„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) მე-6 მუხლის:
ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების
მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.“;
ბ) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 273-ე მუხლით განსაზღვრული
სისხლის სამართლის დანაშაული, ერთჯერადად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონშის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნეტით გათვალისწინებული უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლების აღდგენის მიზნით
მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ
კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებული უფლების აღდგენა დასაშვებია
სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის
(დინამიური-ნარკოლოგიური
საფუძველზე,
საქართველოს
გამოკვლევის)
კანონმდებლობით
დასკვნის
განსაზღვრული
წარდგენის
მოთხოვნების
დაკმაყოფილების შემდეგ, რაც უფლების აღდგენის შესახებ მიმართვასთან ერთად
წარედგინება სასამართლოს.
4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს
ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლების აღდგენის შესახებ საკითხს განიხილავს
მიმართვიდან 5 კვირის ვადაში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას.
დასახელებული ცვლილებების საფუძველზე, უქმდება, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) 116-ე მუხლით
განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის უფლება, სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართოს შესაბამის საქმის განმხილველ
ორგანოს. აღნიშნულის შესაბამისად, დასახელებული მუხლის შენიშვნიდან ამოღებული
იქნება, მათ შორის ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს უფლების ვადამდე აღდგენის
შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილი პირის მიერ გასათვალისწინებელ
გარემოებებს.
აქვე, საგულისხმოა ისიც, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში არსებული კომისია უფლებამოსილია სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე,
451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლების ჩამორთმევის ვადის ნახევრის
გასვლის შემდეგ, ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება/უფლებები ან შეუმციროს
უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისია
ითვალისწინებს სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით
განსაზღვრული გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
სამართალდარღვევათა
კოდექსში
შესატან
ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აუცილებელია თანმდევი ცვლილება
განხორციელდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
სამართალდარღვევათა
კანონიდან
ამოღებულ
იქნება
ნორმები,
კოდექსის
ცალკეული
მუხლებით
რომლებიც
განსაზღვრული
სამართალდარღვევის ჩადენისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ
კომისიას უფლებას აძლევდა, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების
შემთხვევაში, სამართალდამრღვევისათვის ვადამდე აღედგინა „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული
უფლება/უფლებები ან შეემცირებინა უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მე-6 მუხლის 13 პუნქტი,
რომელიც ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის/ვადის
შემცირების შესაძლებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი
კომისიის მიერ, ზემოდამოწმებული პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების
დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ამავდროულად, ცვლილების თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 12 პუნქტიდან ამოღებულ იქნება მითითება ამავე
მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისთვის ჩამორთმეული
უფლების/უფლებების მოპოვების შემთხვევაზე და შედეგად, სამართალდარღვევათა
კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირისთვის
ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვები იქნება მხოლოდ სასამართლოს
მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე
ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი
ნაწილით ან/და 273-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაული,
ერთჯერადად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონშის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნეტით გათვალისწინებული
უფლება. დასახელებული მუხლი განსაზღვრავს უფლების აღდგენისთვის სასამართლოსთვის
მიმართვის შესაძლებლობას, ამასთან სასამართლო უფლებამოსილი იქნება აღნიშნული
საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლების აღდგენის შესახებ
საკითხს განიხილავს მიმართვიდან 5 კვირის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-3 მუხლით დასახელებული კანონის ამოქმედების
თარიღად გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რამდენადაც წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, მნიშვნელოვანია
დროულად განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ პროცესში ჩართულ
შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ
ამიტომ, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებულ იქნეს საშემოდგომო
სესიის დასრულებამდე. შესაბამისად, ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ(ებ)იდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების საფუძველზე, „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მე-6 მუხლის 13
პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
ჩამორთმეული
უფლებების
ვადამდე
აღდგენის/ვადის შემცირების შესაძლებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
შექმნილი კომისიის მიერ, ზემოდამოწმებული პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების
დაკმაყოფილების შემთხვევაში.
შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიას აღარ ექნება
უფლებამოსილება,
„ნარკოტიკული
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტში მითითებული შესაბამისი ვადის ნახევრის
გასვლის შემდეგ, სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით
განსაზღვრული გარემოებებისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული
სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის
(დინამიური-ნარკოლოგიური
გამოკვლევის)
დასკვნის გათვალისწინებით, თუ, იმავდროულად, სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 500
ლარს, მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება/უფლებები ან შეუმციროს
უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდამრღვევები ვეღარ
ისარგებლებენ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის/ვადის შემცირების
უფლებით,
სახელმწიფო
ბიუჯეტში
აღარ
ჩაირიცხება
უფლების
ვადამდე
აღდგენისთვის/ვადის შემცირებისთვის გადასახდელი თანხა (რომელთა რაოდენობაც,
დღესდღეობით, დამოკიდებულია უფლების ვადამდე აღდგენის/ვადის შემცირების მსურველ
პირთა რაოდენობაზე).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კერძოდ, იმ პირებს, რომლებსაც სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1002, 1152, 116-ე ან
123-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩამოერთვა, მათ შორის, სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე
აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო
საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის
უფლება ან საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, ჩამორთმეული უფლების/უფლებების
ვადამდე აღდგენის/ვადის შემცირების მიზნით აღარ შეეძლებათ მიმართონ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ კომისიას. შედეგად, ისინი ვეღარ ისარგებლებენ
ხსენებული უფლებებით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლამდე ისარგებლონ,
რაც გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. აღნიშნულ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე მოსალოდნელი გავლენის მასშტაბი დამოკიდებულია ჩამორთმეული
უფლების ხასიათსა და ვადაზე.
ამავდროულად, სამართალდამრღვევებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ჩამორთმეული
უფლების
ვადამდე
აღდგენის/ვადის
შემცირების
მიზნით,
მოიპოვონ
სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნა, გადაიხადონ
2500 ლარი და განახორციელონ კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. ამდენად, იმ
პირებს, რომელთაც სურთ ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენა/ვადის შემცირება, აღარ
მოუწევთ აღნიშნული ხარჯების გაღება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, აკაკი
ალადაშვილი.