„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
ნომერი
#240/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009, მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლი მე-7 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. პროცესუუნარო პირი - ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.“. 2. 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხობის გამო იგი პროცესუუნარო გახდა“. 3. 191-ე მუხლს მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-36 ნაწილები: „31. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო იგი პროცესუუნარო გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. 32. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, რის გამოც იგი პროცესუუნარო გახდა, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მოსამართლე „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის მიზნით, არ იწყებს ან აჩერებს საქმის არსებით განხილვას 3 თვით. 33. მოსამართლე ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას წყვეტს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. სასამართლო აღნიშნულ განჩინებას უგზავნის მხარეებს, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. განჩინებაში მოსამართლე ასევე უთითებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელს, გვარს და საპროცესო მდგომარეობას. აგრეთვე, სამედიცინო დაწესებულების დასახელებას, რომელშიც პირი თავსდება. 34. შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე, საჩივრის შეტანიდან არაუგვიანეს 48 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეს. 35. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე გამოტანილი შემოწმების შედეგების (დასკვნის) საფუძველზე დადგინდება, რომ ბრალდებული ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ანდა განჩინებაში გასულია ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული ვადა. 4. 205-ე მუხლს მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის დინება არ შეჩერდება თუ ბრალდების მხარის ინიციატივით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპი არ დაწყებულა ან შეჩერდა ამ კოდექსის 191-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული წესით. 32. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის დინება შეჩერდება თუ დაცვის მხარის ინიციატივით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპი არ დაწყებულა ან შეჩერდა ამ კოდექსის 191-ე მუხლის 32 გათვალისწინებული წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნაწილით
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ითვალისწინებს შეურაცხაობის საკითხის განხილვის პროცესუალურ საკითხს. კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. 2024 წლის 12 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ მიღებული N3/4/1543 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პროცესუუნარო პირისთვის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებასთან და მე-4 პუნქტთან მიმართებით.1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებულ საკითხზე მსჯელობა განავითარა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 1 - ბრალდებულის პროცესუნარიანობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული უფლებების პრაქტიკულ რეალიზებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ბრალდებულისთვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობის მინიჭებით, რამაც უნდა უზრუნველყოს პირისათვის ადეკვატური დაცვის შესაძლებლობა. „მაგალითად, ბრალდებულის უნარის ნაკლებობას, დაიცვას საკუთარი თავი, შეიძლება აბალანსებდეს ადვოკატის დახმარება. სწორედ ამიტომ კონსტიტუცია ბრალდებულს აღჭურავს საკუთარი თავის, როგორც დამოუკიდებლად, ისე ადვოკატის (მათ შორის, ფინანსური შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში, სახელმწიფოს ხარჯზე) ყოლის უფლებას, გარკვეულ შემთხვევაში კი - სავალდებულო დაცვას.“2 საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ადვოკატი, მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრალდებულის უფლებების დაცვაში დახმარებისა და მათი რეალიზების ხელშეწყობის კუთხით. თუმცა ადვოკატის ყოლა სრულად ვერ ანაცვლებს ბრალდებულის მიერ საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების საჭიროებას. სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, ადვოკატის ფუნქცია, როგორც წესი, სამართლებრივი რჩევებით უზრუნველყოფაა, ხოლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად ბრალდებული იღებს. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებული ადეკვატურად აღიქვამდეს მის მიმართ არსებული ბრალდების არსს და პროცესის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ვერ გააცნობიერებს, თუ რას ედავებიან და რა სამართლებრივი შედეგები ემუქრება, ბუნებრივია, ვერც ზემოხსენებულ საკითხებზე მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ამავდროულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ცოდნასთან დაკავშირებით, რომელსაც მიიჩნევს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის პოტენციურ საფუძვლად. „მაგალითად, მან ყველაზე უკეთ იცის, არსებობს თუ არა მოწმე, რომელსაც მისი ალიბის დადასტურება შეუძლია ან/და გარემოებები, რომლებმაც მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ან/და ბრალეულობა შეიძლება გამორიცხოს. შესაბამისად, საპროცესო უფლებებით სარგებლობისათვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს ჰქონდეს მის ადვოკატთან კომუნიკაციის განხორციელების უნარი და იმ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ მე-9 პუნქტი https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 2 ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს გამამართლებელი მტკიცებულების მოსაპოვებლად და ბრალდების მტკიცებულებების გასაქარწყლებლად“.3 საკონსტიტუციო სასამართლო ამ მიმართულებით დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ იგი, სულ მცირე ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსს და ჰქონდეს ადვოკატთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. შესაბამისად, „იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, განახორციელოს ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და რომელთა სრულყოფილად ჩანაცვლება ვერ მოხდება, თუნდაც საუკეთესო ადვოკატის მიერ, არ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს“.4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა პირის ბრალუნარიანობა და პროცესუნარიანობა. სასამართლოს განმარტებით, პირი ბრალუნარიანია, თუ იგი აცნობიერებს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. ხოლო პირის პროცესუნარანად მისაჩნევად ბრალდებულს უნდა შეეძლოს, ადეკვატურად აღიქვას ბრალდების არსი და გააჩნდეს ადვოკატთან კომუნიკაციის უნარი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის არ არის პროცესუნარიანი, რაც, ფაქტობრივად, უთანაბრდება პირის მსჯავრდებას, მისთვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე. - გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მონაწილეობა განხილულ უნდა იქნეს საკუთრივ ბრალდებულის უფლებად, რომლით სარგებლობაც თავად ბრალდებულის არჩევანზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს კი ნებისმიერ შემთხვევაში ეკისრება ბრალდებულის დამნაშავეობის გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურების იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ მე-11 პუნქტი https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 4 იხ. იქვე მე-14 პუნქტი; 3 ვალდებულება. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებაზე უარის თქმა მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ შეაფერხებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოყოფს შემთხვევას, როდესაც პირი შესაძლოა გასამართლდეს პროცესზე მისი მონაწილეობის გარეშე. „მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბრალდებულის მიერ თავის დაცვის შესაძლებლობის არქონა და ამ შესაძლებლობით სარგებლობაზე უარის თქმა. სხვა უფლებებთან ერთად, დაცვის უფლების მინიჭებით, კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს, როგორც ბრალდების მხარის რესურსების დამაბალანსებელ მექანიზმებს, რომელთა არსებობაც, მნიშვნელოვნად განაპირობებს პირის მსჯავრდებას სამართლიანი პროცესის შედეგად. ბრალდებულისათვის თავის დაცვის შესაძლებლობის წართმევა სისხლის სამართალწარმოებას უსამართლო პროცესად აქცევს. ამდენად, უმთავრესად სწორედ სამართლიანი პროცესის მოთხოვნიდან მომდინარეობს საჭიროება, რომ სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილი“. 5 სათანადო აღნიშნულისგან შესაძლებლობები განსხვავებით, იქნეს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი პროცესის მოთხოვნებიდან მომდინარე ზოგიერთი პირობის ბრალდებული შექმნა ბოროტად შეიძლება, იყენებს არ საპროცესო იყოს აუცილებელი, უფლებებს. როდესაც მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განზრახ იგდებს თავს პროცესუუნარო მდგომარეობაში, ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს, რათა გახდეს შეურაცხადი და თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. მსგავს შემთხვევაში, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის აკრძალვა სამართლიანი პროცესის მოთხოვნას წარმოადგენს. კონსტიტუცია არ იცავს პირის შესაძლებლობას, ხელოვნურად შექმნას ფაქტობრივი გარემოებები მართლმსაჯულებისაგან თავის ასარიდებლად“.6 ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ კანონმდებელი უფლებამოსილია დაადგინოს გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა ფარგლებშიც დასაშვები იქნება პროცესუუნარო პირის გასამართლება. ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა, იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ 23-ე პუნქტი https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 6 იხ. იქვე 24-ე პუნქტი; 5 კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, ამასთანავე, ცვლილების მიღების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად:  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი „პროცესუუნარო“;  თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესუუნარო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით;  3 თვის გასვლის შემდეგ გაგრძელდება პროცესი;  სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად;  თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა აღნიშნული ვადა შეჩერდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის მე-3 ნაწილმა (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალა დაკარგა 2025 წლის 1 დეკემბერს,7 შესაბამისად, კანონპროექტი მიზანშეწონილია ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის მე-3 ნაწილმა (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალა დაკარგა 2025 წლის 1 დეკემბერს.8 აქედან გამომდინარე, საჭიროა, კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ 35-ე პუნქტი https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 8 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ 35-ე პუნქტი; https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 7 ბ.გ) კანონპროექტის რესპუბლიკური გავლენა ან/და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ავტონომიური ბიუჯეტის რესპუბლიკის ხარჯვით ნაწილზე; ცვლილება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მისი ოდენობა დამოკიდებულია, იმაზე, თუ რამდენი პირი იქნება ისეთი, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, რის გამოც გახდა პროცესუუნარო და საჭიროებს მკურნალობას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო,არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.