საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/422, 03.10.2024) საქართველოს კანონების პროექტების პაკეტიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.12.2025
ავტორი
საქართველოსმ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი
ნომერი
#1-11371/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-16
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

წერილი
*GOV82500034323* GOV 8 25 00034323 15/12/2025 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№27498; 03.10.2024; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/422; 03.10.2024). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შემადგენელი - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ვერსია ითვალისწინებდა კანონპროექტის ძალაში შესვლას 2026 წლის 1 იანვრიდან, თუმცა, საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს 2028 წლის 1 იანვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების საჭიროება აღარ არსებობს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 დეკემბრის №2100 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის (№27498; 03.10.2024; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/422; 03.10.2024) შემადგენელ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი