„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 8
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) ვებსაიტი - ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისთვის
შექმნილი ვებ დოკუმენტი, რომელიც მისაწვდომია ვებ ბრაუზერის საშუალებით და
გამოიყენება პირის მიერ მათი მოწყობილობების (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და
ა.შ.) საშუალებით;
ნ) მობილური აპლიკაცია - ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული
დაწესებულებისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაცია, რომელსაც პირი
მობილური მოწყობილობების საშუალებით იყენებს. ის არ მოიცავს პროგრამას, რომელიც
აკონტროლებს ამ მოწყობილობებს (მობილურის ოპერაციული სისტემა) ან მყარ დისკს.“;
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:
„მუხლი 361. ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი
სუბიექტის ვალდებულებები ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
1. ადმინისტრაციული ორგანო და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი
ვალდებულები არიან მისაწვდომი გახადონ მათი ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
2. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება ვრცელდება:
ა) კერძო სამართლის იმ სუბიექტის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს:
ა.ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, უმაღლესი ან
პროფესიული განათლების მომსახურების მიწოდებას;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურების მიწოდებას (სამედიცინო დაწესებულება) ან
სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით ან
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირისთვის განკუთვნილი სოციალური დაცვის პროგრამის მიწოდებას;
ა.გ) სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას (მზღვეველი);
ა.დ) საბანკო საქმიანობას (კომერციული ბანკი, მიკრობანკი) ან მიკროსაფინანსო
საქმიანობას (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია);
ა.ე) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება) მომსახურების
ან ინტერნეტმომსახურების საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას (ელექტროენერგის
მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატი,
ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტპროვაიდერი));
ა.ვ) ავტოსატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო
საშუალების გამოყენებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მიწოდებას.
ბ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაზე, რომლის
საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ის ახორციელებს:
ბ.ა) სურსათის საცალო რეალიზაციას (ბიზნესოპერატორი);
ბ.ბ) ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას (ავტორიზებული აფთიაქი,
აფთიაქი, საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ შემთხვევებში – ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან
დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი);
ბ.გ) საფოსტო/საკურიერო მომსახურების მიწოდებას;
ბ.დ) მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის
ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და
გავრცელებას.
3. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება აუდიოვიზუალური
მედიამომსახურების მიმწოდებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის
ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მიმართ.
4. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება ადმინისტრაციული
ორგანოსა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იმ ვებსაიტებისა და მობილური
აპლიკაციების მიმართ, რომლებიც გამოქვეყნდა 2027 წლის პირველ იანვრამდე და მათზე
განთავსებული მასალა უცვლელია (დაარქივებულია) 2027 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
5. საქართველოს მთავრობა ადგენს „ტექნიკურ რეგლამენტს - ვებსაიტისა და
მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“, და, ამასთანავე, განსაზღვრავს
ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც არ ვრცელდება
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - ვებსაიტისა და
მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“.
6. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი
ვალდებულების აღსრულებისას გაითვალისწინება ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო
სამართლის სუბიექტზე პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპი.
7. პირს, რომლიც მიიჩნევს რომ მისი უფლება დაირღვა, უფლება აქვს მიმართოს
სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის მიერ ამ
მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის და მოითხოვოს შესაბამისი
ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 31 ოქტომბრამდე დაამტკიცოს „ტექნიკური
რეგლამენტი - ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“ და
განსაზღვროს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის ის მასალები, რომლებზეც არ
ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“.
2. ადმინისტრაციულმა ორგანომ და ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალმა
კერძო სამართლის სუბიექტმა უზრუნველყონ 2027 წლის პირველი იანვრიდან
გამოქვეყნებული ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შესაბამისობა საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტთან - ვებსაიტისა და მობილური
აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“.
