საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გოგა გულორდავას, ვლადიმერ ტატიშვილისა და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურებთან (№1-10367/25, 28.11.2025; №8747, 28.11.2025) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-09
ბიუროს ნომერი 98
📜 ტექსტი
წერილი
2-16984/25
08-12-2025
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ დეპარტამენტს
გეგზავნებათ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
კენჭისყრისათვის შესატანად საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გოგა გულორდავას, ვლადიმერ
ტატიშვილისა და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ (№110367/25, 28.11.2025; №8748, 29.11.2025).
ასევე, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-16978/25
08-12-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გოგა
გულორდავას, ვლადიმერ ტატიშვილისა და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურების
წარდგენის შესახებ
(№1-10367/25, 28.11.2025; №8748, 29.11.2025).
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 8
დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გოგა გულორდავას, ვლადიმერ
ტატიშვილისა და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით (მომხრე - 6) რეკომენდაციას უწევს გოგა გულორდავას არჩეულ იქნეს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წევრად არჩევის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-13
პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 187-ე მუხლის
შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს ------- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის წევრად 6 წლის ვადით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 26 იანვრიდან.