„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 22 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-9
პუნქტები:
„5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 33
ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ფსიქიატრიული მკურნალობა
ხორციელდება ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია პირის
სტაციონარში მოთავსების შემდეგ თვეში ერთხელ შეაფასოს ფსიქიატრიული
მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის
საქართველოს სისხლის
1
სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 7 ნაწილით გათვალისწინებული
პროცესუუნარობა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი სტაციონარში
თავსდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის
33 ნაწილში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადით. ამ ვადის ათვლა
იწყება პირის სტაციონარში მოთავსების მომენტიდან. პაციენტი უნდა მოთავსდეს
მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელშიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვა
და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის
შემცირების,
რესოციალიზაციისა
და
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისაკენ
მიმართულ
ღონისძიებათა
სისტემა
განისაზღვრება
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
8. პაციენტის მკურნალი ექიმი ვალდებულია მიმართოს ფსიქიატრიული
დაწესებულების
სპეციალურ
კომისიას
ამ
მუხლის
მე-6
პუნქტით
გათვალისწინებული ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის, თუ
პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.
9. თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან
ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ფსიქიატრიული
მკურნალობისადმი დაქვემდებარებულ პაციენტს აქვს უნარი მონაწილეობა
მიიღოს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ფსიქიატრიული
დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს
შესაბამისს სასამართლოს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის ინიცირებით.
დასახელებული
კანონის
პროექტით
სისტემურად
დაკავშირებულია
საქართველოს
კანონთან
გათვალისწინებული
„ფსიქიკური
ამიტომ
საჭიროა
ცვლილებები
ჯანმრთელობის
ცვლილება
შესახებ“
განხორციელდეს
დასახელებულ კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი, ამასთანავე, ცვლილების მიღების შედეგად, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი
შესაბამისობაში მოდის საქართველოს საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად:
-
ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებული
იქნება პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ თვეში ერთხელ
შეაფასოს ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული
პაციენტის პროცესუუნარობა სისხლის სამართლის საქმის არსებითი
განხილვის ეტაპზე;
-
პირი სტაციონარში მოთავსდება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 33 ნაწილში მითითებული
განჩინებით განსაზღვრული ვადით. ამ ვადის ათვლა დაიწყება პირის
სტაციონარში მოთავსების მომენტიდან. პაციენტი უნდა მოთავსდეს
მხოლოდ
იმ
სტაციონარში,
რომელშიც
უზრუნველყოფილია
-
სპეციალური
დაცვა
და
დანერგილია
რისკის
შემცირების,
რესოციალიზაციისა
და
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის
შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
პაციენტის მკურნალი ექიმი ვალდებული იქნება მიმართოს
ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ვადამდელი
შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის, თუ პაციენტის ფსიქიკური
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.
-
თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია შეფასების
შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ფსიქიატრიული მკურნალობისადმი
დაქვემდებარებულ პაციენტს აქვს უნარი მონაწილეობა მიიღოს
სისხლის სამართლის საქმის არსებითი
განხილვის ეტაპზე
ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია
დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სასამართლოს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის
მე-3 ნაწილმა (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალა დაკარგა 2025 წლის 1
დეკემბერს,1 შესაბამისად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი
მიზანშეწონილია ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543
გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის
თაობაზე“ 35-ე პუნქტი
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 {12.11.2025}.
1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის მე-3
ნაწილმა (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალა დაკარგა 2025 წლის 1
დეკემბერს.2 აქედან გამომდინარე, საჭიროა, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მისი ოდენობა დამოკიდებულია, იმაზე, თუ რამდენი პირი იქნება ისეთი, რომელიც
დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, რის გამოც გახდა
პროცესუუნარო და საჭიროებს მკურნალობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543
გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის
თაობაზე“ 35-ე პუნქტი;
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16658 {12.11.2025}.
2
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს
არ
აქვს
გავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.