საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17404/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-12-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 49

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 15 დეკემბერი 2025 13:00 2025 წლის 15 დეკემბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (1-10487/25; 03.12.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
დასკვნა
2-17404/25 15-12-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას. დანართი: „ 5 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა და 2025 წლის 15 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 14 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 14 წერილობით კითხვაზე (100%). 14 14 (100%) 0 კითხვის ადრესატების მიხედვით პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი კითხვები პირობითად შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად და უფრო დეტალურად შევისწავლოთ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შედეგები: 1. საქართველოს მთავრობა/საქართველ ოს პრემიერმინისტრი/სამინისტრო /მინისტრი/სსიპ 2. მუნიციპალიტეტები 3. სხვა დაწესებულებები 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ აღნიშნული ადრესატებისათვის გაგზავნილი კითხვების მონაცემები შემდეგია: სხვა დაწესებულებები, 3, (21%) მუნიციპალიტეტები, 1,( 7%) მთავრობა/პრემიერმინისტრი/სამინისტრო/ მინისტრი/სსიპ, 10, (72%) 2 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის/სამინისტროს/მინისტრისათვის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვებზე, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მუნიციპალიტეტებისა და სხვა დაწესებულებებისთვის გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების მონაცემები შემდეგია: პასუხგაცემული, 10 (100 %) პასუხგაუცემელი, 0 პასუხგაცემული, 1 (100%) პასუხგაუცემელი, 0 მთავრობა/პრემიერ მინისტრი/სამინისტრო/მინისტრი/სსიპ მუნიციპალიტეტები სხვა დაწესებულებები პასუხგაცემული, 3 (100%) პასუხგაუცემელი, 0 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში. დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი გაცემულია ყველა (14 წერილობითი კითხვა) შემთხვევაში. 3 პასუხგაცემული 14 კითხვიდან ვადის დარღვევით, 0 ვადის დაცვით, 14, (100%) გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში კითხვის ადრესატებს პასუხის გასაცემად შესაძლოა ესაჭიროებოდეთ დამატებითი დრო. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კომიტეტის მიერ დამუშავებული მონაცემების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა ვადის გაგრძელების შესახებ კითხვის ადრესატის კითხვის ავტორისადმი დასაბუთებული წერილობითი მიმართვა, არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს და სახელმწიფო დაწესებულებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. დაწესებულების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზუსტად ხდება ნორმის აღნიშნული 4 დანაწესის შესრულება, დაწვრილებით იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების მდგომარეობა. მონაცემების თანახმად, სულ გაგზავნილი და პასუხგაცემული 14 კითხვიდან 3 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი. პასუხგაცემული 14 კითხვიდან არაუფლებამოსილი პირი, 3, (21%) უფლებამოსილი პირი, 11, (79%) კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის წევრის კითხვაზე გაცემულ პასუხებს ზოგ შემთხვევაში ხელს აწერენ არაუფლებამოსილი თანამდებობის პირები. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი, ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზოგ შემთხვევებში მოთხოვნილი ინფორმაცია ანგარიშვალდებული ორგანოს კონკრეტულ მიმართულებას ან კონკრეტული დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდეს და ინფორმაციის მოძიება განხორციელდეს შესაბამისი დაწესებულების სხვადასხვა პარლამენტის რეგლამენტის სტრუქტურული მოთხოვნათა ერთეულებიდან, დაცვის საქართველოს უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციას ხელს აწერდეს კონკრეტული მთავრობის წევრი ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას, ასევე, განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. 5