საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ანგარიში - ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმები
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 18
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 ნოემბერი 2025 12:00
2025 წლის 14 ნოემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N417
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“
ანგარიში - ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმები;
მომხსენებელი: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე - სოსო გიორგაძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
ოქმი N18
2025 წლის 14 ნოემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N417
(C კორპუსი, IV სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ლევან მახაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ: ვახტანგ თურნავა, არჩილ ბერიძე (ვიქტორ სანიკიძის
უფლებამონაცვლე), ეკა სეფაშვილი, ლიკა შარტავა, გიორგი ჩაკვეტაძე, სალომე კობალაძე,
გენო პეტრიაშვილი (გიორგი ხახუბიას უფლებამონაცვლე).
სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი
ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“
ანგარიში „ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმების
შესახებ.“
მომხსენებელი: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.
სხდომის მსვლელობა:
სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს
სხდომის დღის წესრიგი გააცნო. კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს
მხარი დაუჭირეს.
სოსო გიორგაძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქპატენტის“ საქმიანობა კიდევ
ერთხელ ადასტურებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე რეფორმების
შესაბამისობას საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ასოცირების შეთანხმებით
განსაზღვრულ ვალდებულებებთან. ასევე, კომიტეტის წევრებს გააცნო საკანონმდებლო და
ინსტიტუციური
ცვლილებები,
რომელიც
მიზნად
ისახავს
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების სრულად
დანერგვას. მისი განცხადებით, რეფორმები ეფუძნება ევროკომისიის მიერ წარდგენილ
რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის თანხვედრას შესაბამის
ევროპულ რეგულაციებთან.
მომხსენებელმა ისაუბრა „საქართველოს საპატენტო კანონში“ განხორციელებული
ცვლილებების შესახებ, რის შედეგადაც პირველად მოხდა ევროპული პატენტის
ვალიდაციის სისტემის დანერგვა საქართველოში. ასევე, დაიხვეწა საქართველოს
საპატენტო კანონმდებლობა და დაახლოვდა ევროპის საპატენტო კონვენციისა და
ევროკავშირის ქვეყნების ეროვნულ საპატენტო კანონმდებლობის პრინციპებთან.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა „საქპატენტის“ ელექტრონული საქმისწარმოების
სისტემის პროგრამულ განახლებასა და გაუმჯობესებაზე, ევროპული პატენტების
ვალიდაციის
მექანიზმის
სრულ
ამოქმედებაზე,
ასევე,
ევროპის
საპატენო
ორგანიზაციასთან მონაცემთა გაცვლის გაძლიერებაზე.
გარდა ამისა, საქპატენტმა
წარმატებით განახორციელა ექსპერტების გადამზადების პროგრამაც.
„საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლებიც
ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაშია. მისი
თქმით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საერთაშორისო პრაქტიკის
შესაბამისად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და
დარეგულირდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები.
შეიქმნა აკრედიტაციის კომისია, რომელიც ახორციელებს ჰონორარების შეგროვებასა და
განაწილებას. საქმიანობის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის
მიზნით,
განისაზღვრა
კოლექტიური
მართვის
ორგანიზაციის
საქმიანობის
გამჭვირვალობის ვალდებულება, რომლის კონტროლისა და მეთვალყურეობის
მექანიზმები საქპატენტში გამართულად ფუნქციონირებს.
მომხსენებელმა ისაუბრა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს
კანონზეც. მან აღნიშნა, რომ კანონით განისაზღვრა პატენტრწმუნებულის ვალდებულებები
და
პასუხისმგებლობა
მარწმუნებელთან
ურთიერთობისას,
მათ
შორის,
პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან
დაკავშირებული ვალდებულება, ასევე, პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩატარების საკითხი. მისი თქმით, განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა
მნიშვნელოვნად გააძლიერა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტი, რითაც ქვეყენაში
ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის უფრო ეფექტიანი და სანდო გარემო შეიქმნა.
მომხსენებელმა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ათი წლის განმავლობაში პირველად
ტარდება
პატენტრწმუნებულთა
გამოცდები
და
მომავალ
წელს
ქვეყანას
პატენტრწმუნებულთა ახალი თაობა ეყოლება.
სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ გაეროსთან, კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო
ორგანიზაციასთან
თანამშრომლობით,
ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება,
მეწარმეობა და ინოვაციები“ დაინერგა. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მოწვეული
ლექტორების უმრავლესობა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტები არიან,
რომლებიც ლექციებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობენ და ისინი
უშუალოდ გაერომ შეარჩია.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობასა და
ევროკავშირის რეგულაციებს შორის სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს. ცვლილება
შევიდა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის
შესახებ“ საქართველოს კანონშიც. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია იმით, რომ
შესაძლებელი გახდა უნიკალური აგროპროდუქტების დარეგისტრირება, აღიარება და
საერთაშორისო დონეზე დაცვა.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს საქართველო შეუერთდა ჟენევის აქტს , რომელიც
აერთიანებს ათეულობით ქვეყანას, ასევე, ევროკავშირსა და აფრიკის ინტელექტუალური
საკუთრების კავშირს. აღნიშნული ხელშეკრულების მიზანია უზრუნველყოს სასოფლოსამეურნეო პროდუქტების დაცვა საერთაშორისო დონეზე.
მომხსენებელმა ისაუბრა 2013 წლის მარაკეშის შეთანხმებაზე, რომელთან მიერთებას
ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდა. შეთანხმება ეხება პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ
სპეციალური საშუალებები იმისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის
ნაშრომებზე. მომხსენებელმა განაცხადა, რომ მარაკეშის აქტთან მიერთებამ ადამიანის
უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო.
დიზაინის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან
დაახლოების მიზნით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და პარლამენტმა
საშემოდგომო სესიის მსვლელობისას იგი მესამე მოსმენით მიიღო.
მოხსენების დასასრულს, სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმების
შედეგად, საქართველო მზად არის წარადგინოს განაცხადი ევროპის საპატენტო
კონვენციასთან მიერთების მიზნით, რაც ქვეყანას ევროკავშირის საპატენტო სივრცის
ნაწილად აქცევს. მისი განცხადებით, საქართველოში განხორციელებულმა შესაბამისმა
საკანონმდებლო ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად გააძლიერა ინტელექტუალური
საკუთრების დაცვის სისტემა, გაზარდა მისი სანდოობა და დააახლოვა იგი ევროკავშირის
სტანდარტებთან.
კომიტეტის სხდომა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დაისვა კითხვები რომლებიც
ეხებოდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებას, ევროპის
საპატენტო კონვენციასთან მიერთების საკითხს, სხვა უწყებებთან თანამშრომლობას,
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასა და „საქპატენტში“ სახელმწიფო
სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობას.
მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და კომიტეტის წევრებს დამატებითი
ინფორმაცია მიაწოდა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ანგარიში “ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ”.
სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი.