„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე.
ნომერი
#247/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1152 მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 2. 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5-მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 3. 123-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან. 2. ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან. 3. იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა. მუხლი 3 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს ამავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანოს ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლება აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მუხლი 4 ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების მიუხედავად პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა სახდელდადებულად. მუხლი 5 ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. მუხლი 6 1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვრისთვის უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება. მუხლი 7 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სამართლებრივი რეგულირების არსებობას, რომელიც გამორიცხავს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების გავრცელებას და უზრუნველყოფს პრევენციულ და შემაკავებელ ეფექტს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1152, 116-ე და 123-ე მუხლები ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:  ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიტოვებისთვის — 1 134;  ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;  ქულების ამოწურვისთვის — 781;  სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;  სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის გამო — 11 389. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემუშავდა წინამდებარე კანონპროექტი, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, არსებული შეღავათების გადახედვა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, ზემოაღნიშნული პრობლემის ეფექტიანად აღმოსაფხვრელად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება დასახელებულ კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1152, 116-ე და 123-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევათა კოდექსის 1152, 116-ე და 123-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნება ის ნორმები, რომლებიც აღნიშნული სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლება აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა. მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოესწროს წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება და დროული ამოქმედება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. 1152 მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის ერთ-ერთ პირობად განსაზღვრულია:    სამართალდამრღვევის მიერ 2 500 ლარის გადახდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; სამართალდამრღვევის მიერ 3 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; სამართალდამრღვევის მიერ 5 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის ერთ-ერთ პირობად განსაზღვრულია:  სამართალდამრღვევის მიერ 1 500 ლარის გადახდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;  სამართალდამრღვევის მიერ 2 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;  სამართალდამრღვევის მიერ 3 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 123-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის ერთ-ერთ პირობად განსაზღვრულია სამართალდამრღვევის მიერ 2 000 ლარის გადახდა. დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:  ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;  საგზაო-სატრანსპორტო  მიტოვებისთვის — 1 134; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;  ქულების ამოწურვისთვის — 781;  სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;  სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის გამო — 11 389. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდამრღვევები ვეღარ ისარგებლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის უფლებით, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაირიცხება მართვის უფლების ვადამდე აღდგენისთვის გადასახდელი ზემოაღნიშნული თანხები. თანხების რაოდენობა დამოკიდებული იქნება მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მსურველ პირთა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების და მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭების საკითხები განიხილება და მასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდება არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რომლის დაფინანსების წყაროა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით ვალდებულებები. არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, სამართალდამრღვევები ვეღარ ისარგებლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის უფლებით, რომლის ერთერთ პირობას მათ მიერ კონკრეტული თანხის გადახდა წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი აღარ გადაიხდიან მართვის უფლების ვადამდე აღდგენისთვის დაწესებულ თანხებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი.