„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე/
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, სუმბატ კიურეღიანი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ჭეიშვილი, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა, ზურაბი ქადაგიძე
ნომერი
#241/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 531 მუხლის: (საქართველოს ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 21 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 და 31 ნაწილებით გათვალისწინებული წესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თანახმად, სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ეროვნულ დონეზე აღნიშნული ვალდებულების გაზიარების ერთ-ერთ გამორჩეულ გამოვლინებას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, რომელიც თვისობრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცავს მთელ რიგ ნორმებს, რომლებიც ემსახურება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით დანაშაულად არის გამოცხადებული არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, აგრეთვე არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში. ამავე კოდექსის 253-ე, 254-ე და 255-ე მუხლები პასუხისმგებლობას აწესებს პროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვის, არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებისა და გასაღებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ასევე დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მოხმარებაზე არასრულწლოვნის დაყოლიებას. მავნე ზეგავლენისაგან ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად მთელ რიგ ნორმებს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც. მაგალითად კოდექსში სამართალდარღვევადაა გამოცხადებული: ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა (მუხლი 155); არასრულწლოვნის დათრობა (მუხლი 170); არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვა (მუხლი 1812) და ა.შ. ცალკეული სამართალდარღვევების გვერდით აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამართალდარღვევაში არასრულწლოვანის ჩაბმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ ზოგად გარემოებას წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბავშვთა უფლებების დამცავი არაერთი ნორმის არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში და აღნიშნული უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს იმის რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება. წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მკაცრი სისტემიდან, რომელიც დასჯაზე და დაშინებაზე იყო ორიენტირებული, სახელმწიფოს მხრიდან აქცენტის გადატანა აღდგენით მართლმსაჯულებაზე, სახელმწიფოს წინაშე აჩენს ახალ გამოწვევას - უზრუნველყოს ბავშვთა ეფექტიანი დაცვა კრიმინალური ელემენტების მიერ მათი ინსტრუმენტალიზაციისა და ცოცხალ იარაღად გამოყენების მზარდი რისკებისაგან. განსაკუთრებით საყურადღებოა დანაშაულის ჩადენის შემთხვევები 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მეშვეობით ან/და მასთან ერთად. სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ 14 წლამდე პირი სრულყოფილად ვერ აცნობიერებს თავისი ქმედების ხასიათს და მის შესაძლო შედეგებს, შესაბამისად სახელმწიფოც უარს ამბობს მის ინდივიდუალურ-სამართლებრივ გაკიცხვაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მეშვეობით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ამსრულებლობის ერთერთ სახეს - შუალობით ამსრულებლობას და ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის. კანონმდებლობის აღნიშნული მიდგომა ეფექტიანია სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფისაგან დასაცავად, რადგან მართალია დანაშაული არ რჩება დაუსჯელი. თუმცა ამ მიდგომის პირობებში ხდება იმის უგულებელყოფა, რომ ცოცხალ იარაღად გამოყენებული ბავშვის მეშვეობით დანაშაულის ჩადენისას ხდება არა მხოლოდ იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა (საკუთრება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ.), რომლისკენაც მიმართული იყო დანაშაული, არამედ ცოცხალ იარაღად გამოყენებული ბავშვის ინტერესების დაზიანებაც. გარდა იმისა, რომ ასეთ დროს ხდება ბავშვის კრიმინალურ აქტივობაში ჩართვა და მისი საუკეთესო ინტერესების ხელყოფა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობა (ბრალუუნარობა ასაკის გამო) ბავშვს თავიდან აცილებს მხოლოდ იურიდიული პასუხისმგებლობას, თუმცა ვერ იცავს მას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თანმდევი საფრთხეებისაგან (დაზარალებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება, დამცავი მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხე, მაღალი რისკის შემცველი მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხე და ა.შ.), რისი უგულებელყოფაც ვერ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ფორმალურად მიღწეულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები ბავშვთა დაცვის მიმართულებით თანაბრად ვრცელდება მასზეც. პასუხისმგებლობის ასაკს მნიშვნელობა აქვს უშუალოდ არასრულწლოვნის ქმედების შეფასებისას, თუმცა როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, ამ შემთხვევაში როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით ბავშვად განიხილება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი. ამდენად, სრულწლოვანი პირის მიერ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის ჩაბმაც დანაშაულის ჩადენაში ანდა მასთან ერთად დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა გახდეს უფრო მკაცრი სისხლის სამართლის პლიტიკის გატარების საფუძველი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების ხელყოფის პრევენცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი ითვალისწინებდა დანაშაულებრივ საქმიანობაში არასრულწლოვანის ჩაბმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, თუმცა მოქმედი კოდექსის 171-ე მუხლი აღნიშნულის თაობაზე პირდაპირ მითითებას აღარ აკეთებს. სასამართლო პრაქტიკაში სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის (არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში) შინაარსის არაერთგვაროვანი განმარტების გამო, 2021 წლის 15 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „არასრულწლოვნის დაყოლიება სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ არ გულისხმობს არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიებას.1 ამდენად, დანაშაულებრივ საქმიანობაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ჩაბმისთვის ან მასთან ერთად დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის და სასჯელის დასამძიმებლად აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე საკითხის ახლებურად დარეგულირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლს ემატება 21 და 31 ნაწილები, აგრეთვე იმავე მუხლის მე-4 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. შედეგად, სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა იქნება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დგინდება, რომ ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. აქვე, სასჯელის სხვა დამამძიმებელი გარემოებების მსგავსად, ახლად დამატებულ დამამძიმებელ გარემოებებზეც განისაზღვრება, რომ სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით იდენტიფიცირებული პრობლემის არსის მიზანშეწონილია კანონის ამოქმედება მისი გამოქვეყნებისთანავე. გათვალისწინებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტი შინაარსობრივად დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ზურაბ ქადაგიძის, თორნიკე ჭეიშვილის, სალომე ჯინჯოლავასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებთან: „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№196/3-XIმპ, 12.11.2025). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ამჟამად მე-2 მოსმენით განხილვის ეტაპზეა, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებები მიემართება დანაშაულებრივ საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩაბმის პრევენციას, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რაც უზრუნველყოფს ორივე საკანონმდებლო ინიციატივის თანადროულ მიღებას და არასრულწლოვნების ინტერესების დამცავი მექანიზმის დროულ ამოქმედებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტით გათვალისწინებული სასჯელის დამამძიმებელი გარემოების გამოვლენა, მასზე რეაგირება და დანიშნული სასჯელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს პროკურატურისთვის, საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამის ხარჯებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება და განხილვა შესაბამისი უწყებების მიერ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საერთო სასამართლოები) განხორციელდება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის ვალდებულებები. მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან დამნაშავისთვის სასჯელის დამძიმებით ქმნის გარანტიებს დანაშაულის ჩასადენად ბავშვების ცოცხალ იარაღად გამოყენებისაგან დასაცავად. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გავლილ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან. იქნა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, სუმბატ კიურეღიანი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ჭეიშვილი, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა, ზურაბი ქადაგიძე.