3. ადმინისტრაციულმა ორგანომ და ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალმა
კერძო სამართლის სუბიექტმა 2032 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ 2027 წლის პირველ
იანვრამდე გამოქვეყნებული ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შესაბამისობა
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ტექნიკური რეგლამენტთან - ვებსაიტისა და
მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027
წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონი ამკვიდრებს მისაწვდომი გარემოს კონცეფციას. უფრო კონკრეტულად, ხსენებული
კანონის მე-4 მუხლი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველა სფეროში მის სრულყოფილ მონაწილეობას სხვებთან თანასწორად, აგრეთვე
სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მომსახურების და საზოგადოებრივი სარგებლობის
ობიექტების, ასევე კომუნიკაციის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რაც საზოგადოებრივ
ცხოვრებაში მისი სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცილებელია. კომუნიკაცია მოიცავს:
ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს,
ხელმისაწვდომ მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან აუდიოსაშუალებას,
გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს, კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ
მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომი
ტექნოლოგიების ჩათვლით“. მისაწვდომობას, როგორც შშმ პირთა დამოუკიდებელი
ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სათანადო მონაწილეობის წინაპირობას,
ამკვიდრებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-9
მუხლიც.
მისაწვდომობის სათანადო იმპლემენტაცია პირდაპირ კორელაციაშია დისკრიმინაციის
აკრძალვისა და პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების
უნივერსალური დიზაინის შესაბამისად შექმნის ზოგად ვალდებულებებთან. გარდა ამისა,
აღსანიშნავია მისაწვდომი გარემოს როლი შშმ პირის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებით
სარგებლობის რეალური შესაძლებლობისთვის (მაგალითად, სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლება).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის (შემდეგში - CRPD)
N2 ზოგადი კომენტარი განმარტავს, რომ მისაწვდომობის მოთხოვნა მიემართება ღიად ან
საჯაროდ შეთავაზებულ საქონელს, პროდუქტებსა და სერვისებს, მიუხედავად ასეთი
საქონლის/პროდუქტის/სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის საჯარო თუ კერძო ბუნებისა.1
ამდენად, მისაწვდომობის კონცეფცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური
მისაწვდომობის ასპექტით და ის მიემართება, ასევე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს (information and communications technology) (შემდეგში - ICT), სხვებს შორის,
ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებს. აღნიშნული საკითხის სპეციალური რეგულირების
საჭიროება აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც. მაგალითად, „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ (მე-9 მუხლის g. ქვეპუნქტი)
ექსპლიციტურად მიუთითებს, სახელმწიფოს ვალდებულებაზე, რომ მან ხელი შეწყოს
1
CRPD, General comment No. 2 (2014) Article 9: Accessibility, პარ.13
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი ინფორმაციის, საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებისა და სისტემების, მათ შორის, ინტერნეტის მისაწვდომობას. ამასთანავე,
აღსანიშნავია ევროპის კავშირის დირექტივა 2016/2102, რომელიც არეგულირებს საჯარო
სექტორში ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს.2
ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვლ მზარდია იმ ინფორმაციის,
სერვისებისა თუ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მიოპოვება ონლაინ სივრცის
საშუალებით. CRPD აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ კანონმდებლობა
ხშირად არ ითვალისწინებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
მისაწვდომობის განმარტებაში. გარდა ამისა, დებულებები არადისკრიმინაციულ წვდომაზე
ისეთ სფეროებში, როგორიცაა შესყიდვები, დასაქმება და განათლება, ხშირად არ მოიცავს ICTის, ასევე, ბევრ ისეთ საქონელსა და სერვისს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ICT-ის გამოყენებით.3 ხსენებული საკითხის
მოგვარების პირველ ნაბიჯად CRPD შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას მიიჩნევს.4
სწორედ ამიტომ CRPD-მ 2023 წლის 18 აპრილის დასკვნით მოსაზრებებში გასცა
რეკომენდაცია, რომ საქართველომ „მიიღოს და აღასრულოს კანონი ვებ და მობილური
აპლიკაციების მისაწვდომობის შესახებ, რომელიც დაავალდებულებს ინტერნეტში
ინფორმაციის განმათავსებლებს, თავიანთი მომსახურებები მისაწვდომი გახადონ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“.5
ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება ქართულ სამართლებრივ
სივრცეში ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის რეგულირების
მიმართულებით არსებული სამართლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრას და ამ გზით შესაბამისი
კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებული მისაწვდომობის პრინციპის
იმპლემენტაციას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასპექტით.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ზოგიერთმა კერძო ორგანიზაციამ თუ
ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიჩინა ძალისხმევა და მათ მოახდინეს მათი ვებსაიტების
ადაპტირება შშმ პირებისათვის გარკვეული სტანდარტების დაცვით.6 ბაზარზე არსებობს
პრეცედენტები, როდესაც ტენდერის პირობას წარმოადგენს ვებსაიტის ადაპტირება შშმ
პირთათვის WCAG -ის რეკომენდაციების გათვალისწინებით.7 აღნიშნული ადასტურებს, რომ
პროცესი, რომლის დარეგულირების მიზანი აქვს წარმოდგენილ კანონპროექტს
ფრაგმენტულად მიმდინარეობს საჯარო თუ კერძო სექტორში. ასეთი ფრაგმენტული
პროცესები მისასალმებელია, თუმცა არასაკმარისი. კანონპროექტი უზრუნველყოფს
დასახელებული პროცესის სისტემაში მოქცევასა და იმ უნივერსალური სტანდარტის შექმნას,
რომლის შესაბამისად ადაპტირების ვალდებულება ექნებათ შესაბამის სუბიექტებს.
Directive (EU) 2016/2102 of the European Parliament and of the Council of 26 October 2016 on the
accessibility of the websites and mobile applications of public sector bodies.
3 CRPD, General comment No. 2 (2014) Article 9: Accessibility, პარ.28
4 იქვე
5
CRPD/C/GEO/CO/1.
18
April
2023.
პარ.44(d)
ხელმისაწვდომია
აქ:
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/TreatyBodyExternal/TBSearch.aspx?Lang=en&TreatyID=4&DocTy
peID=5
6
მორტენ მეიერჰოფ ნილსენი, „ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის საქართველოში: არსებული მდგომარეობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“.
2021, 31 მაისი. გვ.15-16
7
მაგალითად, იხილე https://www.procurement.gov.ge/files/showfiles?id=7d299efb-51f2-48f5-b4b3dea95c51204c&utm_source=chatgpt.com
2
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონი განამტკიცებს მისაწვდომობისა და უნივერსალური დიზაინის დანერგვის ზოგად
ვალდებულებას, რაც არასაკმარისია. კანონი არ ქმნის სპეციალურ სამართლებრივ
საფუძველს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.
ასეთი სპეციალური რეგულირება შექმნილია მხოლოდ ფიზიკური მისაწვდომობის ნაწილში.
ვინაიდან სპეციალურმა რეგულაციამ უნდა განსაზღვროს ვებსაიტებისა და მობილური
აპლიკაციების ადაპტირებაზე ვალდებული სუბიექტები, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის
შექმნისა და პრაქტიკული აღსრულებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების სამართლებრივი
საფუძვლები, აუცილებელია კანონში ცვლილებების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შშმ
პირებისათვის მისაწვდომობის ვალდებულება, შეიქმნება ადაპტირებისათვის შესაბამისი
ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული შედეგობრივად უზრუნველყოფს შშმ პირთა
მისაწვდომობას რელევანტურ ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად:
განისაზღვრება დაწესებულებები - ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო
სამართლის
ზოგიერთი
სუბიექტი,
რომლებიც
ვალდებულები
იქნებიან
განახორციელონ
ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების
მისაწვდომობა.
