საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის მომართვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანამდევი კანონების პროექტების (№223/2-XIმპ, 02.12.2025) გამარტივებული წესით განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
წერილი
2-17269/25
11-12-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№223/2-XIმპ,
02.12.2025).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 8 დეკემბრის N97/1-XIმპ
გადაწყვეტილებით კანონპროექტების განმხილველ წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო
კომიტეტად - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ასევე აღნიშნული კანონპროექტების
გამარტივებული წესით საკომიტეტო განხილვის ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 12
დეკემბრამდე პერიოდი.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ავტორთან, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით,
განგვისაზღვროთ ხსენებული კანონპროექტების გამარტივებული წესით განხილვის
ახალი ვადები.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge