„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#236/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად გამოყოფილი პირი;“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ იქნეს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება.“. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს ამ მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება, ასევე არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში შეთავაზებული ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზი, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა. 1 11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს.“; 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში ზეპირად, მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ: ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 2 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, ასევე ალტერნატიული სვლაგეზი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, ასევე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას.“. 5. 111 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. 5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის, ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.“. 6. 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 112 „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა მათ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, 3 მართლწესრიგს, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებასა და ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს ან/და მონაწილეებს ზეპირად მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დაცვის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს სავალდებულო მითითებით შესთავაზოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, ასევე სვლაგეზი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წესდება, თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა უფლებები დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, ასევე სვლაგეზის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას.“. 7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის, ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.“. 8. მე-13 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი იმის თაობაზე, რომ თუ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევა უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ შეწყდა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებული იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. გაფრთხილების მიღებიდან დაუყოვნებლივ ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის 4 აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი იმის თაობაზე, რომ თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებული იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. გაფრთხილების მიღებიდან დაუყოვნებლივ ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის, ხალხის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, სათანადო გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია. შეკრების ან მანიფესტაციის ეს მონაწილე კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებმა გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში იმავე პუნქტებით გათვალისწინებული მასობრივი კანონდარღვევა არ შეწყვიტეს ან თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, თუმცა მასობრივი კანონდარღვევა მაინც არ შეწყდა გაფრთხილებიდან 15 წუთის განმავლობაში, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ, ამასთანვე, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართოს.“. 5 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტების თანახმად, შეკრება ან მანიფესტაცია, ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია. არსებობს კონსენსუსი დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასთან მიმართებით, თუმცა ამ უფლების გამოვლინება ხშირად კონფლიქტში მოდის სხვათა უფლებებთან, ან საზოგადოების ინტერესებთან, ისეთებთან, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და ა.შ. პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური უფლების რეალიზაციისას, მანიფესტაციის ორგანიზატორების და მონაწილეების უფლება ბუნებრივად უპირისპირდება სხვათა უფლებებს, მათ შორის, უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც საგზაო მოძრაობის შეფერხებით შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, რომ ჩაერიოს სხვათა უფლებების დასაცავად.1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეკრების უფლება მართალია მოიცავს შეკრების შინაარსის, დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის თავისუფლებას, თუმცა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების დრო, ადგილი და ფორმა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.2 ამავდროულად, როდესაც შეკრების უფლება სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან და ღირებულებებთან მოდის კონკურენციაში, იმისდა მიხედვით, რამდენად მწვავე და მასშტაბურია ჩარევა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად სცდება შეკრება თანმდევი დისკომფორტის ზღვარს და ზღუდავს სხვა პირთა უფლებებსა თუ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს, განსხვავებულია ამ შეკრების/დემონსტრაციის კონსტიტუციური დაცვის ხარისხიც და იგი შესაძლოა, იხ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26. 2 იხ. „ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13. 1 7 სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას დაექვემდებაროს.3 ბუნებრივია, მანიფესტაციის მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეიკრიბონ მათთვის ხელსაყრელ ადგილას და მათივე არჩეული ფორმით გამოხატონ პროტესტი, თუმცა ცხადია, რომ საზოგადოებას ვერ დაეკისრება შეკრების უფლებით დასაცავი სიკეთეების ხარჯზე, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის უსასრულო თმენის ვალდებულება. მსგავს ვითარებაში, სახელმწიფო პასუხისმგებელია, მიაღწიოს გონივრულ ბალანსს, ერთი მხრივ, შეკრების უფლების სათანადო გარანტირებასა და, მეორე მხრივ, იმ პირთა ინტერესების დაცვას შორის, რომელთა ცხოვრებასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე ეს შეკრება უარყოფითად აისახება.4 შეკრების თავისუფლებისადმი ანალოგიური მოდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. მისი განმარტებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული შეკრების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ის მთელ რიგ შემთხვევებში შეზღუდვას ექვემდებარება. თუ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და მონაწილეები განზრახ არღვევენ შეკრების ან მანიფესტაციის დამარეგულირებელ კანონმდებლობას, შეკრებას ან მანიფესტაციას განზრახ ისე გეგმავენ, რომ ყოველდღიური ცხოვრების რიტმი იმაზე მეტად დაირღვეს ვიდრე ეს გარდაუვალია, ასეთი შეკრება ან მანიფესტაცია არ შეიძლება სარგებლობდეს დაცულობის ისეთი ხარისხით, როგორც პოლიტიკური დებატები, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს მიკუთვნებულ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა ან აზრის მშვიდობიანად გამოხატვა სარგებლობს. უფრო მეტიც, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის გამართვის თავისუფლებაში ჩასარევად სახელმწიფოებს ფართო მიხედულების ფარგლები აქვთ. შეკრებებისა და მანიფესტაციების მიერ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის განზრახ სერიოზული დარღვევა და სხვათა კანონიერ საქმიანობაში განზრახ სერიოზული ხელშეშლა, როცა ასეთი დარღვევა და ხელშეშლა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ მასშტაბს, რასაც შეკრების თავისუფლებით დასაშვები ფარგლებით სარგებლობა გამოიწვევდა, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „გასაკიცხ ქმედებად“ უნდა შეფასდეს. ასეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შესაძლოა გამართლებული იყოს სანქციის, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე სანქციის დაწესება.5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული განმარტებების საწინააღმდეგოდ, ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროს, რიგ შემთხვევებში, სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არასამართლიანი შეზღუდვის ხარჯზე შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებისათვის უპირობო უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებს, რამაც Ibid, II-16. Ibid, II-47. 5 იხ. MAKARASHVILI AND OTHERS v. GEORGIA, §§86, 87; KUDREVIČIUS AND OTHERS v. LITHUANIA §§156, 173. 3 4 8 აღნიშნული სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია შეკრებების ან მანიფესტაციების ჩატარების დროს ეფექტიანად იქნეს უზრუნველყოფილი სამართლიანი ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის სხვა კონსტიტუციურ უფლებებს შორის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად:  დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება;  თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს;  რეგულირდება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის საკითხები იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს მასობრივად განზრახ უგულებელყოფენ. 9 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების შემჭიდროებულ ვადებში დარეგულირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახდელის სახით ჯარიმის ნაცვლად გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა. სახდელის სახით შესაფარდებელი ჯარიმის გაუქმებიდან გამომდინარე, შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 10 კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისთვის სახდელის სახით ჯარიმის ნაცვლად გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 11 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 12 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 13