ადმინისტრაციული ორგანოს შინაარსი განიმარტება „საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად. ამავე დროს, იმ კერძო სამართლის
სუბიექტების დადგენისას, რომლებზეც ვრცელდება ადაპტირების ვალდებულება,
გათვალისწინებულ იქნა ამ სუბიექტების საქმიანობის სფერო და მათი მნიშვნელობა
ადამიანის ყოფისთვის. უფრო კონკრეტულად, ყველა ამ სუბიექტის საქმიანობა
დაკავშირებულია ბაზისური, აუცილებელი ან/და ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი
სერვისებით უზრუნველყოფასთან. ეს სექტორებია ჯანდაცვის, სოციალური დაცვის,
ტრანსპორტის, კომუნალური, საფოსტო, სადაზღვევო და სხვა. ადგილობრივი
კონტექსტის გათვალისწინებით, ნორმაში განსაზღვრული სუბიექტების ნაწილი
ვებსაიტის ან/და მობილური აპლიკაციის გამოყენებით ონლაინ ყიდის
მომსახურებას/პროდუქტს, ხოლო ნაწილი შესაძლოა არ ახორციელებდეს
მომსახურების/პროდუქტის გაყიდვას ონლაინ, თუმცა მომსახურებას/პროდუქტის
შესახებ არსებით/მნიშვნელოვან ინფორმაცის ათავსებს ვებსაიტზე და მომხმარებლის
მიერ მხოლოდ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება
მომსახურების/პროდუქტის შესყიდვის თაობაზე. ამდენად, ნორმის შექმნა ეფუძნება იმ
პრინციპს, რომ რიგი ვებსაიტის/მობილური აპლიკაციის ადაპტირების მნიშვნელოვნება
გამომდინარეობს მასზე განთავსებული ინფორმაციის ხასიათიდან (მიუხედავად იმისა,
ვებსაიტი/მობილური აპლიკაცია პარალელურად გაიცემა თუ არა სერვისი) (ეს პრინციპი
მოქმედებს ყველა ადმინისტრაციული ორგანოს და ზოგიერთი კერძოს პირის
შემთხვევაში), ხოლო ზოგიერთი ვებსაიტის/მობილური აპლიკაციის ადაპტირების
აუცილებლობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ვებსაიტით/მობილური
აპლიკაციით გაიცემა მნიშვნელოვანი სერვისი (ეს პრინციპი მოქმედებს ზოგიერთი
კერძოს პირის შემთხვევაში). გარდა ამისა, კანონპროექტი მიუთითებს ასეთ სუბიექტზე
- „პირი, რომელიც ახორციელებს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის საშულებით
მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელშეკრულების
დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას“.
ასეთ პირებს ადგილობრივ ბაზარზე განეკუთვნებიან, მაგალითად, ვებსაიტები Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge. სხვა სიტყვებით, ესენი არიან სუბიექტები,
რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა სექტორში არსებული ღონისძიებების
ბილეთებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, ამისთვის
შექმნილი ონლაინ პლატფორმის საშუალებით. კერძო სექტორის სუბიექტების
საქმიანობის ტიპის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის 2016/2102
დირექტივის სულისკვეთება, რომლის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები უნდა იქნენ
წახალისებული, რათა მათ გაავრცელონ დირექტივის მოქმედება კერძო სუბიექტებზე,
რომლებიც სთავაზობენ აღჭურვილობასა და სერვისს, რომელიც ღიაა ან საჯაროდ
მიწოდებულია საზოგადოებისათვის, მათ შორის, ჯანდაცვის, ბავშვთა ზრუნვის,
სოციალური ინკლუზიის და სოციალური დაცვის სფეროებში, ისევე როგორც
სატრანსპორტო სექტორი, ელექტროენერგიის, გაზის, გათბობის, წყლის,
ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო სერვისები.8
რეგულირება არ ვრცელდება კერძო სამართლის სხვა სუბიექტებზე. ამავე დროს,
ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ადაპტირების ვალდებულება არ მიემართება
აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე
ავტორიზებულ პირს (მიუხედავად მისი კერძო თუ საჯარო ბუნებისა), რამეთუ
ხსენებული პირების მიერ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შშმ პირებისათვის
ადაპტირების ვალდებულება უკვე განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით (იხ. კანონის 512 მუხლი). საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის N7 დადგენილებით დამტკიცდა
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის
ხელმისაწვდომობის წესი“. ზემოხსენებულ სუბიექტებს რეგულირებიდან ასევე
გამორიცხავს ხსენებული ევროკავშირის 2016/2102 დირექტივა.9
რეგულირება ასევე არ ვრცელდება იმ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების
მიმართ, რომლებიც გამოქვეყნდა 2027 წლის პირველ იანვრამდე და მათზე
განთავსებული მასალა უცვლელია (დაარქივებულია) 2027 წლის პირველი იანვრის
შემდეგ. არ გამოირიცხება იმგვარი ვებსაიტისა თუ მობილური აპლიკაციის არსებობა,
რომელზეც არ ხორციელდება აქტიური ადმინისტრაციული პროცესი და
ინფორმაციული განახლება, თუმცა ძებნადია ონლაინსივრცეში.
კანონპროექტი ითვალისწინებს მისაწვდომობის ვალდებულების აღსრულების
თავისებურებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ვებსაიტებისა და მობილური
აპლიკაციების მისაწვდომობა უნდა განხორცილდეს
პროპორციული ტვირთის
დაკისრების პრინციპების გათვალისწინებით. აღნიშნული დებულება მხედველობაში
იღებს კანონის ამოქმედებამდე გამოქვეყნებული/შექმნილი ვებსაიტებისა და
მობილური აპლიკაციების ადაპტირებით გამოწვეულ მნიშვნელოვან ტვირთს და
შესაბამის სუბიექტს ავალდებულებს ასეთი ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების
სრული ადაპტირება მოახდინონ 2032 წლის 31 დეკემბერამდე. ამ თვალსაზრისით
Directive (EU) 2016/2102 of the European Parliament and of the Council of 26 October 2016 on the
accessibility of the websites and mobile applications of public sector bodies. პარ.34
9 Directive (EU) 2016/2102 of the European Parliament and of the Council of 26 October 2016 on the
accessibility of the websites and mobile applications of public sector bodies. მუხლი 1 (3).
8
კანონპროექტი შესაბამისობაშია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციასთან“. CRPD აღნიშნავს, რომ „საზოგადოებისთვის შექმნილ ან
ღია ობიექტებზე, შენობებზე, საქონელსა და სერვისებზე მისაწვდომობის ბარიერები
უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად, სისტემატური და, რაც მეტად მნიშვნელოვანია,
მუდმივი მონიტორინგის პირობებში, რათა უზრუნველყონ სრული მისაწვდომობა.“10
ამავე დროს, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ შექმნილი
ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები საწყისი ეტაპიდანვე თავსებადი უნდა იყოს
ხსენებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. იგივე მიდგომა არის დადგენილი
ევროკავშირის 2016/2102 დირექტივით.11
კანონპროექტი ახდენს მთავრობისათვის „ტექნიკური რეგლამენტის - ვებსაიტისა და
მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“ დამტკიცების დელეგირებას.
ამავე დროს, მთავრობა განსაზღვრავს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის იმ
მასალებს, რომლებზეც არ გავრცელდება მისაწვდომობის სტანდარტი. ევროკავშირის
2016/2102 დირექტივის თანახმად, ასეთ მასალას შესაძლოა წარმოადგენდეს: საოფისე
პროგრამების ფორმატში შექმნილი ფაილები, რომლებიც გამოქვეყნებულია
კონკრეტულ დრომდე, თუ ეს შინაარსი არ არის აუცილებელი ორგანიზაციების
მომსახურებასთან დაკავშირებული აქტიური ადმინისტრაციული პროცესისთვის;
დროზე დაფუძნებული მედიის პროდუქტები, რომელიც მომზადდა კონკრეტულ
თარიღამდე; ონლაინ რუკები და რუკების სერვისები, თუ ნავიგაციის მიზნებისათვის
აუცილებელი ინფორმაცია მისაწვდომი ალტერნატიული ფორმითაა შეთავაზებული;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეპროდუქციები, რომელთა სრული
მისაწვდომობის
უზრუნველყოფა
შეუძლებელია
ვინაიდან
მისაწვდომობის
მოთხოვნები შეუთავსებელია ძეგლის შენარჩუნების საჭიროებებსა და ძეგლის
რეპროდუქციის აუთენტურობასთან ან ხელმისაწვდომი არ არის ავტომატიზებული ან
ხარჯ ეფექტური საშუალება, რომელიც მარტივად გარდაქმნის ხელნაწერის ტექსტს ან
კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლის შინაარსს მისაწვდომ პროდუქტად;
ექსტრანეტის და ინტრანეტის შინაარსი, რაც მოიცავს მხოლოდ დახურული
ჯგუფისთვის მისაწვდომ ვებგვერდებს, რომლებიც შექმნილია კონკრეტულ დრომდე
მანამ, სანამ ისინი არსებითად არ განახლდება; მესამე მხარის პროდუქტი, რომელიც არ
დაუფინანსებია, შეუქმნია ან ექვემდებარება კანონის რეგულირების ქვეშ მოქცეულ
