საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მიერ წარმოდგენილ „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის“ პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების მიღების მხარდაჭერის თაობაზე“ (№1-10487/25; 03.12.2025) პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17403/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-12-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 49

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 15 დეკემბერი 2025 13:00 2025 წლის 15 დეკემბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (1-10487/25; 03.12.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
დასკვნა
2-17403/25 15-12-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 15 დეკემბერს პარლამენტისათვის კომიტეტის წარდგენილ სხდომაზე განიხილა პეტიციაზე საქართველოს (№1-10487/25; 3.12.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. სულ წარმოდგენილი 492 პეტიციის მხარდამჭერიდან (19 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 34 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის შესაბამისად, ბათილად რეგლამენტის მიიჩნევა 227-ე ხელმოწერა, მუხლის მე-7 პუნქტის რომელიც 227-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 34 ხელმოწერა, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (458 ხელმოწერა) აღემატება 300 ხელმოწერას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი
ოქმი
1. 2. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 15 დეკემბერი 13.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N49 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე და თამარ ხვედელიანის უფლებამონაცვლე ვიკა ფილფანი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (№1-10487/25; 03.12.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (№1-10487/25; 03.12.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მიერ წარმოდგენილ საჭირო მედიკამენტების მიღების მხარდაჭერის თაობაზე“ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს. დავით მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პეტიცია შეეხება ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს - „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის“ პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების მიღების მხარდაჭერას და აღნიშნული პეტიცია, არსებული ხარვეზების (რის გამოც მათ პირველ შემთხვევაში უარი ეთქვათ) გამოსწორების შემდგომ წარმოდგენილია განმეორებით. დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო დასკვნის პროექტი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. სულ წარმოდგენილი 492 პეტიციის მხარდამჭერიდან (19 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 34 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 227-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 34 ხელმოწერა, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (458 ხელმოწერა) აღემატება 300 ხელმოწერას. კომიტეტის დასკვნა მხარდაჭერის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს დაადებით დასკვნას საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ პეტიციაზე (№1-10487/25; 03.12.2025)მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 14 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 14 წერილობით კითხვაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში. დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი გაცემულია ყველა (14 წერილობითი კითხვა) შემთხვევაში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში კითხვის ადრესატებს პასუხის გასაცემად შესაძლოა ესაჭიროებოდეთ დამატებითი დრო. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კომიტეტის მიერ დამუშავებული მონაცემების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა -არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს და სახელმწიფო დაწესებულებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის 2 აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად, დაწვრილებით იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების მდგომარეობა. მონაცემების თანახმად, სულ გაგზავნილი და პასუხგაცემული 14 კითხვიდან 3 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი. კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის წევრის კითხვაზე გაცემულ პასუხებს ზოგ შემთხვევაში ხელს აწერენ არაუფლებამოსილი თანამდებობის პირები. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი, ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზოგ შემთხვევებში მოთხოვნილი ინფორმაცია ანგარიშვალდებული ორგანოს კონკრეტულ მიმართულებას ან კონკრეტული დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდეს და ინფორმაციის მოძიება განხორციელდეს შესაბამისი დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციას ხელს აწერდეს კონკრეტული მთავრობის წევრი ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას, ასევე, განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3