„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (250/3-XIმპ; 20/01/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები გამომდინარე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (250/3-XIმპ; 20/01/2026): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
02.07.2007,
სარეგისტრაციო კოდი: (160.020.020.05.001.002.895) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად,
არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის
წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.“.
2. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი არის საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, 1 − იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − საქართველოს გენერალური პროკურორი, 1 −
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − საქართველოს სახალხო
დამცველი და 1 − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.“;
ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბჭოში შემავალი წევრის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია მისი
შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადა.“.
3. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი
მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა
უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს
თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.“;
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორობის კანდიდატს
საბჭო დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დირექტორობის
კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს თითოეულ წევრს. საბჭოს წევრს
უფლება აქვს, დაასახელოს დირექტორობის მხოლოდ 1 კანდიდატი. სამსახურის
დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა,
ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ
დირექტორობის
კანდიდატის
საქართველოს
პრემიერ-მინისტრისთვის
წარსადგენად საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის
წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი
იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს
იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის
არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“;
დ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“
ქვეპუნქტი:
„ა1) თუ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა საქართველოს პრემიერმინისტრმა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;“;
ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „გ1“, „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას საბჭო აცნობებს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
უფლებამოსილია
აღნიშნულის
საფუძველზე
მიიღოს
გადაწყვეტილება
დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.“.
6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საბჭოსთან შეთანხმებით,
საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის
შესახებ ანგარიშის წარდგენა;“.
7. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
წარედგინება საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
1. 2026 წლის 1 მაისიდან შეწყდეს იურიდიული დახმარების სამსახურის
დირექტორის უფლებამოსილება და მიეცეს კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი
სარგოს ოდენობით.
2. 2026 წლის 1 აპრილიდან შეწყდეს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების
უფლებამოსილება. 2 კვირის ვადაში საბჭოს ახალმა შემადგენლობამ
უზრუნველყოს
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დირექტორობის
კანდიდატის შერჩევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თანამდებობაზე
დასანიშნად წარდგენა.
3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა
გამოქვეყნებისთანავე.
ამ
კანონის
პირველი
მუხლისა,
ამოქმედდეს
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და
უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების
ხელმისაწვდომობას.1 იგი არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და
ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.2
წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია სამსახურისა და იურიდიული დახმარების საბჭოს
საქმიანობისა და მისი კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესება, რომლითაც
უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის
ხარისხის შენარჩუნებაც. ამასთანავე, დაიხვეწება, როგორც სამსახურის დირექტორის
არჩევასთან დაკავშირებული საკითხი, ისე საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით იცვლება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშვალდებულების
წესი, რომლის თანახმადაც სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერმინისტრის წინაშე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
იურიდიული
დახმარების
სამსახური
ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. ამასთანავე,
1
2
იხ. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.
იხ. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი.
შეიცვლება იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტებისა და სამსახურის
დირექტორის დანიშვნის-გათავისუფლების წესები. აღნიშნული უზრუნველყოფს
სამსახურის საქმიანობისა და მისი მონიტორინგის ეფექტურობის ზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს
პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის
საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
ახლებურად მოწესრიგდება იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტებისა
და სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესები.
ნაცვლად ცხრა წევრისა, საბჭო დაკომპლექტდება შვიდი წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი
იქნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, 1 − იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − საქართველოს გენერალური პროკურორი, 1 − საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − საქართველოს სახალხო დამცველი და 1 −
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მათი შესაბამის
თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი;
სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც საბჭო დასანიშნად წარუდგენს სამსახურის
დირექტორობის კანდიდატს. ამასთანავე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება
შესაძლებელი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 აპრილიდან, რადგან იგი
მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროებს ამოქმედების ზემოაღნიშნული
ვადის დადგენას. კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს იურიდიული
დახმარების სამსახურის დირექტორისა და საბჭოს უფლებამოსილებების შეწყვეტას,
დირექტორობის კანდიდატის შერჩევის პროცესის განხორციელებასა და სათანადო
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობას, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის გათვალისწინებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
დაფინანსების
წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით იურიდიული დახმარების სამსახურისთვის
განსაზღვრული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად იურიდიული სამსახურის დირექტორისთვის 3 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემული კომპენსაცია დაექვემდებარება
საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს სათანადო პირობების დაცვით მიეცემა
კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომლის გაცემასაც
უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების სამსახური.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს მიეცემა კომპენსაცია 3 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომლის გაცემასაც უზრუნველყოფს იურიდიული
დახმარების სამსახური.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური,
თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური,
თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.