„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.12.2025
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#237/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 11 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება “2024 წლის ნოემბერ -დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოსპარლამენტის რეგლამენტის მე - 60 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა“ ქვეპუნქტის, 61–ე მუხლისა და 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. შეიქმნას 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 2. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრეა შესწავლილ იქნეს 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან: ა) შეკრებებისა და მანიფეტაციების შეწყვეტის კანონიერება; ბ) სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერება. 3. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზნად ისახავს: ერთის მხრივ: „ა“ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი დაცვითი ღირებულების ზედამხედველობის მიზნებს; „ბ“ შეკრება/მანიფესტაციის განხორციელების შეზღუდვის კანონიერების შესწავლის ამოცანებს. მეორეს მხირვ, საქართველოში გამართული მასობრივი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლის საკითხებს. საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება, იმასთან დაკავშირებით რომ 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო „სტანდარტები“, რის შედეგადაც შესაძლოა ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ ეჭვის წარმოშობის საფუძველი გახდა საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ვიდეომასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ შეკრებების შეწყვეტის და გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობას, პროპორციულობას და ადეკვატურობას. ინფორმაციის თანახმად, გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები (ე.წ. "ქიმიური აგენტები") და სხვა აქტიური სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებამ, ან/და არასწორმა და არაპროპორციულად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის ხანგრძლივი გართულებები. აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან, ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, ასევე რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი. „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის“ 31-ე მუხლი განსაზღვრავს იძულებითი ღონისძიების გამოყენების პრინციპებს, ადგენს პროპორციულობის და ძალის გამოყენების ინტენსივობის სტანდარტებს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე -3 პუნქტი კი ზუსტად და ინპერატიულად განსაზღვრავს აქტიური სპეციალური საშუალებების სახეებს მათი გამოყენების მინაზშეწონილობას. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმები გათვალისწინებული კანონში პრინციპების და დეტალურად აღწერილი სპეციალური საშუალებების სახეების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. შესაბამისად, თუკი ზემოაღნიშნული შეკრებების დროს ადგილი ჰქონდა დადგენილი სტანდარტებიდან მცირე გადახვევასაც კი, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ნიშნებს. შკრებების/მანიფეტაციებისა და ძალის გამოყენების შემდგომ პერიოდში, საზოგადოებამ და დაზარალებულებმა ვერ მიიღეს ამომწურავი, დამაჯერებელი, სანდო ინფორმაცია მომხდარის თაობაზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა სრულყოფილი და გამჭვირვალე ანგარიშგება საზოგადოების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო დარღვევები შესაძლოა ჩადენილია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შიდა გამოძიება, ან პროკურატურის მიერ წარმოებული მოქმედებები არ იყოს საკმარისად ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საწარმოებლად. სწორედ ამ საზოგადოებრივი აღქმების და ობიექტური რეალობით ნაკარნახევი დეფიციტის შევსებას ემსახურება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამოქმედება საგამოძიებო კომისიის სახით. პრობლემის სიმწვავე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ რეაგირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა : აღნიშნული დადგენილების მიღებით, იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც განახორციელებს კომისიის კომპეტენციის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან საქმიანობას. პრობლემა, რომლის გადაჭრასაც დროებითი საგამოძიებო კომისია ისახავს, არის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის საკითხი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალდამცავი სისტემის ანგარიშვალდებულებასთან. აღნიშნული დადგენილების პროექტით, პარლამენტი იყენებს თავის უმთავრეს საკონტროლო ბერკეტს, რათა დაადგინოს, ხომ არ იქნა გადამეტებული თანამდებობის პირთა უფლებამოსილებები, დაცული იქნა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერება და უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი რეაგირება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი მიადგა ადამიანის ჯანმრთელობას. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების მიხედვით, კომისია შეძლებს გამოიძიოს 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერება. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის მიხედვით, იქმნება 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებას, შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა ან/და წარდგინებებს. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების მიღებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების აღმოფხვრის დაჩქარების ხელშეწყობას. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილები პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები). ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის დადგენილება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 70-ე მუხლს, რომელიც ასახავს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საბიუჯეტო გავლენას, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : ასეთი არ არსებობს. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები კომისიის მოქმედების პერიოდში შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ პირებზე გავლენას, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებას. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის შეფასება: დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: დადგენილების ინიციატორის მოსაზრებით, დადგენილების მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტები , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი : დადგენილების პროექტის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ .