„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#239/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.09.2022; სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.020596) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობამ 2029 წლის 1 იანვრამდე მიიღოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლით მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.“. გათვალისწინებული საკითხების მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ამ სფეროში ეროვნული სისტემის სუბიექტების − საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების მიერ შესასრულებელ ღონისძიებებს და მათ პასუხისმგებლობებს. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები − საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კი წარმოადგენს ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელ უწყებას. ამავე კანონის თანახმად, ეროვნული სისტემის სუბიექტების ფუნქციას განეკუთვნება ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა, მათ შორის საგანგებო სიტუაციის რისკის მართვა − საფრთხის იდენტიფიცირება, საგანგებო სიტუაციის რისკისა და მისი ზემოქმედების ანალიზი და მის საფუძველზე საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავება, საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა; ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და სხვა. საგულისხმოა, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 441 მუხლი ადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავების ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დასახელებული სამართლებრივი აქტების შემუშავება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციად იყო განსაზღვრული, ხოლო 2025 წლის 26 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით ამავე წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული სამართლებრივი აქტების შემუშავებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა. გარდა აღნიშნულისა, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (1715IXმს-Xმპ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლით გათვალისწინებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება სცილდება მხოლოდ ერთი უწყების − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებს და მოითხოვს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას, ასევე, აღნიშნული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დეტალურად უნდა იქნეს დარეგულირებული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის კანონით განსაზღვრული ვადის გადაწევა და ამ მიზნით მომზადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების მომზადების ვადა საჭიროებს კორექტირებას, ვინაიდან შესამუშავებელი აქტებით რეგულირების სფერო მოიცავს თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას, მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალურ განსაზღვრას, შესაბამისად, პროცესის ეფექტიანად და კომპლექსურად წარმართვა საჭიროებს დამატებითი ვადის განსაზღვრას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლით გათვალისწინებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღების ვადად განისაზღვრება 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტში. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრისა, 2029 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლით გათვალისწინებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, აუცილებელია საქართველოს კანონის 441 მუხლით გათვალისწინებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღება, დასახლებული აქტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. დასახლებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხარჯებთან, აქტების ხოლო შემუშავება ხარჯების დაკავშირებული დაფინანსება იქნება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით დასახლებული სამართლებრივი აქტების მიღების თარიღი გადაიწევს და ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა მათი მიღება მოხდება 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდში. შესაბამისად აღნიშნული სამინისტროსთვის იმ ხარჯები წლის დაიფარება სახელმწიფო საქართველოს ბიუჯეტიდან შინაგან გამოყოფილი საქმეთა ასიგნებების ფარგლებში, როდესაც მოხდება დასახელებული სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება. გარდა ამისა, დასახლებული სამართლებრივი აქტებით შესაძლოა, მათ შორის განისაზღვროს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ ცალკეული ქმედებების განხორციელება, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების გაღება გადაიწევს 2029 წლის 1 იანვრამდე და დაიფარება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასახელებული სუბიექტებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და ვალდებულებებს. მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.