„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
1. 1741 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ამოღებული იქნეს.
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11
მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით
გათვალისწინებული
ნორმების დარღვევა, აგრეთვე, „შეკრებებისა
და
2
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11 მუხლით
გათვალისწინებული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც
საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების,
საწარმოების,
დაწესებულებებისა
და
ორგანიზაციების
ნორმალური
ფუნქციონირების, ტრანსპორტის, ქვეითთა შეუფერხებელი გადაადგილების ან
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ასევე
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8
მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და
ჩატარების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს
ადმინისტრაციულ
პატიმრობას
15
დღემდე
ვადით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი
ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება
ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში
სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553,
554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001,
1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე
მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 116
5
მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით,
1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით,
151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის
მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის
მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით,
1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18
ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით,
1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175
1 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177
8, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე
მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183-ე,
187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2
ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის
შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
წარდგენის შემთხვევაში.“.
3. 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებს,
რომლებიც
10
3
1
1
3
5
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 , 58 , 86 , 107 –107 , 107 , 108-ე, 1141, 1142 და
1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა
ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–
1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი
ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168,
118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის
125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–
72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე
მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352–1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით,
1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე4 ნაწილებით, 155-ე და 1562–1564 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 167ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით
(ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და
პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის,
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ
(გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741 მუხლის მე-5 და მე-7
ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174
16–17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის
მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–1811, 1813–1815, 182-ე–182
5, 190-ე, 1902–1911 და 1983 მუხლებით.“;
ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი,
მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1562–
1564 მუხლებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს
თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო
საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის,
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის,
აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის
ტრანსპორტში
ჩადენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისა)),
1
17
18
174 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით, 174 და 174 მუხლებით, 177-ე მუხლის
პირველი, მე-2–მე-3, მე-6–მე-7, მე-9–მე-11 და მე-14 ნაწილებით, 1763, 17715, 190-ე და
1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას,
თუ
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა
ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტების თანახმად,
შეკრება ან მანიფესტაცია, ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის
შემადგენელი ნაწილია. არსებობს კონსენსუსი დემოკრატიულ საზოგადოებაში
გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასთან მიმართებით, თუმცა ამ უფლების
გამოვლინება ხშირად კონფლიქტში მოდის სხვათა უფლებებთან, ან საზოგადოების
ინტერესებთან, ისეთებთან, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება
და ა.შ. პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური უფლების რეალიზაციისას,
მანიფესტაციის ორგანიზატორების და მონაწილეების უფლება ბუნებრივად
უპირისპირდება სხვათა უფლებებს, მათ შორის, უფლებას თავისუფალ
გადაადგილებაზე, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც
საგზაო მოძრაობის შეფერხებით შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი კონფლიქტის
არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, რომ
ჩაერიოს სხვათა უფლებების დასაცავად.1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეკრების უფლება
მართალია მოიცავს შეკრების შინაარსის, დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის
თავისუფლებას, თუმცა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების დრო, ადგილი
და ფორმა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.2
ამავდროულად, როდესაც შეკრების უფლება სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან
და ღირებულებებთან მოდის კონკურენციაში, იმისდა მიხედვით, რამდენად მწვავე
და მასშტაბურია ჩარევა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად
სცდება შეკრება თანმდევი დისკომფორტის ზღვარს და ზღუდავს სხვა პირთა
უფლებებსა თუ სხვა ლეგიტიმურ
ინტერესებს, განსხვავებულია
ამ
შეკრების/დემონსტრაციის კონსტიტუციური დაცვის ხარისხიც და იგი შესაძლოა,
იხ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “,
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს
მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26.
2 იხ. „ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-13.
1
სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას დაექვემდებაროს.3 ბუნებრივია, მანიფესტაციის
მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეიკრიბონ მათთვის ხელსაყრელ
ადგილას და მათივე არჩეული ფორმით გამოხატონ პროტესტი, თუმცა ცხადია, რომ
საზოგადოებას ვერ დაეკისრება შეკრების უფლებით დასაცავი სიკეთეების ხარჯზე,
საკუთარი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის უსასრულო თმენის
ვალდებულება. მსგავს ვითარებაში, სახელმწიფო პასუხისმგებელია, მიაღწიოს
გონივრულ ბალანსს, ერთი მხრივ, შეკრების უფლების სათანადო გარანტირებასა
და, მეორე მხრივ, იმ პირთა ინტერესების დაცვას შორის, რომელთა ცხოვრებასა და
ყოველდღიურ საქმიანობაზე ეს შეკრება უარყოფითად აისახება.4
შეკრების თავისუფლებისადმი ანალოგიური მოდგომა აქვს ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოსაც. მისი განმარტებით ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-11 მუხლით დაცული შეკრების თავისუფლება არ არის
აბსოლუტური ხასიათის და ის მთელ რიგ შემთხვევებში შეზღუდვას
ექვემდებარება. თუ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და
მონაწილეები განზრახ არღვევენ შეკრების ან მანიფესტაციის დამარეგულირებელ
კანონმდებლობას, შეკრებას ან მანიფესტაციას განზრახ ისე გეგმავენ, რომ
ყოველდღიური ცხოვრების რიტმი იმაზე მეტად დაირღვეს ვიდრე ეს
გარდაუვალია, ასეთი შეკრება ან მანიფესტაცია არ შეიძლება სარგებლობდეს
დაცულობის
ისეთი
ხარისხით,
როგორც
პოლიტიკური
დებატები,
საზოგადოებრივი ინტერესის საგანს მიკუთვნებულ საკითხზე მოსაზრების
გამოთქმა ან აზრის მშვიდობიანად გამოხატვა სარგებლობს. უფრო მეტიც, ასეთი
შეკრების
ან
მანიფესტაციის
გამართვის
თავისუფლებაში
ჩასარევად
სახელმწიფოებს ფართო მიხედულების ფარგლები აქვთ. შეკრებებისა და
მანიფესტაციების მიერ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის განზრახ სერიოზული
დარღვევა და სხვათა კანონიერ საქმიანობაში განზრახ სერიოზული ხელშეშლა,
როცა ასეთი დარღვევა და ხელშეშლა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ მასშტაბს, რასაც
შეკრების თავისუფლებით დასაშვები ფარგლებით სარგებლობა გამოიწვევდა,
სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „გასაკიცხ ქმედებად“ უნდა
შეფასდეს. ასეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შესაძლოა გამართლებული იყოს
სანქციის, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე სანქციის დაწესება.5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს აღნიშნული განმარტებების საწინააღმდეგოდ, ამჟამად
მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების
დროს, რიგ შემთხვევებში, სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
არასამართლიანი
შეზღუდვის
ხარჯზე
შეკრებისა
და
მანიფესტაციის
მონაწილეებისათვის უპირობო უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებს, რამაც
Ibid, II-16.
Ibid, II-47.
5 იხ. MAKARASHVILI AND OTHERS v. GEORGIA, §§86, 87; KUDREVIČIUS AND OTHERS v.
LITHUANIA §§156, 173.
3
4
აღნიშნული სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა
შეიძლება გამოიწვიოს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია შეკრებების ან მანიფესტაციების
ჩატარების დროს ეფექტიანად იქნეს უზრუნველყოფილი სამართლიანი ბალანსის
დაცვა,
ერთი
მხრივ,
საქართველოს
კონსტიტუციის
21-ე
მუხლით
გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის სხვა
კონსტიტუციურ უფლებებს შორის.
აღნიშნულიდან
გამომდინარე
პასუხისმგებლობის
სახე
და
სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
ასევე
ზომა
იცვლება
შესაბამისი
ადმინისტრაციული
ადმინისტრაციული
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
სათანადოდ
მოწესრიგდება
„ა.ა.ა“
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად იცვლება შესაფარდებელი ადმინისტრაციული
სახდელის სახე და ზომა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების შემჭიდროებულ ვადებში
დარეგულირების
აუცილებლობიდან
გამომდინარე,
მოთხოვნილია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საჭიროების
შემთხვევაში
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
ვალდებულებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახდელის სახით ჯარიმის ნაცვლად
გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა. სახდელის სახით
შესაფარდებელი ჯარიმის გაუქმებიდან გამომდინარე, შემცირდება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
ვალდებულებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენი
პირებისთვის სახდელის სახით ჯარიმის ნაცვლად გათვალისწინებული იქნება
ადმინისტრაციული პატიმრობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა
ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა
ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.