„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში
სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირ –
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების
აკადემია) ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადის სპეციალური
მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სახელმწიფო
უსაფრთხოების აკადემიაში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება
სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.
2. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:
„მუხლი 291. სამსახურის კადრების მომზადება
1. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას,
ასევე, სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს, რომელთა მიზანია საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურში
ან/და
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა უწყებებში/ორგანიზაციებში (მიუხედავად
მათი სამართლებრივი ფორმისა) ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა
და უნარ-ჩვევების გამომუშავება მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის
ამაღლების გზით.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში
შესაძლებელია სამსახურის უფროსის მოქმედი სამართლებრივი აქტებით დაწესდეს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი
შეზღუდვები.
3. სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შესაძლოა „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს
სამსახურის
მოსამსახურესთან
ან
სპეციალური
წოდების
მქონე
პირთან
ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
4. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სტუდენტის მიღებისას სპეციალური
შემოწმების,
სახელმწიფო
საიდუმლოებაზე
დაშვების,
სოციალური
და
სამართლებრივი გარანტიებისა და სხვა უფლება-მოვალეობების წესს განსაზღვრავს
სამსახურის უფროსი.
5.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას.
6.
სახელმწიფო
განისაზღვროს
უსაფრთხოების
„უმაღლესი
გათვალისწინებული
აკადემიის
განათლების
სახელმწიფოს
შესახებ“
მიერ
წესდებით
შესაძლებელია
საქართველოს
დაფუძნებული
კანონით
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა,
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე
დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და
რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
7. სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების
აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი, შესაძლოა სამსახურის
შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საკანონმდებლო აქტები, რითაც
მოწესრიგდა საქართველოს სახელმწიფო სამსახურის სისტემაში სახელმწიფო
უსაფრთხოების აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე,
მიზანშეწონილია „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით დარეგულირდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
კადრების მომზადების ცალკეული საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ასევე, დარეგულირდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების
მომზადების ცალკეული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კადრების მომზადების რიგი საკითხები. ასევე, „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 291
მუხლი:
„მუხლი 291. სამსახურის კადრების მომზადება
1. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას,
ასევე, სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს, რომელთა მიზანია საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურში
ან/და
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა უწყებებში/ორგანიზაციებში (მიუხედავად
მათი სამართლებრივი ფორმისა) ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა
და უნარ-ჩვევების გამომუშავება მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის
ამაღლების გზით.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში
შესაძლებელია სამსახურის უფროსის მოქმედი სამართლებრივი აქტებით დაწესდეს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი
შეზღუდვები.
3. სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შესაძლოა „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს
სამსახურის
მოსამსახურესთან
ან
სპეციალური
წოდების
მქონე
პირთან
ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
4. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სტუდენტის მიღებისას სპეციალური
შემოწმების,
სახელმწიფო
საიდუმლოებაზე
დაშვების,
სოციალური
და
სამართლებრივი გარანტიებისა და სხვა უფლება-მოვალეობების წესს განსაზღვრავს
სამსახურის უფროსი.
5.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას.
6.
სახელმწიფო
განისაზღვროს
უსაფრთხოების
„უმაღლესი
გათვალისწინებული
აკადემიის
განათლების
სახელმწიფოს
შესახებ“
მიერ
წესდებით
შესაძლებელია
საქართველოს
დაფუძნებული
კანონით
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა,
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე
დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და
რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
7. სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების
აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი, შესაძლოა სამსახურის
შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი, მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკითხის
შემჭიდროებულ
ვადებში
დარეგულირების აუცილებლობიდან გამომდინარე, არსებული საგანმანათლებლო
დაწესებულების
მოდერნიზების,
მისი
თანამედროვე
და
საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მოთხოვნილია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
ხარჯების
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების
განხორციელდება
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
ასიგნებებიდან.
დაფინანსება
სამსახურის
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური,
აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური,
აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.