„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი.
ნომერი
#243/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის 22ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზის მონაკვეთებზე/გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია ამავე დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობა. “. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ კანონის მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტით შემოთავაზებულია საქართველოს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის (შემდეგში - კანონი) 22-ე მუხლში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც შემოდის დამატებითი რეგულაცია, კერძოდ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, საქართველოს მთავრობით განსაზღვრულ გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი განისაზღვრება 200 მეტრით გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოექცევა აღნიშნულ ზონაში, ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დასაშვები იქნება მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის შესაბამისად განსაზღვრული 100 მეტრიანი ზონა შეესაბამებოდა, იმ დროინდელ ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს, როდესაც საქართველოს საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე არ ფიქსირდებოდა მაღალი გეოდეზიური და ურბანული დატვირთვა. დღეის მდგომარეობით, ინტენსიური ურბანიზაციის, კომერციული ობიექტებისა, საწარმო შენობებისა თუ საცხოვრებელი ფართების სწრაფი ზრდის ფონზე, აღნიშნული დისტანცია ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოფს გზის უსაფრთხოების ზონის საკმარის დაცვას. 100 მეტრიანი ზოლის ფარგლებს გარეთ გზის მფლობელთან შეთანხმების ვალდებულებას კანონი არ აწესებს და ხშირია უნებართვო მშენებლობები, რეკლამების განთავსება და სხვა სახის საქმიანობა, რაც გზის მფლობელის უფლებამოსილებას არ მოიცავს. აღნიშნული განსაკუთრებით კრიტიკულია, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთებზე, სადაც მაღალი სიჩქარის რეჟიმისაა და მოძრაობის ინტენსივობის გამო, გზის მახლობლად განხორციელებული სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა, ქმნის რეალურ საფრთხეს როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, ასევე თავად ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის. საქართველოს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არეგულირებენ საავტომობილო გზების სფეროს, განვითარების პროცესშია და მათი შემდგომი ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან წარმოადგენს აქტუალურ მიმართულებას. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 27 ივნისს ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას შორის გაფორმებული „ასოცირების შეთანხმებით”, საქართველოს აღებული აქვს სხვადასხვა მიმართულებების ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე, რომელთა შესრულებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრირება. აღნიშნულის ფარგლებში საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რისთვისაც მთავრობას ევალება უზრუნველყოს საგზაო ინფრასტრუქტურის და საგზაო უსაფრთხოების კომპონენტების მომცველი სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის მზადყოფნა ევროკავშირის სტანდარტების ყოველმხრივი დაკმაყოფილების პირობით. ამასთან, ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2008/96/EC, 2008 წლის 19 ნოემბერი, საავტომობილო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მართვის შესახებ (Directive 2008/96/EC of the European Parliament and of the Council of 19 November 2008 on road infrastructure safety management), ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გზის უსაფრთხოება იმგვარად, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს საფრთხე როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, ასევე გზის სტრუქტურული მდგრადობისთვის. ამასთან, საქართველოს მრავალი რეგიონისთვის დამახასიათებელია მეწყრული პროცესები, ნიადაგის ეროზია და მდინარის კალაპოტების ცვალებადობა, რაც ხშირად უშუალოდ აისახება გზის გამტარუნარიანობასა და საფარის სტაბილურობაზე. გზისპირა ზონის გაზრდა საშუალებას იძლევა, სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ რისკის ზონების უკეთ მონიტორინგი, ხოლო მესამე პირების მიერ სამშენებლო ან კომუნიკაციური ჩარევის კონტროლი განხორციელდეს მეტად ეფექტიანად. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისპირა ზონაში კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა (რაც ნიშნავს რომ არსებული 100 მეტრიანი შეზღუდვა ყველა შემთხვევაში ძალაში რჩება), გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს საქმიანობის შეთანხმების ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული მიდგომა აუცილებელია, რათა შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა კატეგორიისა და მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიფერენცირებული რეგულაციების შემოღება. საქართველოს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს, კონკრეტულად რომელი საავტომობილო გზების ან/და გზის მონაკვეთებისთვის იმოქმედებს დანაწესი, აგრეთვე რა ტიპის საქმიანობაზე გავრცელდება შეთანხმების მოთხოვნა. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ეფექტიანი მართვის პრინციპის დაცვას. შედეგად, რეგულაცია შესაძლებელი გახდება ადაპტირებული იყოს საავტომობილო გზის დანიშნულების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში და საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში გზების მფლობელთან კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა (რაც ნიშნავს რომ არსებული 100 მეტრიანი შეზღუდვა ყველა შემთხვევაში ძალაში რჩება), გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე და საქმიანობაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული ცვლილება აუცილებელია, რათა განმტკიცდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურული მდგრადობა. ამასთან, რამდენადაც საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი განსაზღვრულია და რეგულირდება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით, ცვლილებას საჭიროებს სწორედ ამ კანონის 22-ე მუხლი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება საავტომობილო გზების უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის მდგრადობა, შემცირდება გზისპირა თვითნებური მშენებლობებო და სხვა საქმიანობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს ცვლილებას, რომლის შესაბამისადაც კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა (რაც ნიშნავს რომ არსებული 100 მეტრიანი შეზღუდვა ყველა შემთხვევაში ძალაში რჩება), საქმიანობის შეთანხმებების ვალდებულება წარმოიშვება გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე და საქმიანობაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონპროექტის მიღებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილების მიღება, რომლითაც განისაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობა და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზ(ებ)ი/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ი, რომლებზეც გავრცელდება აღნიშნული რეგულაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი მე-2 მუხლის (მთავრობის მიერ დადგენილების მიღების ვალდებულება) ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გზისპირა ზონებში (საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) შეთანხმების ვალდებულების ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე აღნიშნული კანონპროექტის მიღება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2025 წლის საშემოდგომო სესია მთავრდება 19 დეკემბერს, შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ნებართვის გამცემმა პროექტი შესათანხმებლად უნდა გადააგზავნოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რაც არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. შესაბამისად, კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს ცვლილებას, რომლის შესაბამისადაც კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა (რაც ნიშნავს რომ არსებული 100 მეტრიანი შეზღუდვა ძალაში რჩება), საქმიანობის შეთანხმებების ვალდებულება წარმოიშვება გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე და საქმიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების მიერ ნებართვის გაცემის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული ნორმა, რაც არ გამოიწვევს ხარჯებს. ამასთან, ვინაიდან კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალას, შესაბამისად, არ ექნება გავლენა უკვე გაცემული ნებართვების ფარგლებში აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის ზეგავლენის შეფასება: თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი.