საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 11 ივლისის №277/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-19
ბიუროს ნომერი 105
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
2-17762/25
18-12-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 6
დეკემბრის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარეს ევალებოდა
კომიტეტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენა,
ხოლო პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 11 ივლისის N277/5 გადაწყვეტილებით
დადგინდა ამ ანგარიშის ფორმა.
თუმცა საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი კომიტეტის
საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენას დღეს უკვე
აღარ ითვალისწინებს და კომიტეტის თავმჯდომარე ამ ანგარიშს პარლამენტის
თავმჯდომარეს წარუდგენს. შესაბამისად, აღარ არსებობს პარლამენტისთვის
აღნიშნული ანგარიშის კონკრეტული ფორმის დაცვით წარდგენის საჭიროება.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ, რომ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 11 ივლისის N277/5
გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge