„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529)
213-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2028 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ
მდებარეობს
სასაზღვრო-საბაჟო
გამშვებ
პუნქტზე
ან
საერთაშორისო
მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების
დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა
და
მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობების
სამსახურებრივი
სარგებლობისთვის,
ამ
წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან
მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე
საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო
და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს
საქონელი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობა, როგორც წესი, ხორციელდება
ქვეყნის სასაზღვრო ზოლში და იქ რეალიზებული საქონელი თავისუფლდება
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადებისგან (დღგ,
აქციზი, იმპორტის გადასახადი), რადგან, როგორც წესი, ეს საქონელი მყიდველის მიერ
მოიხმარება ქვეყნის გარეთ. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობა
ითვალისწინებდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სასაზღვრო ზოლის გარეთ
საქმიანობის შესაძლებლობას, სადაც საქონლის რეალიზება ხორციელდება მხოლოდ
უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების
სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური
მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი
სარგებლობისათვის. შესაბამისად, აღნიშნული საქონელიც გათავისუფლებული იყო
ზემოაღნიშნული გადასახადებისაგან.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტმა, რომელიც არ
მდებარეობს სასაზღვრო ზოლში, საქმიანობა შესაძლებელია განახორციელოს 2026 წლის 1
იანვრამდე. მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები ფუნქციონირებდა თბილისსა და
ბათუმში, თუმცა დღეის მდგომარეობით მოქმედია მხოლოდ თბილისის პუნქტი.
შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულ პუნქტს შეუნარჩუნდეს შესაძლებლობა საქონლის
რეალიზების განხორციელებაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ
წარმომადგენლობებზე (ასევე, მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე), მიზანშეწონილია
აღნიშნული ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნის მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას საქართველოს საბაჟო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free),
რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში, 2028 წლის 1 იანვრამდე
გაუგრძელდება შესაძლებლობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული საქმიანობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან დებულება, რომლის
ამოქმედების გადავადებაც ხორციელდება,
მოქმედებს
2026 წლის 1 იანვრამდე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ამასთან,
მიზანშეწონილია კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს მომდევნო წლების სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ხდება იმ რეგულაციის
გადავადება, რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების
დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა
და
მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობებისათვის და ნაცვლად არსებული 2026 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული
რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, იმ
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ
პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე,
უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული
წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და
დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით)
პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელი იქნება რეალიზებულ
იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების
გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. შესაბამისად საქონლის რეალიზაციისგან
მიღებული თანხებიდან შესაბამისი გადასახადი (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ) არ
გადაიხდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. აღნიშნული თავისუფალი
ვაჭრობის პუნქტი დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისში და
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა
დამოკიდებული იქნება შემდეგი ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ პუნქტში
რეალიზებული საქონლის მოცულობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტზე, რომლებიც
არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის
გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, ვინაიდან 2028 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად დღეს
არსებული 2026 წლის 1 იანვრისა, გადაიწევს ვადა, რა ვადაშიც შესაძლებლობა აქვთ უცხო
ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული
წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და
დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით)
პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით გაყიდონ უცხოური საქონელი
სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს
საქონელი. შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე დადებითი გავლენა ექნება იმ პირებზეც,
რომლებიც ამ პუნქტში ისარგებლებენ შესაბამისი საქონლის შესყიდვით, რადგან
გააგრძელებენ საქონლის ყიდვას არაპირდაპირი გადასახადის გარეშე. აღნიშნული
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი დღეის მდომარეობით მხოლოდ თბილისში
ფუნქციონირებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
მოსაკრებლის
ან
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
სხვა
სახის
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ
ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა
უფლებებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და
მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბარვენაშვილი,
ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, შოთა
ბერეკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი
ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ
ლაშხი, შოთა ბერეკაშვილი.