„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი:
010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების
კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ
დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების სტაჟიორს
მიეცემა შრომის ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო
დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი
პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული სტაჟიორებისა.“.
2. 171 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული
ქვედანაყოფის (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო
დაწესებულება) სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია ბოლო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში
განხორციელებული ცვლილებით, რომლის შესაბამისად, ჩამოყალიბდა არაერთი განახლებული
მიდგომა, მათ შორის, სტაჟირების ანაზღაურებასა და სტაჟირების ვადებთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო, მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების და
ასევე სტრუქტურის გათვალისწინებით, წარმოადგენს სპეციფიურ დაწესებულებას. აქედან
გამომდინარე, მასზე ძირითადად ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული
ნორმები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის საკითხი
მოწესრიგებულია „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო
პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის
12 აპრილის №01-76 ბრძანებით დამტკიცებული წესით. აღნიშნული წესის საქართველოს
კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოების მიზნით, წესში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის
თანახმად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში სტაჟირების
ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული ვერ გავრცელდება საგარეო საქმეთა
სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ანაზღაურებადი სტაჟირების
შემთხვევებზე (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო
დაწესებულება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი, რომლის თანახმად, კანონს ემატება საგამონაკლისო ნორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში
სტაჟიორთათვის შრომის ანაზღაურების მიცემასა და ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებული
საკითხები, დარეგულირდეს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და მისი სტრუქტურის სპეციფიკის გათვალისწინებით,
საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან
დაკავშირებული საკითხების დარეგულირების საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საქმიანობისა და სტრუქტურის სპეციფიკის გათვალისწინებით, დარეგულირდება საზღვარგარეთ
სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული
საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კანონის მე-171 მუხლში, რომელიც არეგულირებს საჯარო სამსახურში სტაჟიორთა
შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობის დადგენის საკითხებს. კერძოდ, მუხლის პირველ პუნქტს
ემატება დათქმა, რომ აღნიშნული პუნქტის მოქმედება (რომელიც ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის
დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის
მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული
საჯარო დაწესებულების სტაჟიორების ანაზღაურების ოდენობის საკითხს) არ გავრცელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის
(საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება)
სტაჟიორს შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო ამ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხს დაარეგულირებს
ამავე მუხლის ცალკე დანაწესი, კერძოდ, მუხლს დაემატება 11 პუნქტი, რომლის საფუძველზეც,
აღნიშნულ სტაჟიორებს ანაზღაურება მიეცემათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ
სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების
შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები
ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
(თუ
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ
ანაზღაურება განხორციელდება საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობის ბიუჯეტიდან.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებში
ანაზღაურებად სტაჟირებაზე მიღებულ პირთა მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი
ვალდებულების შესრულება ხორციელდება არა საქართველოში, არამედ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში და
ამავე დროს არ ხდება მათი მივლინებით წარგზავნა და მუდმივ სამუშაო ადგილს წარმოადგენს
ადგილსამყოფელი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ გადასახადებით დაბეგვრის
მიზნებისათვის, საქმიანობა (დაქირავებით მუშაობა) განხორციელებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო
კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 104-ე მუხლის
პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და 134-ე
მუხლის პირველი
ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტის
გათვალისწინებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო
დაწესებულებებში ხელშეკრულების საფუძველზე სტაჟირებაზე მიღებული პირის მიერ ანაზღაურების
სახით მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება და შესაბამისად, შემოსავლის
ამნაზღაურებელს
საგადასახადო
აგენტისათვის
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ეკისრება.
ამასთან, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად,
შესაძლებელია დაბეგვრას დაექვემდებაროს სტაჟიორის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული თანხა
კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება მიმართული.
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ
საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სტაჟიორად
აყვანილ პირებს სტაჟირება აუნაზღაურდებათ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბიუჯეტიდან.
აღნიშნულ შემთხვევაში მათი ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაიბეგრება
საშემოსავლო გადასახადით. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს მიერ, არსებული მოთხოვნებისა და
პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებად სტაჟირებაზე პირთა მიღება იგეგმება 10-12 ქვეყანაში (ერთი
სტაჟიორი თითოეულ ქვეყანაში) და სტაჟირების ანაზღაურების ოდენობად განისაზღვრება დოლარში
დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 აშშ (დაუბეგრავი - 1125 აშშ დოლარი) დოლარის, ხოლო ევროში
დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 ევროს (დაუბეგრავი - 1125 ევრო) ოდენობით გაცემა, შესაბამისად,
საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი იქნება ყოველთვიურად 2700 აშშ
დოლარის ექვივალენტი ლარი/2700 ევროს ექვივალენტი ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
სამინისტროს მიერ ანაზღაურებად სტაჟირებაზე პირთა მიღება იგეგმება იმ ქვეყნებში (10-12 ქვეყანა), სადაც
მნიშვნელოვანია ქართველ სტუდენტთა რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, მინისტრის
სამართლებრივი აქტით სტაჟირების ვადად დადგენილია არაუმეტეს 3 თვე და საზღვარგარეთ სტაჟირების
ანაზღაურების ოდენობად იგეგმება დოლარში დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 აშშ დოლარის,
ხოლო ევროში დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 ევროს ოდენობით გაცემა, შესაბამისად,
სამინისტროს მიერ ასანაზღაურებელი თანხა ყოველთვიურად ჯამში იქნება აშშ დოლარში დასაფინანსებელ
ქვეყნებში (12 ქვეყანა, ერთი სტაჟიორი თითოეულ ქვეყანაში) - 10 800 აშშ დოლარს (3 თვის შემთხვევაში - 32
400 აშშ დოლარს), ხოლო ევროში დასაფინანსებელ ქვეყნებში (12 ქვეყანა, ერთი სტაჟიორი თითოეულ
ქვეყანაში) 10 800 ევროს (3 თვის შემთხვევაში - 32 400 ევროს). ამასთან, აღსანიშნავია რომ დღემდე
ანაზღაურებად სტაჟირებას პირები გადიოდნენ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ
აპარატში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა
და საკონსულო დაწესებულებებში სტაჟიორად მიღებულ პირებს აუნაზღაურდებათ დოლარში
დასაფინანსებელ ქვეყნებში -არაუმეტეს 900 აშშ დოლარი (ხელზე გასაცემი), ხოლო ევროში დასაფინანსებელ
ქვეყნებში -არაუმეტეს 900 ევრო (ხელზე გასაცემი).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.