ორგანიზაციებს; ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების დაარქივებული შინაარსი,
რომელიც არ არის საჭირო აქტიური ადმინისტრაციული პროცესისთვის და არ
განახლებულა ან შეცვლილა კონკრეტული დროის შემდეგ; სკოლების და საბავშვო
ბაღების ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შინაარსი, რომელიც არ არის
დაკავშირებული ძირითად ონლაინ ადმინისტრაციულ ფუნქციებთან.12
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
CRPD, General comment No. 2 (2014) Article 9: Accessibility, პარ.14
Directive (EU) 2016/2102 of the European Parliament and of the Council of 26 October 2016 on the
accessibility of the websites and mobile applications of public sector bodies. მუხლი 12
12 Directive (EU) 2016/2102 of the European Parliament and of the Council of 26 October 2016 on the
accessibility of the websites and mobile applications of public sector bodies. მუხლი 1 (4;5)
10
11
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ამოქმედება დაკავშირებულია
საქართველოს მთავრობის მიერ „ტექნიკურ რეგლამენტის - ვებსაიტებისა და მობილური
აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“ დამტკიცებასთან, ამავე დროს, საჭიროა
გარკვეული დრო, რათა ბაზარზე მოქმედმა დეველოპერებმა შეძლონ მათი ცოდნის
განახლება ადაპტირების იმ სტანდარდის შესაბამისად, რაც დადგინდება ეროვნული
კანონმდებლობით,
კანონპროექტის
ძირითადი
ნაწილის
ამოქმედების
ვადად
განსაზღვრულია 2027 წლის პირველი იანვარი.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტი
ვებსაიტისა
და
მობილური
აპლიკაციის
მისაწვდომობის
უზრუნველყოფის ვალდებულებას ადგენს ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო
სამართლის ზოგიერთი სუბიექტის მიმართ, შესაბამისად, განსხვავებულია ამ
დაწესებულებების დაფინანსების წყაროები. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებების დაფინანსება როგორც 2027 წელს, ასევე მომდევნო სამი წლის განმავლობაში
განხორციელდება
ადმინისტრაციული
ორგანოს
შემთხვევაში
შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოს ასიგნებების ფარგლებში, ხოლო კერძო სამართლის
სუბიექტის შემთხვევაში შესაბამისი კერძო დაწესებულების კერძო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები გაზრდის ბაზარზე არსებულ ვებდეველოპერებთან,
ვებდეველოპერულ კომპანიებთან მიმართვიანობას. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები
თუ კერძო პირები მიიღებენ დამატებით შემოსავლებს, რომელიც დაიბეგრება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდაზე. კერძოდ,
ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწევს მისი არსებული (2027 წლამდე გამოქვეყნებული)
ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, ისევე როგორც 2027 წლის შემდეგ გამოქვეყნებული
ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია გახადოს მისაწვდომი და შეუსაბამოს ისინი შესაბამისი
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
ამ მიზნით 2027 წლამდე გამოქვეყნებული ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია
დაექვემდებარება შესაბამის შეფასებას და შემდეგომ ამისა მისაწვდომობის მიზნით
პროგრამულ ადაპტირებას, რაც საჭიროებს ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. ხოლო 2027
წლის შემდეგ გამოქვეყნებული ვებსაიტის და მობილური აპლიკაციის შექმნისას საწყისივე
ეტაპზე მოხდება მისაწვდომობის ინტეგრირება შესაბამის დიზაინში.
საბიუჯეტო ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია უკვე გამოქვეყნებული ვებსაიტებისა და
მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის ხარისხზე. გავლილი კონსულტაციების შედეგად,
გამოიკვეთა, რომ მრავალი ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში არსებული
ვებსაიტების ადაპტირება პრაქტიკულად შეუძლებელია მათი სიძველის გამო და
მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ახალი ვებსაიტის შექმნის საჭიროება დგას. ამავე
დროს, ზოგიერთი ადმინისტრაციული ორგანოს (მაგალითად, საქართველოს პარლამენტი,
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი - My.gov.ge) ვებსაიტი მნიშვნელოვანწილად
თავსებადია უკვე მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტთან.13 ამდენად, ბაზარზე
არსებული ვითარება სიჭრელით ხასიათდება. ასეთივე განსხვავებულია ადაპტირებისათვის
აუცილებელი ხარჯებიც. იქ, სადაც ასეთი თავსებადობა დაბალია, ცხადია, იზრდება მისი
ადაპტირების ფინანსური დანახარჯიც. ამავე დროს, თავსებადობის ფინანსური დანახარჯი
იმაზეც არის დამოკიდებული რა ფუნქციების/შესაძლებლობების მატარებელია ვებსაიტი,
მობილური აპლიკაცია. გათვალისწინებულ იქნა რა 2027 წლამდე გამოქვეყნებული
ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის
მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გაღების აუცილებლობა, ადმინისტრაციულ
ორგანოებს დაევალათ აღნიშნული რესურსის მობილიზება მოახდინონ და, შესაბამისად,
მათი ადაპტირება უზრუნველყონ 2032 წლის 31 დეკემბრამდე.
აღსანიშნავია, რომ ბევრად ხარჯეფექტიანია მისაწვდომობის მახასიათებელთა
ჩართვა ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის დიზაინისა და წარმოების პირველივე ეტაპზე,
ვიდრე მათი მოგვიანებით ადაპტირება.14
ამავე დროს, ვინაიდან პირი ადაპტირების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში
აღჭურვილი იქნება სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით, ეს გავლენას მოახდენს
სასამართლოსადმი მიმართვიანობის, შესაბამისად, სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის გაზრდაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ
ვალდებულების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
13
მორტენ მეიერჰოფ ნილსენი, „ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის საქართველოში: არსებული მდგომარეობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“.
2021, 31 მაისი. გვ.15
14 CRPD, General comment No. 2 (2014) Article 9: Accessibility, პარ.15
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ კერძო სამართლის სუბიექტის ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის გაზრდაზე, რომელსაც დაუწესდება ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის
მისაწვდომობის ვალდებულება. კერძოდ, შესაბამის კერძო სამართლის სუბიექტს მოუწევს
მისი არსებული (2027 წლამდე გამოქვეყნებული) ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, ისევე
როგორც 2027 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია გახადოს
მისაწვდომი და შეუსაბამოს ისინი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
ამ მიზნით 2027 წლამდე გამოქვეყნებული ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია
დაექვემდებარება შესაბამის შეფასებას და შემდეგომ ამისა მისაწვდომობის მიზნით
პროგრამულ ადაპტირებას, რაც საჭიროებს ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. ხოლო 2027
წლის შემდეგ გამოქვეყნებული ვებსაიტის და მობილური აპლიკაციის შექმნისას საწყისივე
ეტაპზე მოხდება მისაწვდომობის ინტეგრირება შესაბამის დიზაინში.
ამავე
დროს,
კანონპროექტი
გავლენას
იქონიებს
ვებდეველოპერების,
ვებდეველოპერული კომპანიების საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საკანონმდებლო
ცვლილებები გაზრდის ბაზარზე არსებულ ვებდეველოპერებთან, ვებდეველოპერულ
კომპანიებთან მიმართვიანობასა და, შესაბამისად, მათ შემოსავალს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
გავლენას
არ
ახდენს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სსიპ „ციფრული
მმართველობის სააგენტოსთან”.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
მორტენ მეიერჰოფ ნილსენის ავტორობით 2021 წელს შექმნილი ნაშრომი, „ვებ
მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში:
არსებული მდგომარეობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური,
ზურაბი ქადაგიძე, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, სავალან
მირზოევი, თორნიკე ფაღავა.