საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანამდევი პროექტების (№07-2/420; 11.09.2024) დაჩქარებული წესით განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-10
ბიუროს ნომერი 100 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წერილი
2-17154/25
10-12-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (07-2/420/10; 24.09.2025).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 17 სექტემბრის N383/6 გადაწყვეტილებით,
აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 8 დეკემბრის N97/17-XIმპ
გადაწყვეტილებით მიღებულია აღნიშნული კანონპროექტების დაჩქარებული წესით
განხილვა, ხოლო განხილვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 12
დეკემბერი. საკითხის სრულყოფილად განხილვის მიზნით, აღნიშნულ ვადაში
კანონპროექტების
განხილვა
ვერ
ხერხდება,
შესაბამისად,
მიზანშეწონილია,
კანონპროექტები დაჩქარებული წესით განხილულ იქნეს მომდევნო პლენარულ
სხდომებზე.
გთხოვთ, განსაზღვროთ აღნიშნული კანონპროექტების განხილვის ახალი ვადები.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge