საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის − საქართველოს კანონის პროექტის „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ და მისი თანამდევი კანონპროექტების (№07-2/299; 14.06.2023) განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
წერილი
2-914/26
29-01-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N269/5; 19.06.2023) გადაწყვეტილებით,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს,
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„მედიცინის
დახმარებით
რეპროდუქციის შესახებ“ და თანმდევი კანონების პროეტები (№07-2/299; 14.06.2023).
აქტუალობიდან გამომდინარე, კომიტეტის მიერ ორგანიზებულ იქნა არაერთი
შეხვედრა ექსპერტებთან, პროფესიულ თემთან და საკითხით დაინტერესებულ
პროფესიონალებთან.
ვინაიდან საკითხი ეხება ძალიან სენსიტიურ რეგულაციებს, ამ ინიციატივის
სავალდებულო წესით განხილვამდე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ინტერსექტორალური
კონსულტაციების გამართვა დამატებით.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, საკომიტეტო
განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge