუციის პროცესის კონტროლი. დაიგეგმა და
განხორციელდება
საგზაო
ინფრასტრუქტურული
პროექტები,
რეგულარულად
სრულდება სამრეწველო ზონის მიმდებარედ ქუჩების სველი წესით დამუშავება და
გაგრძელდება ქალაქ რუსთავში იაღლუჯის მთის გამწვანების სამუშაოები.
დაინერგა ავტომობილებიდან გაფრქვევების კონტროლის სისტემა. 2023 წლის 4
სექტემბრიდან ქალაქ რუსთავში ავტომობილების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლი
ხორციელდება ერთი ეკიპაჟით, შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით.
ასევე, დაინერგა სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი საერთაშორისო
მნიშვნელობის გზებზე. ამისთვის განხორციელდა ცვლილებები „საგზაო მოძრაობის
შესახებ“
საქართველოს
კანონსა
და
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, და შერჩეულ იქნენ მონიტორინგის შესაბამისი
წერტილები.
ცენტრალურ ზონაში განხორციელდა საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლიც.
2023–2025 წლებში აღებულ იქნა საწვავის (ბენზინი, დიზელი).
ტრანსპორტიდან გამოწვეული დაბინძურების შერბილების მიზნით გაფართოვდა
რეკრეაციული ზონები. კერძოდ, დაირგო მწვანე ნარგავები, შეიქმნა ახალი რეკრეაციული
სივრცეები და განხორციელდა არსებული რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია.
სამომავლო გეგმებისა და შემდგომი ნაბიჯებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ:
დაინერგება სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის
კონტროლი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე;
გაგრძელდება
ინფრასტრუქტურული
ღონისძიებები
გადაადგილების
ალტერნატიული ფორმების განვითარების მიზნით, რაც მოიცავს ფეხით,
ველოსიპედით,
საზოგადოებრივი
ტრანსპორტით
და
ელექტრომობილით
გადაადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;
გაფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, ავტომატური სადგურები
განთავსდება ქალაქ ბოლნისში, გორში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში;
შემუშავდება ჰაერის ხარისხის ეროვნული მოდელი, რომელიც მოიცავს
ცენტრალურ ზონას;
ქ. რუსთავში განხორციელდება მყარი ნაწილაკებით დაბინძურების წილის
დადგენის
კვლევა
და
შეიქმნება
ჰაერის
დაბინძურების
მოსახლეობის
ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების ინდიკატორები, რაც დამოკიდებული
იქნება დაფინანსების მოძიებაზე;
2025 წლის მეორე ნახევარში ჩატარდება გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის
ამაღლების ღონისძიებები.
დღის წესრიგის III საკითხი
მოისმინეს: მარინა არაბიძის ინფორმაცია. აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს ეროვნული სააგენტო
ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგი მიმდინარეობს 8 ავტომატური
სადგურისა და ინდიკატორული გაზომვების მეშვეობით.
ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი იზომება იმ სტანდარტებით, რომლებიც
მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში. ქალაქში ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის მონიტორინგის ფონური ტიპის ორი სტაციონარული სადგური, სადაც იზომება
შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მყარი ნაწილაკები (PM10,
PM2.5), აზოტის ოქსიდები (NO, NOx, NO2), გოგირდის დიოქსიდი (SO2), ნახშირბადის
მონოქსიდი (CO) და ოზონი (O3).
ასევე ტარდება ინდიკატორული გაზომვები ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდის
(NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად.
რაც შეეხება ინდიკატორული გაზომვების შედეგებს, 2025 წელს ჩატარებული ორი ეტაპის
მონაცემების მიხედვით აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება დაფიქსირდა
კლდიაშვილის ქუჩაზე (სუპერმარკეტ „მადაგონთან“) და კოსტავას ქუჩაზე №19-თან.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებშიც აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება იმავე ლოკაციებზე
ფიქსირდებოდა.
2021 წლის ბოლოდან ქალაქ რუსთავში დაიწყო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, კადმიუმის,
დარიშხანის, ნიკელისა და ბენზაპირენის უწყვეტი მონიტორინგი. მიღებული შედეგების
მიხედვით,
2023
წლის
ჩათვლით
საშუალო
წლიური
ნორმების
გადაჭარბების
შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემები უწყვეტ რეჟიმში
ხელმისაწვდომია ჰაერის ხარისხის პორტალზე .
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ გაგრძელდება ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი არსებული ავტომატური სადგურების
საშუალებით, ასევე გაგრძელდება ინდიკატორული გაზომვები, ხოლო 2026 წელს
ამოქმედდება ახალი ავტომატური მონიტორინგის სადგურები.
აზრი გამოთქვა: ნინო ლაცაბიძემ. ამტვერების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის საქონლის
გადასარეკ ტრასებზე. აღნიშნული ტრასების რუკები წლებია არ გადახედილა და,
სავარაუდოდ, საჭიროებს განახლებას. გთხოვთ, სამომავლო გეგმების განხილვისას
განიხილოთ რუკების კორექტირების საკითხიც, ვინაიდან აღნიშნული ტრასები დღეს
თითქმის დასახლებულ ტერიტორიებზე გადის.
დღის წესრიგის IV საკითხი
მოისმინეს: ნელი კორკოტაძემ აღნიშნა, რომ თითქმის ყველა იმ მსხვილ საწარმოში,
რომლებიც გავლენას ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დეპარტამენტმა
მოახდინა ინტენსიური და კომპლექსური ინსპექტირებები, რომლის ფარგლებში
დაიდენტიფიცირდა
გამოწვევები.
აღნიშნა,
რომ
ამ
კომპანიებმა
დაიწყეს
თვითმონიტორინგის ხელსაწყოებზე ზრუნვა ასევე, გარემოსდაცვის დოკუმენტაციის
მოწესრიგება და გადაიარაღების პროცესიც.
ასევე აღნიშნა, რომ 2024–2025 წლებში შემოწმებათა გეგმისა და ცენტრალური ზონისთვის
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შესაბამისად, რუსთავსა და მიმდებარე
ტერიტორიაზე ინსპექტირებულია 57 რეგულირების ობიექტი, სულ განხორციელდა 108
ინსპექტირება (გეგმიური შემოწმება, დათვალიერება-შესწავლა);
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინსპექტირებულია 80 რეგულირების ობიექტი, სულ
განხორციელდა 98 ინსპექტირება (გეგმიური შემოწმება, დათვალიერება-შესწავლა).
2024-2025 წ.წ. განხორციელდა
80 საწარმოს
დარღვევა.
და
ასევე,
გარდაბანსა
98 ინსპექტირება . გამოვლინდა - 132
რუსთავში
განხორციელდა
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მქონე ობიექტების გეგმიური შემოწმება. გამოვლინდა 7 დარღვევა.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლის კუთხით 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქ.
რუსთავში ხორციელდება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის გზებზე კონტროლი.
• მოქმედებს 2 ეკიპაჟი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალება, აღიჭურვა
გამონაბოლქვის გამზომი აპარატურით და სხვა საჭირო ხელსაწყოებით.
•
ქ. რუსთავში ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის მძღოლების მიმართ გამოწერილია 1800-ზე მეტი საჯარიმო
ქვითარი.
საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლის კუთხით საავტომობილო ბენზინისა და
დიზელის საწვავის ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით, განხორციელდა ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯების აღება
ქვემო ქართლის რეგიონში.
20024–2025 წლებში განხორციელდა 80 საწარმოს 98 ინსპექტირება, რომლის შედეგად
გამოვლინდა 132 დარღვევა.
გარდაბნისა და რუსთავის ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე
ობიექტების გეგმიური შემოწმება განხორციელდა და გამოვლინდა 7 დარღვევა.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლის კუთხით 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქ.
რუსთავში ხორციელდება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის გზებზე მონიტორინგი.
ფუნქციონირებს 2 ეკიპაჟი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით, აღიჭურვა
გამონაბოლქვის გაზომვის აპარატურითა და სხვა საჭირო ხელსაწყოებით. ქ. რუსთავში
ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ
გამოწერილია 1800-ზე მეტი საჯარიმო ქვითარი.
საავტომობილო
დადგენილ
ბენზინისა
ნორმებთან
და დიზელის საწვავის ხარისხის კანონმდებლობით
შესაბამისობის
დასადგენად
ქვემო
ქართლის
რეგიონში
განხორციელდა საწვავის სინჯების აღებ
მოისმინეს: მაია ბითაძემ
წარმოდგენილი ანგარიშებისთვის სტუმრებს მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან და ამ მხრივ
არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივანი
ფიქრია რობაქიძე