საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აჰმედ ალნუაიმის მოსმენა თემაზე: „საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკა“
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-12-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 23
შენიშვნა სხდომის მე-2 ნაწილი დაიხურა.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
2025 წლის 8 დეკემბერი, 13:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,
აჰმედ ალნუაიმის მოსმენა თემაზე:
„საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები და არაბთა გაერთიანებული
საამიროების საგარეო პოლიტიკა“.
2.
„2019 წლის 27 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო
შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის
პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ( 204/6; 18.11.2025)
მომხსენებელი: ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N23
2025 წლის 8 დეკემბერი, 13:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, დავით დოლიძე,
ლევან მახაშვილი, მაია ბითაძე (ჩანაცვლება თორნიკე ფაღავა), ირაკლი ქადაგიშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი გიორგი შარაშიძე;
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს
წარმომადგენლები, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის
მეგობრობის
წევრები,
საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტების
აპარატის
თანამშრომლები, მედია.
დღის წესრიგი
1.
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების
სრულუფლებიანი ელჩის, აჰმედ ალნუაიმის მოსმენა თემაზე:
საგანგებო
და
„საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები და არაბთა
გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკა“.
2. „2019 წლის 27 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის
(ქვეშეთი-კობი)
გზის პროექტი)“
№1
ცვლილების
წერილ-შეთანხმება“ (204/6;
18.11.2025)
მომხსენებელი: ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი
/ქვემოთ მოცემული საკითხები გადაიდო მომხსენებლის მიერ საპატიო მიზეზით/
3. „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (206/6 19.11.2025)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ
იოსელიანი
4. „საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის
შესახებ“ შეთანხმება (207/6 19.11.2025)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ
იოსელიანი
5. „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (208/6 19.11.2025)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ
იოსელიანი
6. „საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (209/6 19.11.2025)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ
იოსელიანი
სხდომის მსვლელობა
სხდომას მიესალმა სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. სხდომის
უფლებამოსილება განისაზღვრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების
დასწრებით. თავმჯდომარემ გააცნო დღის წესრიგი დამსწრე საზოგადოებას და
ერთხმად გადაწყვიტეს ბატონი ელჩის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის
დახურული რეჟიმის სახით წარმართვა.
პირველი საკითხი
სხდომაზე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩს, აჰმედ ალნუაიმის მოუსმინეს.
დიპლომატმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტებზე, ორმხრივი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მზარდ
დინამიკაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ვაჭრობის ხელშეწყობასა და
ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
-
დღეს საქართველო გაერთიანებული საამიროებისთვის არის ერთ-ერთი
ყველაზე ღირებული პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს
საქართველოს თავისი ინფრასტრუქტურის, კავშირსა და ეკონომიკური
შესაძლებლობების გამოყენებაში. ჩვენი ჩართულობა შუა დერეფანში, ხაზს
კიდევ უფრო უსვამს ჩვენს შეხედულებას საქართველოს როლზე,
საქართველოში გაერთიანებული საამიროების ინვესტიციები წარმოადგენს
კიდევ ერთ ძალიან კარგ მაგალითს, რომელიც საკუთარი ქვეყნის გრძელვადიან
ხედვას გამოხატავს. ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია,
თუმცა, არსებობს უფრო მეტი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.
გაერთიანებული საამიროები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
ექსპორტის განსავითარებლად და კერძო სექტორთან ურთიერთობის
გასაღრმავებლად. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ არაბთა
გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტში
ისწავლონ. გაერთიანებული საამიროების და საქართველოს პარტნიორობა
ერთნაირ ღირებულებებს და მომავლის მსგავს ხედვას ეფუძნება. მინდა
მადლიერება გამოვხატო თქვენი მუდმივი ძალისხმევისთვის, რომ გაძლიერდეს
ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის. ჩვენ გაზიარებული გვაქვს
ვალდებულება, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც
ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს.
დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა, დახურულ კარს მიღმა
წარიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
-
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები
უფრო და უფრო ღრმავდება. ჩვენ საკმაოდ კარგი პოლიტიკური
ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასევე განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის
ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ სავაჭრო
კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების აუცილებლობაზე. ასევე, აქცენტი
გაკეთდა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების
განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა საქართველოს მიმართ
კეთილგანწყობა და საკუთარი ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ, საჯაროდ უკვე
პარლამენტში გამართულ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე;
მეორე საკითხი
კომიტეტის სხდომაზე „2019 წლის 27 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი)“ N1 ცვლილების
წერილ-შეთანხმება“ მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი,
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გააცნო.
-
შეთანხმება
ითვალისწინებს
აზიის
განვითარების
ბანკის
მიერ
საქართველოსთვის დაახლოებით 370 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას
26 წლის ვადით (მათ შორის 11 წელი შეღავათიანი). შეთანხმებას 2019 წლის 27
აგვისტოს მოეწერა ხელი. პროცენტული განაკვეთი ცვალებადია და
დამოკიდებულია
EURIBOR-ზე.
აღნიშნული
ფინანსური
რესურსით
ფინანსდება
ჩრდილოეთ-სამხრეთის
დერეფანზე
ქვეშეთი-კობის
23კილომეტრიანი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა. მთლიანი
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 558,6 მილიონი აშშ დოლარი. იგი
ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის ფინანსური რესურსით და ასევე, საქართველოს
მთავრობის თანამონაწილეობით.
2025 წლის 10 ნოემბერს ხელი მოეწერა აღნიშნული ცვლილების წერილშეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სასესხო თანხების გამოყოფისა და
გამოთხოვის დეტალების კორექტირებას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.
წევრებმა,
სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია
წარდგენილი
დოკუმენტის