საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2025 წლის 10 ივნისიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17320/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

წერილი
2-17320/25 12-12-2025 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე - 2025 წლის 10 ივნისიდან - 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში. დანართი: 9 ფურცელი პატივისცემით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ინფორმაცია
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2025 წლის 10 ივნისიდან - 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში) 2025 წლის 10 ივნისიდან - 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 44 სხდომიდან, დავალებები (სულ 57), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 7 სხდომაზე, მათ შორის 51 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის სტრუქტურებიდან მიღებული თანახმად: ინფორმაციის 47 დავალება შესრულებულია, 8 დავალების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა, 2 დავალების შესრულება გადაიდო 2026 წლისათვის. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით  ოქმი N64/2/5/6  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება: - A4 ფორმატის 2000 შეკვრა უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესაძენად სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით; - ვებ კონფერენციებისა და ონლაინ შეხვედრების სისტემის 5 ერთეული ლიცენზიის (3 წლის ვადით) შესაძენად სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით; - 7 თვის ვადით ავტომატური ყავის აპარატებისათვის ყავის მარცვლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების შესყიდვის მიზნით შპს „მეგა სტართან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად. სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით: - ლედ ნათურებისა და სანათების შესაძენად; - საარქივო საქაღალდეების შესაძენად; - 6 თვის ვადითმცენარეების მოვლის მომსახურების შესაძენად; - ცეცხლსაქრობი ფხვნილების (თანმდევი მომსახურებით-გადამუხტვით) და ხანძარსაქრობის აგენტის (თანმდევი მომსახურებით-გადამუხტვით)შესაძენად; - საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის (1200 ცალი სუნის გამშვები აპარატის ბალონი) შესაძენად დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის დეპარტამენტისბიუჯეტის აპარატის მართვისა მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია და საფინანსო უზრუნველყოფის შესყიდვების განყოფილებიდან Page |2 გარდა - ვებ კონფერენციებისა და ონლაინ შეხვედრების სისტემის 5 ერთეული ლიცენზიის (3 წლის ვადით) შეძენა სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით  ოქმი N64/9-18  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასაგრძელებლად და სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად 2190 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  სპორტისა კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასაგრძელებლად და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 4088 ლარის და მეორე მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 3212 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ოთხი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 13140 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 4088 ლარის და ორი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 3212 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში 3 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასაგრძელებლად და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 5840 ლარის, ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 2920 ლარის და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 2190 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  კულტურის კომიტეტში 3 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასაგრძელებლად და ორი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2336 ლარის და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის ყოველთვიურად, 3212 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ორი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2920 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ორი მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასაგრძელებლად და სახელფასო ფონდის, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 3066 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; Page |3  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამი მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასაგრძელებლად და სახელფასო ფონდის თითოეულისათვის, ყოველთვიურად 2482 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2336 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით  ოქმი N68/1  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: 5 დღის ვადაში მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და სერგო ხურციძე) რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით (№1-6316/25; 02.07.2025). დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკითხი განიხილა 2025 წლის 9 ივლისის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N37) და დასკვნა (2-9731/25 09-07-2025) საინიციატივო უარის ჯგუფის რეგისტრაციაზე თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ოქმი №69/14-X103  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: 5 დღის ვადაში მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და სერგო ხურციძე) რეგისტრაციასთან დაკავშირებით: არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში Page |4 ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით (№1-7295/25; 01.08.2025) დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2025 წლის 3 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N39) და დასკვნა (2-11595/25 0309-2025) საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა 2025 წლის 5 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე. ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (21 884 ხელმოწერა) არ აღემატებოდა 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას და საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. კომიტეტის დასკვნა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ (2-14683/25 05-11-2025) გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით  ოქმი N69/15-XIმპ  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: - ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის განცხადების (N1-7367/25; 05.08.2025) შესწავლა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ. დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკითხი განიხილა 2025 წლის 20 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N41) და დასკვნა - ლობისტად რეგისტრირებული ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის თაობაზე წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით  ოქმი N73/3/5/8/9/10/11/13/14/15/16 /17- X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - სხვადასხვა ტიპის პრინტერებისათვის ტონერიანი კარტიჯების სახელმწიფო შესყიდვებისათვის; - ქლორვინილის ქაფის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; Page |5 - საჩუქრების მარაგის შევსების მიზნით განსახორციელებელ შესყიდვასთან დაკავშირებით; - საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - ელემენტების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - საქართველოს პარლამენტის შენობაში დაშვების ელექტრონული სისტემის მუშაობისათვის პლასტიკური ბარათების საბეჭდი პრინტერის FARGO (HDP5000) სახარჯი მასალის და პლასტიკური ბარათების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - ზამთრის ტიპის საბურავების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - ფინანსური ანალიზისა და ბუღალტერული აღრიცხვის პაკეტების პროგრამული უზრუნველყოფის (მხარდაჭერის) განახლების და საკონსულტაციო მომსახურების (5 თვით) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში არსებული აუზის სივრცეებში დეკის იატაკის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია გარდა: - საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში არსებული აუზის სივრცეებში დეკის იატაკის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ოქმი N161/23  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: ერთი კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და დასკვნა წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელების მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ. დავალების შესრულების მდგომარეობა: კომიტეტმა 2025 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N43) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების შედეგები. გადამოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის Page |6 რეგლამენტის 222-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი) და იძლევა საქართველოს საკონსტიტუციო უფლებას. სასამართლოში დასკვნა კონსტიტუციური (2-14217/25; 29-10-2025) სარჩელის წარედგინა წარდგენის საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით  ოქმი №90/2/5-X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, 2026 წლის სადაზღვევო პერიოდზე; - 25 ერთეული პირველი კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: მიმდინარეობს მუშაობა დავალებების შესრულებაზე ტენდერები გამოცხადებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ოქმი №89/1-X103  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: 1 კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციაზე (N19893/25; 11.11.2025) დავალების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკითხი განიხილა 2025 წლის 17 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N46) და უარყოფითი დასკვნა (2-15438/25 17-11-2025) წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია Page |7 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით  ოქმი №95/2/3/6/8 -X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - სითბოგაცვლითი დანადგარის -ჩილერის სახელმწიფო შესყიდვისათვის; - გათბობა-კონდიცირების სისტემის ფანკოილების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - პირადი ჰიგიენის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციონირებისათვის - კარის საკეტისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია გარდა: - სითბოგაცვლითი დანადგარის -ჩილერის სახელმწიფო შესყიდვა; - გათბობა-კონდიცირების სისტემის ფანკოილების სახელმწიფო შესყიდვა.  ოქმი №95/9/10/11/12/13/14-X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისა და ვიზიტების ან/და საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების ან/და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების უზრუნველსაყოფად საჩუქრების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - სანტექნიკური მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - სტამბის საბეჭდი დანადგარის ტონერიანი კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - 9 ცალი ფერადი პრინტერის და სათადარიგო კერტრიჯების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისა და ვიზიტების ან/და საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების უზრუნველსაყოფად პარლამენტის მედლის შესყიდვასთან დაკავშირებით; - მხატვრული განათების შესყიდვასთან დაკავშირებით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: Page |8 საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი №95/16/19/23 -X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - სხვადასხვა საოფისე მოწყობილობების და საკანცელარიო ნივთების შესყიდვასთან დაკავშირებით; - ზამთრის ტიპის საბურავების შესყიდვასთან დაკავშირებით; - ფოტოასლის გადაღების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი №95/25/27-X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - ინეტერნეტ პორტალისათვის (parliament.ge) შესაბამისი დაცვის სისტემის გამოყენებით ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - სხდომათა დარბაზის დენის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად 1 ცალი APC ფირმის 120 კილოვატიანი უწყვეტი კვების წყაროს (UPS) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - 2 ცალი კომპიუტერის ვიდეო პლატის და 20 ცალი ვოდეო კაბელის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - ანტივირუსის პროგრამული პაკეტების (ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების სისტემა) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით; - პორტატული ვიდეო კამერის, პორტატული დამტენისა და დისტანციური მიკროფონის შესყიდვასთან დაკავშირებით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: Page |9 დავალებები შესრულებულია  ოქმი №95/25/27-X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: 2026 წლის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით: - მანქანების რეცხვა და მსგავსი მომსახურებები (პრეისკურანტით); - შენობა-ნაგებობების დეზინსექციასთან სანიტარიული და მომსახურება, დერატიზაციასთან დეზინფექციასთან, დაკავშირებული მომსახურება (მრავალწლიანი); - მთარგმნელობითი (სურდო თარჯიმნების) მომსახურება; - ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვისა და შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: მიმდინარეობს მუშაობა დავალებების შესრულებაზე